ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: თარგმანი
10 სექტემბერი, 2019


გასულ ზაფხულთა სევდა

ათაოლ ბეჰრამოღლუ
გასულ ზაფხულზე

ზაფხულის გასვლის უსაზღვრო სევდას,
ბაგეზე კოცნის გემოღა სდევდა.

იკლო  ვარსკვლავთა ციმციმმა ღამით,
დრო მონაცრისფრო სევდაში მხვევდა.

მაყვლის ლაქები აღარ აქვთ თითებს,
მუხლებს?  იარა თუ გაუხევდათ!

ჩვეულად გვტოვებს ფრთოსანთა გუნდი,
სუსტნი შემორჩნენ სანახებს - ბედად.

ზღვა - ძველებურად სილურჯეს ფენდა,
უკადრისებსაც დაეტყოთ ელდა...

და ჰა, გაუყვა გზას ეს ზაფხულიც,
შეეკრა გასულ  ზაფხულთა  სევდას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები