ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2019


მე იქ ვცხოვროდი

მე იქ ვცხოვრობდი,სადაც ღრუბლებს
თავს ევლებიან ქარის ტალღები,
მე დამინახავს როგორ უყვართ მზის ჩასვლები
მოკიაფე ვარსლვლავგოგონებს.
მე იქ ვცხოვრობდი,სადაც არ არის ზედმეტი სიტყვა!
სადაც თვალები ვერ მალავენ წარსულის ნაშთებს,
სადაც მდუღარე სავსე მთვარემ იცის სიმღერა
პოეტები კი ოთახის ჩრჩილებს აჭმევენ კაშნეს...
.......................................
რწმენაც გაშანთეს!..
.......................................
მე იქ ვცხოვრობდი,სადაც არ არის კარგი და ცუდი,
უფლის სახეა ფეხშიშველი ობოლი გოგო,
სადაც სიკეთე ექვსი ასოსგან აწყობილი მხოლოდ სიტყვაა,
ეჭვები კლავენ სანდოობას,რატომ და როგორ?!
მე იქ ვცხოვრობდი,სადაც არ ჰყვავის გვირილ-კესანე,
სადაც დროება წამის სიზუსტით ქმნის უტოპიას.
მე არაფერი დამშავებია,ვერც გავაკეთე,
სულს ცარიელი ემოცია შერჩენია... გული-მორგია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები