ნაწარმოებები



ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2019


ხელოვნური ბრილიანტი

როცა მოვკვდები, ციცქნა
ხელოვნურ ბრილიანტად
ჟენევაში ჩატანილი ჩემი 
ფერფლი დაწნეხოთ მინდა
გავარკვიე და არ ჯდება ძვირი
ეყოფა თურმე , ერთი პატარა
თბილისური საფლავის ფასი
ადამიანის ულამაზეს ყალბ ქვად
გარდაქმნის ამ პროცედურას.
. გავიციმციმებ თითზე და იტყვით
ის ხელოვნურიც  არის  ძვირფასი
სიცოცხლეში სულ, ნამდვილი იყო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები