ნაწარმოებები



ავტორი: გ.დ.
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2019


#

თოვდა... ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, ბუხრიან ოთახში ვისხედით და გლინტვეინს მივირთმევდით.  ნაკვერჩხლის ტკაცა-ტკუცი გარედან შემოსულ ხმებს ახშობდა. ფიქრებში  ვიყავი გართული. მის ნათქვამ ვერც ერთ სიტყვას ვერ ვიგებდი. არ მესმოდა მისი. თითქოს ოთახში ჩემს გარდა არც არავინ ყოფილიყო. ვერ ვხვდებოდი, როგორ მოხდა რომ აგერ უკვე ბოლო ორი წელია მასთან ერთად ვცხოვრობდი. მეზიზღებოდა მისი ყალბი ღიმილი. მეზიზღებოდა მისი ყალბი გამოხედვა. გულს მირევდა მისი ნათქვამი ბოდიშები. ბოდიშები, მაშინ როდესაც მე ვიყავი დამნაშავე.
მისმა დაჟინებულმა მზერამ ფიქრებიდან გამომიყვანა.
- „რაზე ფიქრობ?“ მკითხა სასხვათაშორისოდ. დიდად არც აინტერესებდა თუ რას ვუპასუხებდი. უხერხული სიჩუმიდან თავის დაღწევის საშუალებას ეძებდა.
- „გესმის საათის ისრების ხმა? დრო გადის, წამები, წუთები, საათები.“
გავაგრძელე ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის ყურება, ისე რომ მისი კითხვისთვის პასუხიც არ გამიცია. არც ჩემს დასმულ კითხვაზე დაველოდე პასუხს. დიდად არც მაინტერესებდა თუ რას მიპასუხებდა. დიდთოვლობამ გზები გადაკეტა. გარეთ გასვლას არც ქონდა აზრი. არც მომავალი რამდენიმე დღის ამინდის პროგრნოზი იყო დამაიმედებელი. იძულებული ვიყავი რომ ეს რამდენიმე დღე მასთან ერთად გამეტარებინა.  ერთ სახლში, ერთ ოთახში...
ფირსაკრავმა დაკვრა შეწყვიტა. ამჯერად ფირფიტაზე ნემსის ფხაჭუნმა გამომიყვანა ფიქრებიდან. მას შევხედე. გლინტვეინით სავსე ჭიქა ორ ხელს შორის მოექცია და ჭიქიდან ამოსულ ორთქლს სულს უბერავდა. ბუხრის გვერდით ფირფიტებით სავსე კარადა იდგა. მივედი და გადარჩევა დავიწყე. ყველაზე დამტვერილი, შელახული და დროისგან მივიწყებული ფირფიტა გადმოვიღე, ისე რომ წარწერისთვის არც შემიხედავს. დავდე ფირსაკრავზე. ნემსი ფირფიტაზე მოვათავსე და მოვემზადე დაუვიწყარი ემოციებისთვის.  Deep Purple-ს 1972 წლის ჩანაწერი აღმოჩნდა “When a blind man cries”. არ ვიცი რას დავაბრალო, უბრალოდ დამთხვევას თუ სამყაროში უცნობ და უხილავ ძალას, მაგრამ ფაქტი ერთია. ეს მისი საყვარელი სიმღერა იყო.  ჩემს გონებაში მიძინებულმა ყველა ემოციამ და მოგონებამ გონების ზედაპირზე დაიწყო ამოტივტივება. If you\'re leaving, close the door
I\'m not expecting people, anymore… გავხედე მას.  ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო. ცრემლები ღვარ-ღვარად ჩამოსდიოდა ლოყებზე.  გამახსენდა მასთან პირველი შეხვედრა, პირველი პაემანი. მესამე პაემანზე პირველი კოცნა. მასთან პირველი სექსუალური აქტი. ბუხარში ცეცხლის ალმა ფორმა შეიცვალა. ჩვენს სილუეტებს დაემსგავსა. ჩვენს შიშველ სხეულებს, რომლებიც სექსის დროს ერთმანეთს გამალებით ეკვროდნენ, მუსიკის ფონზე საოცარ მოძრაობებს ქმნიდნენ, თითქოს ორი სულის ცეკვა ყოფილიყოს. სიმღერის ფონზე ეს ცეკვა მეტად საოცარი იყო. ეს იყო, ტანტრა, ეს იყო ორგაზმი. სექსის ცეკვა. ეს იყო სექსში გამოვლენილი მედიტაცია.
როგორც იქნა, ამჯერად უკვე საბოლოოდ გამოვერკვიე ფიქრებიდან, ვთხოვე ჩემთვის ჩაი მოემზადებინა.  ჩემდა გასაოცრად უცბად წამოხტა სკამიდან და სამზარეულოსკენ გაეშურა. ხუთი წუთიც და ჩაი უკვე მზად იყო. პირველი ყლუპი მოვსვი. იგივე გემო, იგივე არომატი, როგორიც ჩვენი ერთად ცხოვრების პირველ დღეს იყო. ჩაი ლიმნით და სამი კოვზი შაქრით.
- „რაზე ფიქრობ?“  ჩემი ეს კითხვა უკვე გულწრფელი იყო.
- „გესმის საათის ისრების ხმა? დრო გავიდა. წამები, საათები და წუთები.“
I\'m a blind man
I\'m a blind man
And my world is pale
When a blind man cries
Lord, you know
There ain\'t a sadder tale



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები