ნაწარმოებები



ავტორი: ტაბო888
ჟანრი: პროზა
2 სექტემბერი, 2019


ამაყი

ავედევნე მის მომნუსხველ სხეულს და მოკაშკაშე სულიერებას, ესეოდენ მიუკარებელი მეჩვენა და ყოველი დამაახლოებელი ქმედება მისკენ, უჩვეულო გრძნობებს ბადებდა ჩემში. მისაკუთრებისა და უკუგდების. ერთ ჩემ მხარეს სურდა აესრულებინა თავისი ყოვლად დახვეწილი და დიდიხნის გეგმა, მისი შეცდენისა. მეორე ნებას არ მრთავდა ხელშეუხებელ არსებას დავპატრონებოდი. მათ შორის, მორალური ხიდი გაშენებულიყო და არ მიშვებდა არცერთ გზაზე, რომ ჩემში ორიდან რომელიმე მძვინვარებას მივცემოდი. მისი გონების ნაწილი არ ცნობდა სიყვარულს, როგორც ბედნიერების უმთავრეს მოვლენად, არამედ მასში მხოლოდ წარსულში დამტვრეულ ოცნებებს ხედავდა და დიდ დროს უთმობდა მათ ხელახლა მოგროვებას. მისი ტკივილი იყო იმ დიდი მიზეზთაგანი, რაც წარსულში მას შეემთხვა, ზერელედ მიმნდობი პარტნიორის სახით, სადაც მან ვერ გააცნობიერა სიყვარულის დანაშაული და საკუთარ თავს გვემა მიუსაჯა. მე ის მიყვარდა! მას კიდევ ამის დასანახად ერთი წელი დასჭირდა, რომელიც მე ერთ თვეში დავინახე და სწორედ ეს იყო მიზეზი ჩვენი დაშორებისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები