ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
30 აგვისტო, 2019


ჩემი პროფესია თავი 35_ე

                                                    მეზობლები
- შეფი მოდის!
- მე წავედი ფანჯრიდან უნდა გადავხტე.
- გაჩერდი სად მიდიხარ? წამოდი უნდა დავიმალოთ.
- საინტერესოა ამ ოთახში, სად უნდა დავიმალოთ?
- კარადაში...
- რაა?
- მოდის! მიდი კარები დაკეტე.
- დღეს უკვე მეორედ.
- გაბრიელ, ხმას ნუ იღებ.
- გაიწიე ვერ ვსუნთქავ
- ეს რა არის? რამდენი სუნამო გასხია.
- ნია, ახლა ამის დროა?
- შეფი ოთახში შემოდის...
***
- ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.
- დღის ბოლომდე, არ გაბედოთ რესტორნის გახსნა.
- დამიბრუნეთ ჩემი შვილი და დაანებეთ  ამ სისხლიან თამაშს თავი.
- შეფ! ასეთი მარტივი არ არის შვილის დაბრუნება. ხოდა კიდევ გავიგე დეტექტივი დაგიქირავებია, რაც არ უნდა გააკოთო შვილს ვერ იპოვი.
- სად გყავთ ჩემი შვილი? ყველაფერს გავაკეთბ, რაც საჭიროა. შემს შვილს არაფერი დაუშავოთ! არა! არ გამითიშოთ...
***
    ყელში გაგუდული ხმით გაბრიელს ვუყურებ და ვლოცულობ. შეფმა კარადის კარი არ გამოაღოს. საუბარი დაასრულა თუ არა ტელეფონი ძირს ისროლა. მე სიშისგან შევხტი ჯერ ისედაც პატარა კარადა, ჩემს ქმედებაზე გამოძრავდა. ერთი იკითხა:_ არის აქ ვინმე? შეფი კარადას უახლოვდება. გაბრიელს, მკავზე ხელს მჭიდროდ ვუჭერ. სულ ცოტაც და ყველაფერი თავზე ჩამომენგრევა. შეფი გაოგნებული სახით შემომედავს და ალბათ აქედანვე დავემშვიდობებით ერთმანეთს. სულ რამოდენიმე წამი და ეს ყველაფერი მოხდება, მაგრამ არა! დერეფნიდან ბიძაჩემის ხმა გავიგე. შეფმას სასწრაფოდ კაბინეტის კარები გასაღებით ჩაკეტა და მისკენ წავიდა. აი, უკვე შვებით ამოვისუნე. გაბრიელმა კარადის კარები გააღო თუ არა ძირს გადმოვარდა. ამ ხმაზე დერეფნიდან ბიძაჩემი კითხულობს:_მგონი იქ, ვიღაც არის? შეფი დამაჯერებელი ხმით მპასუხობს:_ არა, შიგნით არავინ არის. წამოდი ეზოში გავიდეთ. ახლა ყველაფერი გაცილებით რთულად არის. შეფის კაბინეტი  მეორე სართულზეა. კაბინეტის კარებით ვერ გავალთ ჩაკეტილია.
***
- ყველაფერი შენი ბრალია.
- კარგი დამშვიდდი. აქედან მალე გავალთ.
- ხო არა? მიდი, საინტერესოა ამას, როგორ იზამ? კაბინეტის კარები ჩაკეტილია. რას იზამ? აქედან გადახტები?
- ბავშობაში მეზობლის ფანჯრიდან გადმოვხტი...
- რატო? არა, არ გინდა! დეტალები არ მაინტერესებს. აქედან, რაც შეიძლება მალე უნდა გავიდეთ.
- იმ ყუთს ხედავ?
- მერე?
- გაბრიელ იქამდე უნდა ჩავხტეთ. იქიდან მარტივად ჩავალთ.
- მოიცადე არა! ეზოში ბიძია და შეფი არიან.
- ჯანდაბა! როდის წავლენ?
- ნია, ეგ მანამდე უნდა გეფიქრა სანა აქ ამოხვიდოდი.
- არა, ვერ მოვითმენ.
- რატო დიდი ხანით არ შეგძლია ჩემს გვერდით ყოფნა?
- არა მაგოტომ არა.
- აბა?
- მშია.
- რაა?
- რა გაცინებს? როცა ვნერვიულობ ძალიან ბევრ შოკოლადს ვჭამ.
- ვინმეს შენთვის უთქვამს, რომ?
- რა?
- არა არაფერი...
***
    ასე საათობით მოგვიწია შეფის კაბინეტში ყოფნა. გაბრიელი ფანჯარასთან ზის და ელოდება, როდის წავლენ  პოლიციელები. გიორგიმ უკვე რამოდენიმეჯერ დამირეკა მარიამი, გონს მოვიდა და მე მკითხულობს. მე კი აქედან ვერ გავდივარ. გაბრიელი თითქოს გაბრაზებული სახით შემომხედავს თვალს მოვაშორებ თუ არა სულელივით იღიმის, რომ ვეკითხები:_ ამას რატომ აკეთებს? მპასუხობს, რომ უბრალოდ შიმშილისგან. ყველაფერი გავიგე. შეფს შვილი ჰყავს. ის, მის დაბრუნებას ცდილობს. ისინი კი აშანტაჟებენ. განა რა უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ადამიანს, ხალხის მოკვლა აიძულო? ვზივარ და იქამდე მინდა ვიფიქრო სანამ სწორ დასკვნამდე არ მივალ. შეფი მკვლელია? კარადაში მიკრული სურათები, ამას ამბობს, მაგრამ ის საუბარი არა! ისინი მიხვდნენ, რომ შეფს დეტექტივი ჰყავს. ახლა რა მოხდება? შემდეგი ვინ იქნება? წარმოდგენაც არ მინდა იქნებ  დღე გათენდეს და შემდეგი სხვა იყოს. გაბრიელი, მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ სხვისი ცოვრება, ძალიან ბინძურია. რაც უფრო შორს მიდიხარ იკარგები. შეფზე, რაც უფრო მეტს ვფიქრობ უფრო შორს მივდივარ. მეშინი არ დავიკარგო. უკვე პრობლემები შემექმნა და ამაში  გაბრიელიც გავხვიე. გაბრიელი ფანჯარასთან, მუხლმოდრეკილი დგას და ელოდება ხალხი, როდის წავა. ისევ ხმა. დერეფნიდან ნაბიჯების ხმა ისმის. გაბრიელმა თქვა:_ რაც იქნება იქნება. მე, კარადაში აღარ დავიმალები. მე შეშინებული კვლავ გაბრიელის მკლავს ვკიდებ ხელს და ველოდებით შეფის შემოვლას. მოულოდნელად კაბინეტის კარები იღება და ის ბიძაჩემია.
***
- ბავშვებო, შეგიძლიათ წახვიდეთ. თავისუფლები ხართ.
- ბიძია  ჩვენ...
- ნია, არაფრის ახსნა არ არის საჭირო. ისედაც ამისთვის უკვე დაისაჯეთ.
- ეს როგორ?
- ნია, სულელი ხარ?  როგორ ვერ მიხვდი. ბიძიამ ყველაფერი იცოდა. კიბეებთან სპეციალურად ახსენა შეფი, რომ ეჭვი მასზე აგვეღო. ისიც იცოდა, რომ აქ ვიყავით. ეზოშიც სპეციალურად იდგნენ, რომ აქედან არ გავსულიყავით. აი საჯელი, დავიმსახურეთ და მივიღეთ კიდეც.
- ჩემი ჭკვიანი ნათლული. ეხლა წადით სამზარეულოში სენვიჩები დაგხვდებათ და შეჭამეთ.
- შენ ეს ყველაფერი იცოდი და არ მითხარი?
- არა, არ ვიცოდი...
- არა იცოდი.
- ნია რა გინდა? ისედაც შენს გამო დღეს რეპეტიცია გავაცდინე. ჯერ იყოდა საკუთარ სახლში შევიპარე, მერე აქ ამოვძვერი და საათობით ვიჯექი ისე. შენს გამო რამდენი საათია საჭმელი არ მიჭამია. ახლაც არ მაცდი ჭამას. შეგიძლია ცოტახნით მაინც გაჩუმდე?
- მგონი შენ უფრო ბევრს ლაპარაკობ. წავედი მე საავადმყოფოში მივდივარ.
- მოიცადე შენ არ შეჭამ?
- გაბრიელ მეჩხუბები, მაგრამ ჩემზე მაინც ზრუნავ.
- არაფერიც... კარგი წადი მეორესაც მე შევჭამ.
- არ გადაგცდეს.
***
  ბიძიასთან ძალიან შევცხვი. ისინი ჩემზე ზრუნავენ. სახლში შემიფარეს, არაფერს არ მაკლებენ. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. მე კი მათ, იმედები გავუცრუე. არ ვიცი ახლა ჩემზე რას ფიქრობს. ახლა მაირიამს ვნახავ საღამოს კი ბიძიას აუცილებლად დაველაპარაკები. იმასაც ვეტყვი, რაც კაბინეტში მოვისმინე. თეთრი კედლები, კიდევ უფრო მამძიმებს. წარმოდგენაც არ მინდა მარიამი ახლა, როგორ დამხვდება. რაც უფრო მისკენ მივდივარ მით უფრო მახსენდეება საკუთარი თავი, როდესაც  წამართვეს მამა. ის წყეული დღე და მამაჩემის მომღიმარე სახე. მარიამის პალატის კარები ოდნავ ღია დამხვდა. პალატიდან ბავშვების ხმა ისმის. იქ გიორგიც არის. საწოლთან მარიამის გვედით ზის და თავზე ეფერება. მარიამს თვალები დახუჭული აქვს. სახე კი, სულ სველი აქვს, დარდისგან და ტკივილისგან დასველებია. არ მინდა თვალებში ჩავხედო. ვიცი ყველაფერს იქ ამოვიკითხავ. მარტოსულობას, იმედგაცრუებას უიმედობას მარიამის შეწითლებულ თვალებში ამოვიკითავ. აი, უკვე პალატაში ვარ. ყველამ ეგრევე მე შემომხედა. ბავშვები შეშინებული თვალებით მიყურებენ. დამაგვიანდა და ალბათ ეგონათ თავს რამე ხომ არ აუტეხე. გიორგის ჩემს დანახვაზე გაეღიმა. ახლა მარიამის გამოფიზლებას ცდილობს უნდა უთხრას, რომ მე მოვედი, აქ ვარ.
***
- ნია,  შენ აქ ხარ.
- კი, მე აქ ვარ შენს გვერდით.
- ახლა რა იქნება?
- ძლიერები უნდა ვიყოთ მარიამ.
- ეს ვის უნდა გააეკეთებინა? ეს რატომ გააკეთეს?
- არ ვიცი, მაგრამ გპირდები ყველაფერს მალე გავარკვევ.
- შენ? შენ რა უნდა გაარკვიო ნია?
- გიორგი, ეხლა აქ ამის დრო არ არის. მოგვიანებით მოგიყვებით.
- სად იყავი? ისევ იმ მდიდარ ბიჭთან ერთად არა?
- გიორგი, აქ ჩემზე სასაუბროდ არ ვართ. რა ხდება, ექიმები რას ამბობენ? როდის შეგვიძლია მარიამის აქედან წაყვანა?
- ახლა, უკვე დანიშნულებას დაგვიწერენ და შემდეგ ჩემი ბიძაშვილის სახლში წავალთ. მარიამი ცოტანით იქ დარჩება.
- მაშინ მეც წამოვალ. მარიამის გვერდით მინდა, რომ ვიყო.
- დედაჩემის ნახვა მინდა.
- მარიამ ეს შეუძლებელია.
- გამიშვით! მისი ნახვა მინდა.
- მოიცადე გავარკვე ეს თუ შესაძლებელია.
- ნია რას აკეთებ? ვერ ხედავ მარიამი რა დღეშია. ახლა დედამისს, რომ ნახავს უარესად გახდება.
- კი ვიცი გიორგი, რადგან მეც ასე ვიყავი. მამაჩემი მორგვში, რომ ვნახე უფრო მიშველა. მის სახეს ნაზად ვეფერებოდი. ვუთხარი ის ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა. ახლა იგივე მარიამსაც სჭირდება.
- მაპატიე...
***
    პალატიდან გამოსულმა ბიძიას დავურეკე ის კი, ექიმს დაუკავშირა და მარიამს მისცა უფლება, რომ დედა ენახა. მარიამს ხელი ჩავკიდე და უთხარი, რომ ყველაფერი გააკეთოს რისი გაკეთებაც უნდა. მოეფეროს დედას, უთხრას ის, რისი თქმაც უნდა. იყვიროს სცადოს გააგებინოს ყველაფერი.ხშირად არ უჯერებთ მშობლებს. ხშირად გავურბივართ და ჩვენი ჭკუით ვდილობთ ახალი ცხოვრების დაწყებას, მაგრამ საკმარისია მათი სიშორე და ეგრევე მარტოსულები ვხდებით. ეგრევე გვახსენდება ჩვენი ზედმეტი სიტყვა. გვახსენდება რა უხეშები ვიყავით, მაშინ, როდესაც ისინი, ჩვენს მომავალზე ფიქრობდნენ. ახლა, როცა დედა ჩემს გვერდით აღარ არის და ვიცი მამასაც ვეღარასდროს ვნახავ. მიძნელდება იმაზე ფიქრი თუ რა მკაცრი ვიყავი ზოგჯერ მათ მიმართ. მარიამის  სასოწარკვეთილი ხმა, პალატიდან აქ, ისმის. ის გამწარებული ხმით ყვირის დედას. პატიებას სთხოვს, რომ იმ დროს მის გვერდით არ იყო. ,, დედა! მაპატიე ჩემი სიტყვები მაპატიე გეხვეწები“. ახლა სდუმს დედა ვეღარაფერს იტყვის, თუმცა მშობლების სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ დარწმუნებული ვარ მარიამი, ისევ იგრძნობს მის სიახლოვეს. არასოდეს აწყენინო დედას მისი სხეულის ნაწილი ხარ შენც. ხმას ნუ აუწევ მამასთან რადგან, ის მეფეა. წავა და იტირებს შენს გამო. მარაიმი უკვე 10 წუთის განმავლობაში იმეორებს ერთიდაიგივე სიტყვას. ის გამწარებული ყვირის დედას და გულის ამოვარდნამდე ცრემს ღვრის საავადმყოფოს კედლებში. ეს წყეული კედლები... ვინ იცის კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მარიამი ექთანს, ძალდატანებით პალატიდან გამოჰყავს.  ძალაგამოცლილი მკლავებში ჩამივარდა. სამსახურის ფორმა აცვია და სულ სველია. გიორგის ვეძახი დახმარების სათხოვნელად. ერთად მანქანაში ჩავსხედით და ილიას სახლში მივდივართ.  ექიმმა წამოსვლისას დამამშვიდებელი გაუკეთა და ახლა ჩემთან ჩახუტებულს ჩაეძინა. ვეფერები და ვგრძნობ, რომ ისიც ჩემსავით მარტოსულია. ყველაფერი კარგი დაავიწყდა. მხოლოდ დედის სახეს წარმოიდგენს გონებაში და გულში იმახსოვრებს ყველაზე კარგ მოგონებებს. იხსენებს და ცდილობს არაფერი დაავიწყდეს. დღეს დაღამდება, ხვალ კი ისევ იგივე. ისევ დარდი, ისევ მონატრება ისევ ცრემლი. უკვე ილიას სახლს მივუახლოვდით. მარიამის გაღვიძებას ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. გიორგიმ მარიამი ხელში აიყვანა და საძინებეში დავაწვინეთ. უკვე საღამოს 8 საათია, როგორც ჩანს ილია აქ მეგობრებთან ერთად ცხოვრობს, რადგან აქ მისი მშობლები არ შემინიშნავს.  მარიამის საწოლზე გვერდით ჩამოვჯექი და ვუყურებ. მარიამს შავი ტალღოვანი თმა აქვს. მუქი თაფლისფერი თვალები მამისგან გამოყვა. ზოგჯერ მისი თვალები, შავიც კი ხდება. ის, ყველაზე განსაკუთრებულია, რადგან მამის გარეშე გაიზარდა, დედაზე ძალიან დამოკიდებული ბავშვი იყო. მამამისი კარგად მხოლოდ სურათებიდან ახსოვს. ჩვენი მეგობრობა, სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც რესტორანში ჩვენს გუნდს შემოუერთდა. ის ძალიან იმედიანი გოგოა. ყოველთვის იმედის და რწმენით არის განწყობილი. რაც არ უნდა მოხდეს იმედს მაინც ჩაგისახავს. მამა, როცა გარდამეცვალა მითხრა, რომ ,,დღეიდან შენ ჩემი შვილი იქნები, მე მოგხედავ“. ახლა რა ხდება? ის ხდება, რომ ორივე მშობლების გარეშე დავრჩით. მარიამმა თვალები გაახილა თუ არა დავაძალე, რომ წყალი გადაევლო. დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ მარაიმი ძალდატანებით საწოლიდან წამოვაყენე. აბანოში შევიყვანე და ვუთხარი. ,,დღეიდან შენ ჩემი შვილი ხარ“. გაეღიმა და დამთანხმდა, რომ მოწესრიგებულიყო. აბანო გავუმზადე და გამოვედი ახლა საწოლთან ტანსაცმელს ვუტოვებ. ხმა... გიტარის ხმა. ისევ ყურში ჩამესმის. ცოტახნით მეგონა, რომ უბრალოდ მეჩვენებოდა. ეს ის არის. მხოლოს მას შეუძლია ასე ლამაზად დაუკრას. სწრაფად ჩავიარე სახლის კიბეები და ვხედავ, რომ ის არის. გაბრიელი ეზოში ზის და სიმღერას მის წინ მჯდომ გოგონას უძღვნის. როგორ ბედავს?! ხმამაღლა წარმოვსთქვი ეს სიტყვები და უკან დავიხიე. ვიგრძენი, რომ  იქ, არ იყო ჩემი ადგილი. რამოდენიმე წუთში უკან, მარიამთან დავბრუნდი. საჭმელი ოთახში ავუტანე. ოთახში შევედი თუ არა დავინახე, რომ ისევ ჩასძინებია. უკვე ღამის 10 საათია. ახლა სახლში უნდა დავბრუნდე და ვფიქრობ, რომ დაბლა გაბრიელია. ვიფიქრე კიდეც იქნებ აივნიდან გადავხტე? ისედაც მცხვენია ჩემ საქციელის გამო არ მინდა ახლა მისი ნახვა. კიბის რამოდენიმე საფეხური ჩამოვიარე და მესმის, გიორგის და ილიას დიალოგი. ისინი ამბობენ, რომ ძალიან ლამაზი წყვილია. ილია ამბობს, რომ გაბრიელს ბევრი ჰყავდა, მაგრამ მასზე სერიოზულად ფიქრობს. ხელიდან ჩანთა გამივარდა. ამ ხმაურზე გიორგიმ ამომხედა და სახლში წაყვანა შემომთავაზა. გაბრიელიც წასულა და ახლა მშვიდად შემიძლია სახლში წავიდე. გიორგის შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი. ტაქსი გავაჩერე და სახლსი ვბრუნდები. მძიმე დღის შემდეგ მხოლოდ ჩემს საწოლზე და ტყუპებზე ვფიქრობ. როგორც ყოველთვის მძინარე ტყუპებს ვაკოცებ და დასაძინებლად  ჩემს ოთახში შევალ. ,,ბიძიას უნდა დაველაპარაკო“! ეს სიტყვები წარმოვსთქვი თუ არა მძღოლი მეუბნება:_ უკვე მოვედით! სახლის ეზოში შევდივარ და რას ვედავ. ეზოში ქვიშით სავსე ტომრებია. სახლიც ძალიან არეულია. ბიძიას მანქანა, სახლის კართან გაუჩერებია და ბარგს აწყობს.
***
- აქ რა ხდება? სადმე გადავივართ?
- კი ნია, დროებით. იქამდე სანამ ბაღის რემონტი არ დასრულდება.
- მამიდა, ეს ხომ ბაღია. სახლს რა უშლის?
- ნია, გამომართვი, ეს შენი ჩანთაა. მე უკვე ყველაფერი ჩავალაგე.
- მოიცადეთ! სად მივდივართ?
- წამოდი და გზაში აგიხსნით.
- მე, რომ არ წამოვიდე?
- არავითარ შემთხვევაში! შენც იქ, იქნები, სადაც ჩვენ.
- ბავშვები სად არიან?
- ტყუპები ბებიამ წაიყვანა.
- ეს დიდ ხანს გაგრძელდება?
- ნია, მიდი მანქანაში ჩაჯექი.
- ბიძია უნდა ვილაპარაკოთ.
- მერე შვილო, სხვა დროს...
***
  მაინც ვერ ვხვდები ბაღი, სახლთან რა შუაშია და სხვაგან რატომ გადავდივართ? აი, მაინც ბიძიანს მანქანაში ვზივართ და დროებით სხვაგან გადავდივართ საცხოვრებლად. ალბათ პატარა კუნძულზე. ის ხომ ბიძიას სახლია. არ არსებობს! ეს სწორედ ის შესახვევია დღეს დილით, რომ ვიყავით. ბიძია, რაც უფრო წინ მიდის მით უფრო მიჩნდება სურვილი მანქანიდან გადავხტე. არ გეშლებათ!  ჩემი გზა, ისევ იმ იდიოტთან მიდის. არა! ჩავალ თუ არა რამეს მოვიფიქრებ, რომ აქედან წავიდე. ვეტყვი, რომ მარიამია ცუდად და ცოტახანს მასთან ერთად უნდა ვიყო. აი, გაჩერდა თუ არა მანქანა, მამიდასთან მივდივარ მინდა ვუთხრა, რომ აქედან მივდივარ. მამიდა ეგრევე მარისთან გაიქცა. ისე ჩაეხუტა თითქოს და ერთმანეთი დიდი ხანი არ  ჰყავათ ნანახი. ახლა ბიძიასთვის ვცდილობ, რამის  ახსნას, მაგრამ არც ის არ მისმენს. ყურებში მოტოს ხმა მესმის.ის არის! მოდის! ახლა რა ვქნა? უნდა დავიმალო!  მანქანაში უკან ჩავჯექი და ყურსასენები გავიკეთე. მუსიკას ხმამაღალზე ავუწიე. აქედან იქამდე არ გადმოვალ სანამ გაბრიელი სახლში არ შევა. რას წარმოვიდგენი დილით ამ სახლში გასაღების გამო შევიპარე. ახლა კი აქ ვარ.
***
- დედა, მამა აქ რა ხდება? სტუმრები გვყავს?
- კი შვილო, ერთი კვირით ჩვენთან იცოვრებენ.
- მგონი ვიღაც გვაკლია არა?
- კი ნია. აქ იყო და სად წავიდა?
- გასაგებია დაიმალა.
- ნია! შვილო სად ხარ?
- გაიქცა, ისევ გაიქცა!
- არაფერიც! მე აქ ვარ და არსად გაქცევას არ ვაპირებ.
- ძალიან კარგი შვილო, მაშინ გადმოდი მანქანიდან. მანდ ჯდომას ხომ არ აპირებ?
- დედა, მე წავედი წყალი უნდა გადავივლო.
- ვის გაუგია ამდენი ბანაობა?
- შვილო რამე თქვი?
- მამიდა, უბრალოდ უხერულია. ჩემი აქ დარჩენა.
- არაფერი არ არის უხერული. წამოდი შენს ოთახს განახებ.
- წავალ სამზარეულოში, წყალს დავლევ.
- მოიცადე!
-      გისმენ.
- ამ სალში, აქამდეც იყავი?
- არა, მამიდა რატომ მეკითხები?
- აბა, საიდან იცოდი სამზარეულო საითკენ იყო?
- მე... მე... უბრალოდ ზუსტად ასეთი სახლი აქვს ჩემს მეგობარს. აი ასეთი... მსაგავსი...
- კარგი, კარგი არ დაიხრჩო. შენი ოთახი ბოლო სართულზეა.
- გაბრიელის ოთახის ზემოთ ხო?
- ნია, გაბრიელის ოთახიც შენი მეგობრის სახლში ნახე არა? ეხლა წადი დაიძინე. ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ.
- მამიდა სალაპარაკო არაფერია.
***
    ყველაზე ლამაზი ოთახი, ჩემთვის შეურჩევიათ. პატარაა, მაგრამ მყუდრო. ვერანდა ეზოს გადაჰყურებს, აქედან ძალიან ლამაზად ჩანს გზა. ის გზა, რომელითაც გაბრიელი ყოველდღე დადის. გაბრილის სიმღერის ხმა აქ ისმის. სულელია... შხაპს იღებს და მღერის. გული მიგრძნობს, რომ  წინ სასწაული ერთი კვირა გველოდება. საწოლიც პატარაა მაგრამ ძალიან კომფორტული. არ ვიცი რა მჭირს. მინდა გავბრზადე აქედან გავიქცე, მაგრამ არა! აქ, ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს. საწოლზე გულაღმა დავწექი და ვფიქრობ ყველაფერზე.  რაც არ უნდა მოხდეს ყველა გზას, მაინც აქ, მოვყავარ.სადაც არ უნდა გავიქცე ბოლოს, მაინც აქ ვარ. გაბრიელთან, რაც უფრო მინდა მოვშორდე უფრო ვუახლოვდები. მოგატყუებ თუ გეტყვით, რომ არ მინდა. გავრბივარ, მაგრამ გულის სიღრმეში ბედნიერი ვარ, რომ ახლა აქ  ვარ. ტელეფონზე გიორგის შეტყობინებაა. შეტყობინება გავხსენი თუ არა ჩემი და გაბრიელის სურათი დამხვდა. ის სურათი სიმშვიდის სალშია გადაღებუი. ამ სურათში, ჩვენ ჩახუტებულებს გვძინავს. შეტყობინებაში გიორგი წერს, რომ. ყველა ჩვენზე ლაპარაკობს, ყველამ იცის, რომ ერთად გვეძინა. ტელეფონს მოვკიდე ხელი და მის ოთახში ჩავედი.
***
- მოიცადე რას აკეთებ? არავინ გასწავლა, რომ ოთახში დაუკაკუნებლივ არ უნდა შემოვიდე?
- ეს რა არის?
- რა არის? ვერაფეს ვხედავ მაგ ტელეფოინში. მეტისმეტად პატარაა ჩემთვის.
- გაბრიელ თავს ნუ იტყუებ. ის ყველაფერი ტყუილი იყო. შენ მე, იქ, მოტყუებით წამიყვანე. სურათები გადამიღე იმიტომ, რომ შემდეგ ჩემი მეგობრებისთვის გაგაეზავნა.
- რა სისულელეა... ეს სურათი შენ საიდან გაქვს?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს. იდიოტო! ახლა ყველამ იცის, რომ ერთად გვეძინა. ეს რატომ გააკეთე?
- მე არაფერი არ გამიკეთებია გესმის! ეს სურათი მე გადავიღე, მაგრამ არავისთვის გამიგზავნია.
- მატყუებ! შენ მე გენდე... ისეთი, რაღაცეები მოგიყევი, რაც ჩემ მეგობრებმაც კი არ იციან.
- თუ მეტყვი ვინ გამოგიგზავნა გავარკვევ ეს ვინ გააკეთა.
- ეს შენ გააკეთე
- მე არ გამიკეთებია!
- ნუ მიყვირი!
- არ ვყვირი!
- ბავშვებო რა ხდება? თქვენ რა ჩხუბობთ?
- არაფერია დედა. მეზობელს, ამ სახლის წესებს ვასწავლიდი.
- დაბლა ჩამოდით სტუმრები გვყავს.
- მოვდივართ.
- მიდით გელოდებით!
- მოიცადე სად მიდიხარ? მიპასუხე ვინ გამოგიგზავნა ეგ სურათი?
- გიორგიმ.
- იდიოტი...
- იდიოტი შენ ხარ.
***
  გაბრიელს თვალებით ვჭამ. ახლა მინდა თავში რამე ვესროლო. ისე, რომ თავი გავუტეხო. მარი დეიდამ და მამიდამ, ეზოში უზარმაარი სუფრა გაშალეს. აქ, უკვე ღამის 11 საათია, მაგრამ, როგორც ჩანს მხიარულობას ახლა იწყებენ. მაგიდაზეც გვერდიგვერდ დატოვეს სკამები თავისუფალი. მე სკამი ავიღე და მამიდას გვერდით გადავჯექი. ამ ქმედებაზე მამიდა მეკითხება:_ ნია რას აკეთებ? მამიდა გაკვირვებული სახით მიყურებს:_ ასე უფრო კომფორტულად ვიქნები. მაგიდაზე სწორედ ის ხალხია თავმოყრილი, რომელზეც მამა ხშირად მიყვებოდა. გუგამ და ნატა თავის ბიჭების გარეშე იყვნენ მოგვიანებით ბიძაჩემი, მელანოსთან ერთად მოვიდა, არც მათ ეხლათ ქრისტი თან. ახლა არდადაგები სრულდება და ალბათ ყველა დაბრუნდება სახლში. ნეტა გაბრიელი, რატო არ წავიდა სადმე? თუ ჩემს გასამწარებლად დარჩა აქ? ბიძაჩემი მოვიდა თუ არა თმაში მწვდა და მეუბნება:_ ჩემი მახინჯი გოგო. ამ სიტყვებზე გაბრიელი დამცინის. ხელში ჩანგალი მიჭირავს. მინდა, რომ ჩავარტყა, მაგრამ ამის შესაძლებლობა ახლა არ მაქვს. ყველა უკვე სუფრასთან ზის. იხსენებენ წასრულს ახლა გუგას ნიშნობა გაიხსენეს. იხსენებენ, როგორ არავის არაფერი  გამოუვიდა გარდა გაბრიელისა. უკანასკნელ წუთამდე ბიძაჩემი ეგონათ სიძე, რადგან ყველაფერი მას ქონდა.
***
- მამაჩემს სამზარეულოსი ტორტი დაეწვა
- კი ნია ლუკა, ჩემთან ერთად ცდილობდა ტორტის მომზადებას. ეს შენ, საიდან იცი?
- მამა ყველაფერს მიყვებოდა თქვენს შესახებ.
- საინტერესოა ჩემზე რას ამბობდა.
- ბიძია, იმას რაც ხარ. ამბობდა, რომ ძალიან მხიარულია, მაგრამ გულში ძალიან დიდ დარდს ატარებდაო.
- ნამდვილად ასე იყო იქამდე სანამ მელანომ არ მიშველა.
- ისიც ვიცი, რომ მელანოს ბავშობიდან უყვარდი.
- ხო მე კიდე ვერ ვხვდებოდი.
- სიყვარული ასეთია. თავდაპირველად ვერაფერს ვერ ვხვდებით, სანამ თავისით არ დაიწყებს მოქმედებას.
- ნია, ეს როგორ?
- მაგალითად, როცა მის სიშორეს იგრძნობ შეგცივდება, როცა მოგიახლოვდება დაგცება და ასე შემდეგ...
- ოხ, ეს ბავშვები... უფრო რომანტიულები არიან.
- გაბრიელ შვილო, მიდი ერთი სიმღერა შეგვისრულე.
- დედა, მამა ახლა ძალიან გვიანია. მეზობლებს შევაწუდებთ.
- შვილო გავიწყდება ამ მაგიდაზე ვინ ზის?
- კი ვიცი მამაჩემი. კარგი მაშინ რა გაეწყობა.
***
    ,, John Legend- All of Me” სასწაულია... სიმღერას იწყებს და ყველაფერი მავიწყდება. სულელივით ვაშტერდები და მეღიმება. არ მინდა თვალი მოვაშორო, არ მინდა დაკვრა შეწყვიტოს. მისი ხმა, ისეთი თბილია ისეთი სასიამოვნო. არ უნდა შეწყვიტოს არასდროს სიმღერა, არ უნდა გაჩუმდეს.  მაგიდას ხელებით დავეყდე და გავირინდე. რამოდენიმე წუთის წინ  მინდოდა თავში რამე ჩამერტყა, მაგრამ ახლა, მისი ჩახუტება მინდა. მინდა მივვარდე ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ ,, შეუდარებელი ხარ! კარგად უკრავ და არასოდეს შეწყვიტო დაკვრა“. დაკვრას მორჩა. შემეშინდა, რომ მართლა ამას გავაკეთებდი და სამზარეულოში გავიქეცი. ცივი ფორთოლის წვენი მაცივრიდან გამოვიღე და ძალიან სწრაფად დავლიე. დავიღალე... დღე იმაზე მეტად გაიწელა ვიდრე მე მეგონა. წარმოდგენაც არ მინდა ხვალ რა მოხდება. ალბათ სათითაოდ ყველა დამიწყებს დაკითხვას. როდის და  სად მოხდა? მე კი ნამდვილად არ მინდა ამ თემაზე საუბარი. შეფი კიდევ ორი დღით არ გახსნის რესტორანს. ვცდილობ ბიძაჩემს დავუძახო. ის კი ისე ჩართულია საუბარში ჩემი არ ესმის. დიდი ხნის  მცდელობის შემდეგ მე დასაძინებლად წავედი. ახლა დაუკითხავად გაბრიელი შემოდის ჩემს ოთახში.
***
- აქ რას აკეთებ?
- თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ ეს ჩემი სახლია და როცა მინდა  მაშინ შემოვალ.
- წადი... ეხლა ნამდვილად არ მაქვს შენი თავი მეძინება.
- კარგი მაშინ მეც აქ დავრჩები.
- რატომ? იმიტომ, რომ კიდევ სურათი გადამიღო?
- ნია მისმინე, ეს სურათი ნამდვილად მე გადავიღე, მაგრამ არავისთვის არ გამიგზავნია. დამიჯერე გთხოვ...
- დავუშვათ დაგიჯერე, ახლა რა მოდება? ყველა ჩემზე ილაპარაკებს. გაბრიელ, ჩემი მეგობრები, ასეთს არ მიცნობენ. მე ისეთი არ ვარ შენ, როგორიც გგონია. აღარ მოგცემ უფლებას გამომიყენო. ეს დროებითია... ხვალ აქედან წავალ.
- ნია, შენ შეიძლება აქედან წახვიდე, მაგრამ იცოდა ბოლოს, მაინც ჩემთან მოხვალ.
- არ მოვალ.
- შეგცივდება და მოხვალ.
- ნია, აქ ხარ?
- მამიდა მოდის! მიდი საწოლის ქვეშ დაიმალე.
- ოფ ნია, ოფ...
- გთხოვ...
- ნია, ასე მალე რატომ წამოვედი?
- მამიდა მაპატიე დღეს ძალიან რთული დღე მქონდა.
- ნია, რაღაც მინდა გკითხო.
- ახლა არა!
- რა იყო შვილო რატომ მაჩუმებ?
- იქნებ სხვა დროს ვისაუბროთ ახლა ძალიან მეძინება.
- მოიცადე ჯერ ამ კითხვაზე მიპასუხე.
- რა კითხვაზე?
- ნია, გაბრიელია ის ადამიანია, ვის გამოც გული მიგდის და თავბრუ გეხვევა?
- არა! მამიდა ეს საიდან მოიტანე?
- დავინახე მის გვერდით არ დაჯექი, თანაც სულ გარბიხარ, როცა ის იქაა.
- არსად არ გავრბივარ. მიდი გადი უნდა დავიძინო.
- კარგი ხო მივდივარ.
- გამოდი უკვე წავიდა. რა გაცინებს?
- ესეიგი შენ ჩემს დანახვაზე გული გიჩქაედება და თავბრუ გეხვევა?
- რა სისულელეაა... მამიდამ უბრალოდ გააზვიადა.
- ძილინებისა მეზობელო.
- ძილინებისა საყვარელო... რაა? რა ვთქვი? ახლა მე, საყვარელო ვთქვი? არაფერი მითქვამს! რა სულელი ხარ ნია...
***
  შემცივდება და მივალ? ეს რა იყო ახლა? არა! არ მივალ. აქედან წავალ, ახალ საცხოვრებელს ვიპოვი და დამოუკიდებლად ცხოვრებას დავიწყებ. მამიდაჩემი ზუსტად იმ დროს შემოვიდა, როცა საჭირო არ იყო და ილაპარაკა ის, რაც საჭირო არ იყო. ახლა გაბრიელს უფრო მიეცა სალაპარაკო თემა. ჩავიდა თუ არა ტელეფონზე შეტყობინება გამომიგზავნა. ,, დაიძინე არ გაათენო ჩემო საყვარელო“. დამცხა ნამდვილად ვგრძნობ, რომ მცხელა და ფანჯარა გამოვაღე თუ არა ისევ გაბრიელის შეტყობინებაა. ,,შენგან ახლოს ვარ და იმიტომ გცხელა.“ ნამდვილად იდიოტია. შეტყობინებას უპასუხოდ დავუტოვებ. აი, ასე არ მივწერ. ტელეფონი გვერდზე გადავდე და დაძინებას ვაპირებ. ჯანდაბა! ისევ შეტყობინების ხმა მაღვიძებს. ,,საყვარელო შუქი დაგჩა ანთებული“. იდიოტია? დავიჯერო არ ეძინება? ახლა უკვე ტელეფოს გამოვურთე ხმა და დაძინება გავაგრძელე.
    შემოდგომა წლის განსაკუთრებული დროა. ეს არის დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, ცისფერი ზეცა, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ტყით შემოსილ ბორცვებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერების ათასგვარი ელფერით ამკობს. ეს არის დრო, როდესაც მარადმწვანე ფიჭვებისა და კედრების მწვანე ფერს თავიანთი მონათესავე ფოთოლმცვივანი ხეების ხასხასა წითელი და ყვითელი ფერი ჩრდილავს.ცნობისმოყვარე ადამიანს აინტერესებს, რატომ ხდება ფერთა ასე საოცარი ცვლილება. რა განაპირობებს ფოთლის გაყვითლებას ან გაწითლებას?შემოდგომის ნაირფეროვნება ზამთრისთვის ხეების მომზადების პროცესის ნაწილია. შემოდგომის დამოკლებული დღეები „გაფრთხილებას“ აძლევენ ხეების ბიოლოგიურ საათს, რათა ფოთლებს თანდათანობით შეუწყდეთ წყლისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება. ამაზე თითოეული ფოთოლი ყუნწის ბოლოსთან გამაცალკევებელი ფენის წარმოქმნით რეაგირებს. ეს ფენა ქმნის საცობისებრ ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის ხესა და ფოთლებს შორის ნივთიერებათა ცვლას, რის გამოც, საბოლოოდ, ფოთლები ცვივა.ბუნების მრავალმა მოყვარულმა შენიშნა, რომ შემოდგომა სხვადასხვა წელსა და სხვადასხვა ადგილას რამდენადმე განსხვავებულია. ბევრი რამ ამა თუ იმ რეგიონში ფოთოლმცვივანი ხეების ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, სხვადასხვა სახეობის ნეკერჩხლის ფოთლები, უმეტესწილად, მიმზიდველი წითელი ფერის ხდება. ამ ხის მრავალი სახეობა, ჩვეულებრივ, აღმოსავლეთში იზრდება და მათ ხშირად პარკებსა და ბაღებში რგავენ.
    შემოდგომის ალიონმა გამაღვიძა.  მებაღე, ბაღს ფოთლებისგან ასუფთავებს . დამხმარეები, სამზარეულოში, საუზმეს ამზადებენ. აქ, ახლა დილის 7 საათია და ყველას ძინავს. არ დაველოდები დანარჩენებს ჩავიცვი ძალიან კომფორტულად და სახლიდან გასასვლელად ვემზადები. კიბის რამოდენიმე საფეხური ჩავიარე თუ არა დამხმარეების დიალოგმა ჩემი ყურადღება მიიცია.
***
- იმ ქალზე ამბობენ, რომ გაგიჟდა.
- საწყალი მისი ქმარი, როგორ იტანს ამდენს. ქალისთვის სილამაზე საკმარისი არ არის მთავარია ჭკუა.
- და ეს, მისი ქალიშვილი, გუშინ აქ გადმოუყვანიათ საცხოვრებლად. მამა მოუკლიათ დედამისმაც არ მიიღო და დადის ახლა კარდაკარ.
***
        სიბრაზემ ყელში ამომასხა. განა რა მათი საქმეა სხვისი პირადი ცხოვრება. დგანან და განიხილავენ ჩემს ოჯახს. შეუმჩნევლად სახლიდან გამოვედი ტელეფონს დავხედე თუ არა გაბრიელის კიდევ რამოდენიმე შეტყობინება დამვდა. ,,02:35 საყვარელო გძინავს?“
,, 02:40 იცოდე კარგად დაიფარე გარეთ გაწვიმდა“. ,,03:15 იცოდე არ გაცივდე“. ეს ბიჭი, მგონი ავადმყოფია და მის მშობლებმა არ იციან. სად მივდივარ? დედასთან მივდივარ. ის ახლა მკურნალობს. მინდა მის პალატაში შევიპარო და ცოტა ვესაუბრო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყვირლს არ დაიწყებ და იქიდან არ გამომაგდებს. ასეთ დროს მორიგ ექთნებს ძინავთ და არ გამიჭირდა მის პალატაში შესვლა. მისი ოთახიც მაშინ დავიმასოვრე, როდესაც მარიამი მივიყვანეთ საავადმყოფოში. ოთახის კარი შევაღე თუ არა ვხედავ, რომ არ ძინავს. მასაც ჩემს მსგავსად ადრე გაღვიძება უყვარს. საზოლზეა წამომჯდარი და წიგნს კითხულობ.
***
- ძალიან გთხოვთ არ იყვიროთ. აქ, თქვენს დასახმარებლად  ვარ.
- ჩემს შვილთან უნდა წამიყვანოთ? იცით სად არის ჩემი შვილი?
- კი ვიცი.
- კარგად არის?
- კარგად არის, მაგრამ მგონი თქვენ არ ხართ კარგად.
- ვინც მიყვარდა ის გარდაიცვალა.
- ამიტომ ხართ ცუდად?
- ცუდად არ ვარ. უბრალოდ მიჭირს რაღაცეების გახსენება. აქ, ძალიან ბევრ წამალებს მასმევენ. არ მაძლევენ უფლებას რამე გამასენდეს.
- ამას ვინ აკეთებს?
- დედაჩემი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მკვლელის შვილი არ ვიპოვო. დედაჩემი სასტიკად წინააღმდეგი იყო ლუკაზე, რომ დავქორწინდი. არ დავუჯერე მე, მაინც ცოლად გავყევი. ჩემი შვილი, რომ დაიბადა, არ ეკარებოდა არ უყვარდა.
- ხო მაგრამ შენ მაკა გყავდა.
- მაკამაც მიმატოვა.
- ქალბატონო მე ვინ ვარ? ვერც მე მცნობთ?
- კი, როგორ არა თქვენ ექთანი ხართ, ვისაც ყველაფერს ვუყვები.         
- ქალბატონო, წამლის დალევა გიწევთ... თქვენ ვინ ხართ? აქ როგორ შემოხვედით?
- გამომყევით!
- შვილო, აქ შენი ყოფნა არ შეიძლება.
- სწორედაც, რომ შეიძლება. მე მისი ქალიშვილი ვარ. დედაჩემს რას ასმევთ? რატომ არის ის, ასეთ მდგომარეობაში?
- ქალბატონის ქალიშვილი გარდაცვლილია. დაცვა! ეს გოგონა აქედან გაიყვანეთ!
- ხელი გამიშვით! ჩემით წავალ. იცოდეთ მე დავბრუნდები და დავამტკიცებ, რომ თქვენ ამ ადამიანის გაგიჟება გინდათ.
***
    დედაჩემი გიჟი არ არის. მას წამლებს ასმევენ და ამიტომ არის ის, ასეთ დღეში. დნმ-ის ტესტი უნდა ჩავიტარო. ბატონს უნდა დავუმტკიცო, რომ სალომეს ქალიშვილი ვარ. შემდეგ კი დედაჩემს დავიხსნი იქიდან. დახმარება მჭრდება. ამას ბიძაჩემს ვერ ვეტყვი ისედაც ძალიან მცხვენია მისი. ვერც ჩემს მეგობრებს ვერ ვეტყვი ვერაფერს. ისედაც ახლა ყველა ჩემზე ლაპარაკობს. სავადმყოფოს ეზოში ჩამოვჯექი და ველოდები, როდის გახდება 9 საათი, რომ გაბრიელი გავაღვიძო. თვალებით დედის პალატას ვაკვირდები. ის ფანჯარასთან დგას და გზას გაურკვევლად აკვირდება. თითქოს ვიღაცას ელოდება. მე მელოდება ვიცი.
***
- გაიღვიძე შენი დახმარება მჭირდება
- კარგი რა ნია... შემეშვი მეძინება
- ძილზე მაშინ უნდა გეფიქრა მთელი ღამით მე, რომ მწერდი შეტყობინებებს.
- ა, კითხულობდი?
- არა, დილით ვნახე ყველა.
- სერიოზულად?
- მოხვალ?
- სად ხარ?
- საავადმყოფოში?
- მანდ რა გინდა? ამჯერად რა ჩაიფიქრე?
- მოდი და გაიგებ.
***
    ადგილს ვერ ვპოულობ მინდა მალე გაბრიელი მოვიდეს და დნმ-ის ტესტი ჩავაბარო. უნდა დავამტკიცო, რომ სალომე დედაჩემია და უფლება მაქვს მასზე ვიზრუნო. შემდეგ აღარავინ გამომაგდებს მისი პალატიდან. საავადმყოფოს ეზოში სკამზე ვზივარ და გზას ვუყურებ ზუსტად ისე, როგორც დედაჩემი. ,, არ ინერვიულო დედა, მალე გადაგარჩენ“. აი,  უკვე 30 წუთი გავიდა და გაბრიელიც მალე მოვა. ამ ლოდინში უკვე წამოვდექი წინ და უკან სიარული დავიწყე სიარული. ვგრძნობ, რომ მხარზე, ვიღაც უხეშად ხელს მადებს.
***
- გოგონი, აქ რა დაგიკარგავთ?
- ვინ ხართ?
- აქედან დაიკარგე! აქ, შენი ადგილი არ არის.
- ვითომ რატომ? ეს თქვენი ტერიტორი არ არის. აქედან რატომ უნდა წავიდე?
- შვილო არ გესმის? აქედან უნდა წახვიდეთ.
- აქედან არ წავალ იმიტომ, რომ ამას თქვენ ამბობთ ბებია.
- ბებია? მე ბებიაშენი არ ვარ.
- მართალია პატარა ვიყავი, მაგრამ თქვენი სახე დავიმახსოვრე. რატომ? იმიტომ, რომ მამაჩემის ნაჩუქარი სათამაშო დამიწვით და დედაჩემს სულ ჩემი თავიდან მოშორებით ემუქრებოდით. ეხლაც საავადმყოფოში წევს. წამლებს ასმევდით, რადგან არ გახსენებოდა, რომ შვილი ჰყავს.
- რას ბოდავ?
- მე დავამტკიცებ, რომ სალომე დედაჩემია თქვენ კი საკუთარი შვილის გაგიჟება გაქვთ გადაწყვეტილი. ქალი ნორმარუად ვერც იხედება. რა ადამიანი ხართ? ასე, როგორ გიხარიათ საკუთარი შვილის უბედურება?
- აქ არავინ ხართ? ეს გოგონა, აქედან გაიყვანეთ!
- ცხოველებო ხელი გამიშვით!
- მოიცადეთ აქ, რა ხდება? ბატონებო, ნიას ხელი გაუშვით!
***
- მადლობა ღმერთს მოხვედი.
- კარგი, კარგი დამშვიდდი... აქ რა მოხდა? როგორც ჩანს დამაგვიანდა ხო?
- ის ქალი ბებიაჩემია. მას ჩემი დაბადება არ უნდოდა, რადგან მკვლელის ქალიშვილი მერქვა. ეხლაც მეორე სართულზე დედაჩემი წევს ბებიაჩემის დავალებით მას ძალიან ბევრ დამაშვიდებლებს უკეთებენ. მის წინ ვიჯექი და ვერ მიცნო. გესმის? მის წინ ვიყავი და ვერ მიცნო...
- ძალიან გთხოვ ნუ ტირი.
- დედაჩემს ექთანი ვეგონე და მითხრა, რომ  დაკარგულ შვილს ეძებს.
- არ მეგონა ასე სერიოზულადაც თუ იყო საქმე.
- დნმ-ის ტესტი მინდოდა, რომ ჩამეტარებინა, მაგრამ შენც ნახე იქიდან, როგორ გამომაგდეს.
- მოიცადე ეს ასე არ დასრულდება. წამოდი რამე შევჭამოღ და შემდეგ მამაჩემთან ავიდეთ. მას ყველაფერი მოუყევი, რაც ახლა თქვი.
- ჭამა არ მინდა ახლავე წავიდეთ.
- ასე არ შეიძლება მე ხომ მოსვენება არ მომეცი. ძალიან მშია, აქვე ახლოს ძალიან კარგი კაფე ვიცი. ცოტაც ვისაუზმებთ და შემდეგ წავიდეთ კარგი.
- სად არის?
- აი, აქვეა მოდი შევიდეთ.
- რას ინებებთ?
- საუზმე ორ კაცზე. მე ყავა ნია, შენ რას დალევ?
- მე მწვანე ჩაის დავლევ.
- ახლავე მოგართმევთ.
- რა არის ტელეფონში რას კითხულობ?
- მეგობარმა მომწერა. ახლა გავარკვიე გიორგი რას წარმოადგენს.
- შენ რა მის ცხოვრებაში იქექები? რა უფლებით?
- მან ჩემი ტელეფონიდან სურათი მოიპარა შემდეგ კი გაავრცელა.
- რას იგონებ? მე წავედი...
- შენ იცოდი, რომ გიორგი, ბებიაშენის მძღოლის შვილია?
- არა, არ ვიცოდი. ეს სიმართლეა?
- აი, ინემებეთ!
- გმადლობთ.
- სიმართლეა ნია და დიდი ალბათობით, გიორგიც სწორედ მათი გამოგზავნილია.
- არ მჯერა.
- ნია, შეგიძლია ერთხელ, მაინც დამიჯერო?
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჩემი მეზობელი ხარ.
- მე უკვე შევჭამე.
- ასე მალე?
- წამოდი წავიდეთ!
- კარგი დამელოდე ყავა დავლიო და წავიდეთ.
- დროზე...
- ცხელია!
***
      ,,ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს ვერ შეეგუება.
ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს… უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით.…
პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში.
არაფერი არასდროს ისე სამარცხვინოდ და თავისმომჭრელად არ ითვლებოდა, როგორც უპატიოსნება და ქურდობა.:_ ნოდარ დუმბაძე“
***
- მამა გამარჯობა! საქმე გვაქვს შენთან. ნია შემოდი!
- ბავშვებო, აქ, ასეთ დროს რას აკეთდებთ?
- ახლა საავადმყოფოდან მოვდივართ.
- იქ რა გინდოდათ?
- დედაჩემთან მივედი. ის ავად არ არის. ბებია მას წამლებს ასმევს, რომ მე დავავიწყდე.
- ამაში სადან ხარ დაწმუნებულია.
- მე მან საავადმყოფოდან გამომაგდო.
- აქ რა ხდება? ბავშვებო, თქვენ აქ რა გინდათ?
- ბიძია დედაჩემს დახმარება სჭირდება.
- რაში?
- სავადმყოფოდან, ბებიაჩემს უნდა მოვაშოროთ. შევედი მის წინ ვიჯექი და ვერ მიცნო. მან მითხრა, რომ მეძებს. ბებიაჩემი ყველაფერს გააკეთებს, რომ დედაჩემს არ შევხვდე.
- არა რა, ეგ ქალი, მაინც არ იშლის თავისას. ბავშვებო, თქვენ ახლა წადით დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.
- ბიძია გუშინ ვერ ვისაუბრეთ. მინდოდა მეთქვა, რომ შეფს აშანტაჟებენ. არ ვიცი, მაგრამ შეფი მკვლელი არამგონია. შვილის სანაცვლოთ მას ამ მკვლელობებს ტენიან.
- რას ქვია ტენიან?
- სხვა კლავს ამას კი საქმის კურსში აყენებენ იქამდე სანამ დანარჩენი ბავშვების მშობლებიც არ მოკვდებიან, შვილს არ დაუბრუნებენ.
- შვილო პროფესიიტ რა გაქვს გადაწყვეტილი?
- მზარეული.
- მგონი მალე მაგ აზრს შეიცვლი. შვილო, ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვიცით.
- მამა მართალი იყო, როცა თქვენზე ამბობდა. სანამ რამეს გაიგებ მათ უკვე ყველაფერი იციანო.
- ნია გამომყევი.
- რა ხდება? სად გარბის ეს ხალხი?
- დაიშალეთ! ყველა ბავშვების სახლებთან დადექით. არ გაბედოთ და არაფერი არ გამოგეპაროთ!
- სავაადმყოფოში ქალის გაგუდვას ცდილობდნენ...
- დედაჩემია... გაბრიელ, ის ქალი, დედაჩემია!


გაგრძელება იქნება!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს