ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
7 სექტემბერი, 2019


არაფერი და... (ყველაფერი)

შენ ტიროდი და მე გამიკვირდა როგორ თუ?.. რისთვის?..
ტიროდი და ქარიც ბღაოდა მაშინ დარდისგან... ირწეოდა ზეცა, ცახცახებდა მთვარე და ცრემლად იღვრებოდნენ ღრუბელთა გრძნობებიც... ფრთხილობდნენ ვარსკვლავებიც, ფეხი არ დაცდომოდათ მთვრალი ცის სველ ბილიკებზე...შორს იყო ალიონი...შორს იყო მზე და შორს იყო იმედიც...
ტიროდი შენ... ტიროდი შენ და  მიკვირდა მე როგორ თუ?.. რატომ?-
მერე გავიგე, რომ ქალი გიყვარდა შესაშურად...გავიგე და იმ წამს მეახლობლე ისე უცნაურად, თითქოს ტკივილი ერთი იყო ჩემთვის და შენთვის...
მე მაშინ შევძელი პირველად სხვისი თვალების სიღრმეებში უნებართვოდ \"ნავარდი\"...შევძელი და დავინახე კიდეც ხორცშესხმული ჩვეულებრივობა...ჰო...ჩვეულებრივობა...ქალი, რომელიც უჩვეულოდ მაღლა გეყენა და ცრემლი მორჩილი, რომელსაც უფლებას არ აძლევდი ამ ქალს შეხებოდა გამყინავად, არც თავად გიძალიენდებოდა მაინცდამაინც!..
მე შევძელი...ჰო შევძელი სისუსტე დამენახა ძლიერების სამოსში მჭიდროდ შეკრული...შევძელი და  შევიყვარე კიდეც...ის შენი, ჩვეულებრივობით გამოწვეული, ემოცია შევიყვარე მაშინ და ვისწავლე ტირილი, ისეთი შენსას რომ ემსგავსებოდა დროდადრო, მერე რომ ისეთივე უბრალოდ იქცა, როგორც არაფერი... არაფერი თვალების გულში...
შენ ტიროდი და მე აღარ მიკვირდა...
არც მერე გამკვირვებია თავისუფალი, სიახლის, მოლოდინის ამაყი წვეთი რომ დაემჩნა გადაშლილ წარსულს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები