ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2019


მღერიან ომარ ხაიამს

მღერიან ომარ  ხაიამს,
საიათნოვას, ბესიკს;
მაგ ორი ძუძუს ხამი ვარ
და მერიდება  ფრესკის-
(თუმცა ნახევრად წაშლილა,
ვარჩევ წმინდანის კონტურს);
თვალს ვერ ვარიდებ თავშლიან,
თვალებდღვიალა გოგოს.
ამოვიარეთ აღმართი,
როგორაც ადრე,უწინ და-
მე როგორც ქარი, მოვქროდი,
გოგოს  კი...გოგოს უმძიმდა
იმ დიდი მკერდის ტარება,
მკერდის -ნატყორცნი ბადროსი!
კინაღამ ხელი წამიცდა,
წვიმა  დაიწყო  რა დროსაც.
სად მომაგენი, ეშმაკო?
მინდოდა, გულით მელოცა.
ჩემ სულსაც ეპატრონები
გადაკრულში  ვარ მე როცა,
ამ ერთმა  ჭიქა  არაყმა,
ცაზე ელვამ და ქუხილმა
ჩემი გული და გონება,
როგორ გვემა და  დანაყა.
უნდა შემჭამოს წუხილმა,
და დარდმა ჩემი თავისამ.
ნეტამც არასდროს მეგემნა
ბაგენი  თუში ქალისა.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები