ნაწარმოებები



ავტორი: აირუბექ ოგაი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2019


* * *

ჩამოლეწილი გრძნობის და
ჩამომღვრეული ზეცის წყალობით
მე ახლა ვკვდები…
და ჩემი სხეული
ქუცმაცდება.
სულ ნაჭერ-ნაჭერ
მაქცია საწუთრომ…
და ნაფლეთ-ნაფლეთ
მიმაქროლებს სადღაცა ქარი.
ვიღაცას ვგონივარ ნაფოტი,
ვიღაცას ვგონივარ უმწეო,
ვიღაცას ვგონივარ ძლიერი
და მიყურებს შორიდან,
ვიღაცას ვგონივარ რაღაცა,
მე კი ამდენ ვიღაცის ვგონივარში
ვიკარგები,
ო, ღმერთო ჩემო,
უგზო-უკვლოდ ვიკარგები…
და გადმომხედე
და მომეშველე
გა დამიფარე „მზეო მარიამ“!..
სულ არაფრისთვის
ვიწვალე ნუთუ ამდენი?!.
სულ არაფრისთვის
გავისარჯე, ჩემო უფალო?!.
მითხარი რამე,
გამეც პასუხი, ჩემო უფალო!..
რომ შვილმა,
რომ შთამომავლობამ
მკითხოს
― რისთვის იცხოვრე,
რა შექმენი,
რა შეცვალე,
რა გააკეთე, ძვირფასო, რა?!.
რა ვუპასუხო,
რა პასუხი გავსცე,
რა პასუხი გავსცე, უფალო?..
მე ხომ ვშრომობდი,
მე ხომ ვირჯებოდი,
მე ხომ ვცდილობდი
და შედეგს
და საწადელს რად ვერ მივაღწიე?!.
ნუთუ შენი ბრალია, უფალო?
არა!!!
ეს ეშმას,
ეს ლუციფერის ბრალია!!!
შორს ჩემგან,
ყოფილო ანგელოზო,
გასატანავებულო ლუციფერო,
შორს ჩემგან!!!
მე ვიკარგები,
ვფერმკრთალდები
და რჩება მხოლოდ ჩემი სილუეტი!..
ნუთუ ამისთვის გავისარჯე,
ნუთუ ამისთვის ვღვარე მე ოფლი?!.
ო, ღმერთო ჩემო,
შიშმა შემიპყრო და მომეშველე,
„მზეო მარიამ“!..
ვკრთები
და უკვე სილუეტიც
ფერმკრთალდება!..
და დავიკარგე,
ნუთუ ჩემი ხმა
შენც არ გესმის, ჩემო უფალო!..
დასრულდა!!!
სიცოცხლე რომელის აზრიც მოგვყავს სისრულეში,
სრულდება სადღაც.
და დადგა ამის დრო და მომენტი
და დასრულდა!!!
მორჩა
და წარსულს ჩაბარდა!!!
. . .
ყველანი წარსულის შვილები ვართ,
ჰოდა იქნებ კიდევ მოვიდე,
მიმიღე მაშინ, ჩემო დედამიწავ,
რომ გავისარჯო სრულად
და შვილებს გავსცე მაშინ მაინც პასუხი კითხვაზე
― რისთვის ირჯებოდი?!..
. . .
დასრულდა,
ჰოი, დასრულდა!!!

2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები