ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2019


და...

მიედინებოდნენ ისინი
და მიუყვებოდნენ საკუთარ გზას...
და მიათრევდნენ საკუთარ დარდს თუ სიხარულს...
და იყო ერთი სიგრძით,
ხოლო მეორე წყალუხვობით სახელგანთქმული...
და პირველი იგი, აღიარებულ-გაღმერთებული,
ხოლო მეორე საშიში და შეუცნობელი...
და იყო ერთის საშო აფრიკა,
ხოლო სამხრეთ ამერიკა მეორის კალაპოტი...
და ბადებდნენ ისინი ყოველდღიურად საკუთარ წიაღში სიცოცხლეს,
და კლავდნენ დაბადებულს ოდესღაც...
ჩაედინებოდნენ საცა არს,
მაგრამ ვერ ერწყმოდნენ ერთურთს პლანეტაზე ,
რომლის სახელი არის სიყვარული,
არამედ შემადგენელნი იყვნენ ერთი მთლიანის, რომელიც იწოდება ოკეანედ...
და მხოლოდ ერთი ნათების ქვეშ ერთიანდებოდნენ - არსით ღმერთი...
და ორთქლდებოდნენ...
და ნისლებად იქცეოდნენ...
და წვიმად მოდიოდნენ...
და თავზე ევლებოდნენ ერთმანეთს...
ნილოსი ამაზონს...
ამაზონი ნილოსს...
და მხოლოდ ასე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები