ნაწარმოებები



ავტორი: ტაბო888
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2019


გათხოვილი

ახალგაზრდა დაიარება, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს შეცნობილი საკუთარი მდგომარეობა. მას არ ძალუძს ჩაწვდეს საბედისწერო გადაწყვეტილებას, როდესაც იგი მზად იყო ნაბიჯი გადაედგა თანხმობისა, რომლის უკანაც მსხვერპლ-შეწირვის დამთრგუნველი რეალობა იმალებოდა ქმრის სახით. ვინც გოგოს წარმოდგენით, მხოლოდ შვილის გაჩენის ულამაზესი ფანტაზიის გამოკვეთილი ნაწილაკები იყო მომავლის შევსებისა. ის ასრულებდა ყოველდღიურ მოვალეობას და გარეთ გამოსული ფიქრობდა, ხომ არ იჩქარა, ხომ არ შეცდა, ნაადრევი თავგანწირვით გამხდარიყო თოჯინა. ის ხან ერთ ქუჩას გასცდება, ხან მეორეს, გაბრუებულია თავისი უცოდინრობით, თუ რა ჩაიდინა და ზოგჯერ ფიქრობს, ქმარს კარგად იცნობს დღემდე საერთოდ ? თუ ის მხოლოდ ფიზიკური მებატონეა და არაფრად აგდებს მის ნაზ ნატურას, რომლის შიგნიდანაც ჯერ კიდევ პატარა გოგონაა, ვისაც თვალები ჰქონდა ახვეული წამონთებული სიყვარულით და შეცდომის მორევში შეცურდა თავისი წინდაუხედაობის გამო. მისი გონების ნაწილმა მულტფილმების ყურების ინტერესს ვერ დააღწია თავი და ცოდნამ კი სიყვარული ხატოვნად დაანახა, სანამ არ შეეხო. ის საზოგადოებაში დამსგავსებია გამოფიტულ არსებას, ხალხს კი სიბრალული მოსძალებია მისი შემხედვარე. ვერა და ვერ იცნეს მეგობრებმაც უმოკლეს დროში, თუ რამდენად წაურთმევია ქმარს ყველასაგან და შინაგანად უფრო გამოუკეტია საკუთარ მოკლე აზრებში დასევდიანებული. ზოგჯერ თითქოს ის დაიბრუნებს მხნეობას, სცენაზე გამოანათებს სათამაშოდ, მაგრამ ხალხმა არ იცის თუ რა ხდება რეალურად კულისებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები