 | ავტორი: მარი მემანიშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 სექტემბერი, 2019 |
ცდილობ, გამოხვიდე მოგონებებიდან რადგან ყელში გიჭერს, გახრჩობს ირთულებ ცხოვრებას, ელევი ყველა დარდს სიყვარულს ჩუქნი , მაგრამ არ თმობ.
შენი ერთერთი ბოლო ზარიდან მივხვდი, რომ გჭირდებოდი. გჭირდებოდა თავი გეგრძნო ისეთ კაცად, რომელიც რამდენიმე წლის წინ საყვარელმა გოგონამ კი არ მიატოვა და უარყო, არამედ აიძულეს უარი ეთქვა შენზე ... გჭირდებოდა გეფიქრა, რომ ის გოგონაც, ისევე ფიქრობდა შენზე, როგორც შენ ფიქრობდი მასზე ყოველდღე . უკან დასაბრუნებელი გზა გჭირდებოდა, არა მარტო მისი გულისკენ, არამედ საქართველოსკენ დასაბრუნებელი გზაც გქონოდა...საქართველოში დაბრუნება შეგყვარებოდა. შენი ერთერთი ბოლო ზარიდან ისიც შევიტყვე, რომ გსურდა, მეც მცოდნოდა , რომ მატერიალურად ისეთი ძლიერი იყავი, შეგეძლო გეზრუნა სხვებზეც, მათ შორის ჩემზეც. მე კი ბუნებით მგრძნობიარე ადამიანი ვარ მიყვარს ადამიანების გახარება და სიურპრიზები გადავწყვიტე ცოტა დრო დამეთმო იმ სიყვარულისთვის, რომელიც ადრე მქონდა შენს მიმართ... მეც მაინტერესებდა, რას მოიტანდა ამ გრძნობის გაახლება რამდენად საინტერესოდ წარიმართებოდა რამდენად ძლიერი იყო, დროსა და სივრცეში გაფანტულობის მიუხედავად. რამდენად აღმოგაჩენდი, შენს სულიერებას სადამდე დავინახავდი.
მაინტერესებდა, იყავი თუ არა იმ სიყვარულის შესაბამისი (არ ვიტყვი სიტყვას ღირსი), რომელიც მქონდა შენს მიმართ, პატარა, გამოუცდელ გოგონას.
მერე აზვირთდა ეს გრძნობა ავაზვირთეთ ორივემ ერთად ლამაზი საათები გავატარეთ ერთმანეთის სიყვარულში
ბევრი სინანული, დაშვებულ და გამოუსწორებელ შეცდომებზე... ბევრიც დარდი, უერთმანეთოდ გავლილ მეოთხედ საუკუნეზე... ვწუხდით, რომ არასდროს ვიქნებოდით ფიზიკურად ერთად. დაილია სიყვარულის ერთი წელი
ყოველწამს მინდოდა მეთქვა, რომ ეს გადიოდა ჩემს ნერვებზე
რომელიც გადიოდა ჩემს თავისუფალ დროზეც
გადიოდა ჩემს სინანულზეც, რომ ადრინდელივით, აღარასდროს მეტკინა გული შენთვის.
მე არ გატყუებდი,როცა ვიყავი შენთან. ეს იყო სუფთა გრძნობა, მაგრამ პირობითი, რადგან ეს გამოცდა ვერ ჩავაბარეთ
შენ შეხვალ და დარჩები მხოლოდ წიგნის ფურცლებზე, რომლის_ მე დაწერა, შენ კი წაკითხვა ვერ მოასწარი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მშვენიერი დასაწყისი იქნებოდა ვრცელი, სიუჟეტური მოთხრობისთვის. მშვენიერი დასაწყისი იქნებოდა ვრცელი, სიუჟეტური მოთხრობისთვის.
3. მოგიკითხე მეც მეორე კომენტარში კი , ნება მომეცი არ დაგეთახმო <3 ახალია ყველაფერი კარგი :) მოგიკითხე მეც მეორე კომენტარში კი , ნება მომეცი არ დაგეთახმო <3 ახალია ყველაფერი კარგი :)
2. სიყვარული მარადიულია და ღვინის არ იყოს, რაც უფრო ძველია უფრო მაგრად გერევა... სიყვარული მარადიულია და ღვინის არ იყოს, რაც უფრო ძველია უფრო მაგრად გერევა...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|