ნაწარმოებები



ავტორი: ტაბო888
ჟანრი: პროზა
5 სექტემბერი, 2019


ზღვა

ნელი ნაბიჯებით მიუყვები ქვიშიან სანაპიროს თავდახრილი, ისე რომ თითქოს გერიდება გახედო მას, არ ხარ ჯერ მზად გაუწიო ანგარიში. ის ხომ გეჩვენება, რომ თან გსდევს და არ გეშვება, თუ რაოდენ დიდია მასში დაღვრილი სევდათა ცრემლი დაძმარებული ისტორიებით. ის ხომ მათ შეკრეს და თავიანთი ვინაობის ამოსაცნობად ტალღები ასკდებიან ხმელეთის ნაწილს, უნდა ამცნონ ოდითგანვე წუხილ-დაქცეული გრძნობების შესახებ, რომელნიც არ გამქრალან, არამედ გაერთიანდნენ და უნდათ სხვებიც ჩაითრიონ მასში. შენ მაინც მიდიხარ, არ აქცევ ყურადღებას, ელოდები პირველი მისგან შეთავაზებას, რომ შეგიპატიჟოს და ამქვეყნიური იქიდან დაგანახოს. ერთხანს ჩერდები და იქვე, წამოჯდები მის პირისპირ თვალდახუჭული, რომ გამბედაობა მოიკრიბო და შეხედო, თუ როგორია მისი ჰორიზონტის კუდი, მაგრამ ვერ დაინახავ სანამ სურვილს არ შეუსრულებ. მხოლოდ იმას ხედავ, თუ როგორ იბრძვის მზე, თავის გადასარჩენად, რომ არ ჩაესვენოს ამ ბოროტებათა ჭაობში. ის თითქოს გიჩურჩულებს და გეუბნება, გაფრთხილებს, რომ მოჩვენებითია მისი სილამაზე ორსახოვანი ადამიანივით. ეს გამოჩნდება ღამე, როდესაც მზეს გამოკეტავენ და გამოჩნდება ტალღების მბრძანებელი. დიდხანს მისი ყურება გაჰიპნოზებს და ძილის რეჟიმს ეძლევი უსიზმროდ. ზღვა კიდევ სარგებლობს შემთხვევით და თავის საბანს გაფარებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები