ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 სექტემბერი, 2019


ბუნების საოცრება: ”მონარქისტი გლეხები”

ბუნების  საოცრება:”მონარქისტი  გლეხები”



ბუნების  საოცრება - სტალინის უმადური ”მონარქისტი  გლეხები”  ბატონ-ყმობის დაბრუნებას ითხოვენ, არ მოსწონთ თავად-აზნაურობის ბატონობისგან გათავისუფლება. წარსულში უკან დაბრუნება უნდათ. 30 წლის წინ არსებული სოციალისტური წყობის აღდგენა დამოუკიდებელ საქართველოში შეუძლებლად მიაჩნიათ, 300 წლის უკან არსებული ბატონ-ყმობის აღდგენა შესაძლებლად მიაჩნიათ. ბუნების საოცრება არიან. თავის ფარისევლობაში.

ბრძენო ხალხო, აა, ბრძენო ხალხო, სტალინის დაბადებამდე ხომ ქონები გასკდებოდა? მიწურებში და ქოხებში კი არა, სასახლეებში ცხოვრობდი, ხომ? აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში რომ გატარებდნენ, ექსკურსიაზე, სკოლაში სწავლის დროს, თავადის სახლის გვერდით (გლეხ ბაბუაჩემს იმ თავადის სახლზე უკეთესი სახლი აქვს) რომ გლეხის ქოხია აგებული, ბალახის სახურავით, ჭერში ხვრელით, ცეცხლის კვამლისთვის, და საქონლის სადგომით სახლში, რაო, იმას ეძახი ”გლეხის სასახლეს”, იქ გინდა, რომ დღესაც იცხოვრო?

აა, ბრძენო ხალხო, ესე იგი, ქონები გასკდებოდა, სტალინის დაბადებამდე, ხომ? ასე ჭკვიანურად, ამიტომ გინდა უკან დაბრუნება ლუარსაბ თათქარაძის ყმობაში? ხომ, ბრძენო ხალხო?


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
5.09.2019


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები