ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2019


ჩემი პროფესია მკვლელის დღიურები თავი 38_ე

                          მკვლელის დღიურები
უცხო ქალაქში 06:35

ვზივარ...
და ვუყურებ ცალიელ ქუჩებს. ისე უცხოთ ვუყურებ, თითქოს და პირველად ვიყო. არადა აქ, გასულ წელსაც ვიყავი.
უცხო ქალაქი, ისეთი ცივი და მიუსაფარია. ვუყურებ სახლებს, წითელი აგურით ერთმანეთზე მიყოლებით, რომ აუშენებით. განა რა პროექტია ასეთი ადამიანს ამოსუნთქვის საშუალებასაც, რო არ აძლევენ. ჰაერში კვლავ ოქტომბრია. ცივა და სიცივე არ აძლევს დასაბამს. შემცივდა... სხეულში სული მეყინება. ვზივარ და ვფიქრობ. ჩემი წასვლის შემდეგ ეს ქალაქი, დატოვებს რაიმეს ჩემზე სათქმელს. მე ვსდუმ... ისევ ვჩუმდები, რადგან ვიცი ასე კარგად იქნება ადამიანთა მოდგმა. განა რა უნდა დაწეროს მკვლელმა დღიურებში, რო ადამიანს შენზე წარმოდგენა შეეცვალოს. მე, როცა სისხლიან ხელებს აბაზანაში ვიბანდი, მაშინ როცა სხეულიდან ვირეცხავდი იმ სიბინძურეს, რასაც მკვლელობა ჰქვია.  შემდეგ დავიძინებდი და ისევ დავივიწყებდი მის გამოხედვას. მის თვალებში დანახულ უკანასკნელ სიცოცხლეს დავივიწყებდი. ჭაღარა კაცს, ყვავილებით სავსე კალათები მაღაზიაში შეაქვს.  ყვავილებიც ისეთი ახალია. ვარდებს კოკრებს ჯერ კიდევ არ გაუშლია. ჭაღარა კაცი, სევდიანი თვალებით ზემოთ იყურება. მე მიყურებს... განა რა უნდა კაცისგან, რომელმაც გასულ ღამეს, სხეულიდან სისხლი  ჩამოირეცხა. თვალები ქვემოთ დავხარე. არ მინდა მას შევხედო... ახლა მისკენ პატარა გოგონა მირბის. ჭაღარა კაცს ხელებზე ემხვია. ეკითხება:_ ბაბუ დოლარი ხომ არ გექნებათ. ჭაღარა კაცი, მუხლებით ქვემოთ დაეშვა გოგონას ხელები თავისივე მშრომელ ხელებში მოიქციადა ძალიან თბილი გამოხედვით, შესცქერის გოგონას. თავიდან მე  მისი შვილიშვილი მეგონა და ვაი, რომ ის პატარა გოგონა მათხოვარია.  კაცმა, გოგონას ხელში მედალიონი ჩაუდო უთხრა: ახლა ხელები დახურეო. გოგონა დაიბნეული ეკითხება:_ ეს რაში მჭირდება? მე ფული მინდა. კაცმა უთხრა:_ შვილო ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. ახლა გოგონა გაბრაზდა კაცს ხელი აუკრა. განა მე რატომ უნდა მენახა ეს ყველაფერი? მე... მკვლელს ეს ყველაფერი რატომ უნდა მენახა. დავხურე ვერანდის კარი... სახლშიც იგივე სიცივეა ისევ მარტოობის გრძნობა დამეუფლა...ისევ მეფიქრება ადამიანებზე, ვისაც ბედნიერი ოჯახის სჯერა. დედა ჰყავს, მამაც ზრუნავ შვილებზე და საერთოდ მეორე შენნაირი, რომ გიზის სახლში, რომელიც შენი სისხლი და  ხორცია. მეორე შენნაირი, შენი მშობლების ქალიშვილი. ამ ქალაში, მკვლელზე არასდროს იდარდებენ, მაგრამ მის დანატოვებულ ტკივილებზე ყოველთვის. ვინ იცის იქნებ ჩემს გამო გარდაიცვალოს დედა. ვინ იცის იქნებ ჩემი ცოლი, ჩემს გამო გაგიჟდეს. ვინ იცის იქნებ ოდესღაც ჩემს ქალიშვილმა ჩემს საფლავზე დაღვაროს ცრემლი.
*  *  *
16 წლის წინ!

- ბარბარე თქვენ აქ არ გელოდით.
- ქალაქი რატომ დატოვე?
- ჩემი მიზეზები მქონდა.
- აქ, ჩემი და შენი მიზეზები არ არსებობს. შენთვის ახალი დავალება მაქვს.
- მე დიდი ხანია საქმიდან გავედი. აღარ ვაპირებ საქმის აღებას.
- ეს მაშინ უნდა გეფიქრა, როცა პირველ დავალებაზე უანგაროდ წახვედი. შენ დიდი ხანია ხელები სისხლსი გაქვს გასვრილი.
- რა უნდა გავაკეთო?
- ჩემი ქალიშვილი უნდა მოიყვანო ცოლად.
- ამას არ გავაკეთებ.
- კარგი მაშინ წავალ და რაც საჭიროა იმას გავაკეთებ.
- არ მიყვარს მე თქვენი ქალიშვილი.
- მერე ვინ გითხრა, რომ უნდა შეიყვარო. თქვენ არანაირად არ გექნებათ ახლო კონტაქტი. ეს მხოლოდ საბუთებით.
- რისთვის გჭირდებათ ეს ყველაფერი?
- ჩემთვის... ჩემთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს.
-  თქვენ ჯერ არაფერი გაგიკეთებით ჩემი კეთლდღეობისთვის. ეს მხოლოდ თქვენს პრინციპებს აკმაყოფილებს.
- ქალაქში როდის ბრუნდები?
- არ ვიცი შეიძლება დღესვე.
- იციდე ძალიან არ დააგვიანო საქმეები გვაქვს.
- მე ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია.
- მიიღებე... ძალიან მალე მიიღებ.
* * *
დღე უკან დაბრუნების. 15:45

  ეს არის დღე, როცა ყველაზე მეტად ველოდი. დღე, როცა დეტექტივის მოლოდინში ვარ. პირველად მეშინია ასე ძალიან. ის ძალიან ჭკვიანია და ვიცი ძალიან პატარა შეცდომაც და ყველაფერი დასრულდება. ქალატონი ბარბარე მარწმუნებს, რომ ყველაფერს მოაგვარებს. გაიწმინდება სისხლიანი იატაკი, აღარც კარების სახელულზე დარჩება ჩემი ნაკვალევი, მაგრამ სული? ამ სულს რა ვუყო? რომელსაც ვერასოდეს გავწმენდ. ახლა მოვირგე როლი, რომ ამ ბარში უკვე ორი წელია ვმუშაობ. დეტექტივს უნდა შევხვდე თითქოს ამას პირველად ვაკეთებ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად არ მინდოდა საკუთარი თავის რწმენა დამეკარგა, მაგრამ მე დიდი ხანია ესაც დავკარგე. მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ ის ხელები, რომლითაც კაცი მოკლა ქალს ვეღარ მოეფერაბა ვეღარს შვილს ჩაიკრავს გულში დიდი სიყვარულით. მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ მისი სული არასდროს გაიწმინდება. მან ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ ვეღარ შეძლებს სხვებივით თავისუფალ ცხოვრებას. გასულ ღამეს ჩემი თავშესაფარეი მიტოვებულ მუზეუმში გახლდათ. იქ, სადაც ოდესღაც ადამიანები დადიოდნენ და დიდი ინტერესით აკვიდებოდნენ ყველაფერს. ახლა ის მუზეუმი ისეთივე მიუსაფარია, როგორც ჩემი სული. ისეთივე ცარიელია, როგორც ჩემი გრძნობები. საათობით ვუყურებდი გაცვეთილ კედლებს... ხელებს ვუყურებდი, ჩემს ხელებს და კიდევ ერთხელ ვიგრძენი რომ ძალიან ამაზრზენან გამოიყურებოდა. გატეხილ სარკეში საკუთარ თავი დავინახე და პირველი, რაც იყო ზიზღის შეგრძნება. ვუყურებ და მე თვითონ არ ვიჯერებდი, რო სული ასე მომეწამლა. ვერ ვიჯერებ, რომ აქამდე დავეცი. საათები გავატარე გაცვეთილი კედლების მიღმა. მის შემდეგ, რაც ჩემს თავს თვალები ჩავხედე სარკე კედლიდან ჩამოვხსენი და ნაფლეთებად ვაქციე.  ზუსტად ისე, როგორც ახლანდელი ჩემი მდგომარეობაა. ვუყურებდი ნაფლეთებად ქცეულ სარკეს და ვფიქრობდი. ის ხომ ოდესრაც ახალი იყო ვიღაც იხედებოდა და მოსწონდა საკუთარი თავი.
* * *
ქორწილი!

- არ მესმის ვინ ხართ და ჩემზე დაქორწინება რატომ გინდათ?
- მე არ მინდა თვენზე დაქორწინება.
- აბა, ეგ ბეჭედი შენ უნდა გაიკეთო?
- არა, ეს ბეჭედი ჩემი არ არის.
- აბა ვისია?
- შენი.
- რა გაცინებს?
- შენ უბრალოდ ძალიან საყვარელი ბიჭი ხარ.
- მზად ხართ?
- დედა რა ხდება?
- ქორწინების სახლში ვერ წავალთ ამიტომ ხელს სახლში მოაწერთ.
- ხუმრობთ არა? სადმე ფარული კამერაა და მალე გამოანათებს ხომ?
- შვილო მიდი რას უცდი მოაწერე ხელი.
- არა... დედა რას აკეთებ? ხელი გამიშვი!
- ქალბატონო ნუ დავაძალებთ.
- შენ არ ჩაერიო.
- დედა ერთი მიზეზი, მაინც მითხარი ეს რატომ უნდა გავაკეთო?
- ამაზე ცალკე ვისაუბრებთ სხვა დროს.
- დედა სხვა დრო არ არსებობს. მე ასეთ ქორწილზე არ ვოცნებობდი. მე აუცილებლად იმ მამაკაცზე ვიქორწინებ, ვინც სიგიჟემდე შემიყვარდება, თანაც ასეთი ჩაცმულს ქორწილი არ მექნება. მე ჩემს ქორწილში თეთრი კაბა უნდა მეცვას.
- კაბაა პრობლემა? წავალ და მოგიტან თეთრ კაბას.
- დედა შენ ჩემი არ გესმის. არ გაქვს უფლება ძალით გამათხოვო. მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც მიზნები გამოძრავებს.
- სალომე რა გინდა? აი, თეთრი კაბა. აქ, ყველაფერია, რაც ქორწილს სჭირდება.
- არა ყველაფერი არ არის.
- რა აკლია?
- ჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული მამაკაცი.
* * *
01:50 მაკა!

  მაკა სასწაულია... მისი ჩახუტება ყველაფერს მავიწყებს. ის, ისევ ისე მიბრაზდება, როგორც პატარას. მეფერება და ისევ ცდილობს წესრიგს მივეჩვიოს. ახლა ისე ვარ ჩემს საწოლში მოკალათებული, თითქოს უკანასკნელად. ვუყურებ კარების მიღმა მდგომ მაკას და კიდევ უფრო მიჩნდება დანაშაულების შეგრძნება.  გინდ გაიცრიცოს ეს დღიურები, გინდ მრავალმა წელმა განვლოს. ჩემზე, მაინც არასდროს იტყვიან სადიდებელ სიტყებს. ჩემს სახელს არასდროს გაიხსენებენ ცრემლით. განა რა უნდა დატოვოს მკვლელმა ამ სამყაროში, რომ შემდეგ მასზე დაიწყონ თხრობა.  მაკას ყოველთვის იქნება სამაგალითო დედა. მან საკუთარი შვილეებისთვის გაწირა თავი. მან თავისი ერთი შეცდომის გამო კლინიკაში ორი წელი გაატარა. ეს ყვლაფერი მე ვიცოდი, მაგრამ ხელი არასოდეს შევუშალე. საკუთარი პრინციპების გამო დედას ვერ გავუფთხილდი ვერ დავიცავი.  განა რა უნდა მეთქვა კლინიკაში მისულს განა, როგორ უნდა ჩამეხედა მის თვალებში. მაშინ, როცა მისი საამაყო ვაჟიშვილს, წამებში რწმენა გავუნადგურე. მაკა სასწაულია... ის კარების მიღმა დგას და ელოდება, როდის ჩავაქრობ შუქს.
* * *
ოქტომბრის ღამე.

- მიდი გამომართვი!
- ეს რა არის?
- ყვავილია ვერ ხედავ?
- არა, მაგას ვხედავ, მაგრამ მე რატომ მომიტანე?
- ბაღში მხოლოდ ეგ ერთი იყო და მოვწყვიტე.
- მერე შენ არ იცი, რომ ყვავილს თუ არ მოწყვეტ უფრო ბედნიერი იქნება?
- ეს საიდან უნდა ვიცოდე.
- ძალიან საყვარელი ხარ.
- ძალიან გთხოვთ ასეთ სიტყვებს ნუ მეუბნები.
- ასეთს როგორს?
- რას აკეთებ?
- რას ვაკეთებ?
- თქვენ ძალიან...
- ძალიან რა?
- ძალიან ახლოს ხართ ჩემთან.
- მერე რა
- მე უნდა წავიდე...
- მოიცადე! გინდა ვისაუბროთ?
- ჩვენ რაზე უნდა ვისაუბროთ?
- არ ვიცი, მაგალითად ვინ ხარ და აქ, საიდან გაჩნდი?
- არამგონია ჩემი ცხოვრება საინტერესო იყოს.
- გინდა რამე დავლიოთ?
- რა?
- ცხელი შოკოლადი.
- მე არ ვიცი მაგის მომზადება.
- არაუშავს მე მოვამზადებ.
- შენ ძმაც გყავს ხო?
- კი რატი ქვია. ის, დიდი ხანია არ მინახავს.
- რატომ?
- დედამ ასე გადაწყვიტა.
- ქალბატონი ბარბარე ყოველთვის ასეთი იყო?
- კი, დედაჩემი ყველაფერს გააკეთებს, რომ მიზანს მიაღწიოს.
- ახლა რა არის მისი მიზანი.
- მისი მიზანი ყოვეთვის ფული იყო.
- ცხელია!
- არაუსავს მალე გაცივდება. ახლა შენზე მითხარი რამე.
- მე ოჯახიდან ორი წლის წინ გაიქეცი.
- რატომ?
- არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
- რატომ ანერვიულდი?
- არ ვნერვიულობ უბრალოდ კარგად არ მთავრდება ის დღე, როცა ამას ვიხსენებ.
- რას აკეთებ ადამიანს კლავ? მოიცადე... სად წახვედი?
* * *
რა უნდა ქნას ხელოვანმა, როცა ის მკვლელია? 02:45

  ყველას სხვადასხვანაირად ესმის ხელოვნება, მაგალითად ჩემი პირველი ნახატი იყო წელში მოკეცილი ქალი. იმ ქალში, დავხატე სულიერაბა. იმ ქალში, დავინახე ძალიან დიდი ტკივილი და ამავდროულად ძალიან დიდი ძალაც. ამ ნახატით,  ვთქვი, რომ ქალებს, ყველაფრის გადატანა უწევთ. ხელოვნება  იმ ღამეს შავ სისხლში გახვეული ხელები იყო. დიახ! მეგობრებო, მე  ქალი შემომაკვდა. ეს დაგეგმილი არ ყოფილა. მისი მოკვლა მე გეგმაში არ მქონია. მე მხოლოდ ფულის აღება მინდოდა მისი სახლიდან უკან გამობრუნება. ფული შემდეგ  დედაჩემის მკურნალობისთვის უნდა გადამერიცხა. ის ქალი, იმ დროს, სახლში არ უნდა ყოფილიყო. სახლიდან უკან გამობრუნებულს გზად შემხვდა პირველი, რაც  გავაკეთე სისხლიანი ქალი სახლის კართან დავტოვე და გავიქეცი. მთელი ძალით გავრბოდი  და ვცდილობდი ჩემს სხეულზე, სისხლი არ შემემჩნია,  ვცდილობდი არ დამენახა. გავრბოდი და სხეულთან ერთად ხელებიც მიკანკალებდა. შემდეგ რაც მოხდა  უკვე გითხარით. ჩემი სამუდამო თავსესაფარი მიტოვეული მუზეუმი გახდა. ,, რას ნიშნავს სიტყვა ხელოვნება ,,ვრცლად” :
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.“
* * *
რას წერენ ადამიანები, გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღის წინ? 11:00

  ძალიან დიდ დრომ განვლო, რაც ამ ალბომში არაფერი ჩამიწერია. იმ დღიდან დღემდე გავიდა ზუსდა 16 წელი და დღეს ჩემი ქალიშვილი უკვე ძალიან დიდი გოგოა. რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ექიმმა მითხრა, რომ სიცოცხლე რამოდენიმე კვირით ან შეიძლებაა დღეებიც ჰქონდეს დაგრჩენილიო. ჩემ გოგონამ, ამის საშუალება არ მომცა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიარული ისევ შევძლო. იმ დღიდან, როდესაც ნიამ, ჩემთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. ძალიან პატარა იყო. სულ რაღაც 8 წლის. ახლა, როცა ჩემს ძველ ჩანაწერებს თვალი გადავავლე ახლავე გამიჩნდა სიკვდილის სურვილი. მაშინ მე ვამბობდი. ,,მკვლელი ვერასოდეს ჩაეხუტება თავის ქალიშვილს დიდი სიყვარულით“ ჩემივე ჩანაწერზე ცრემლი, თვალზე მომადგა. ვიხსენებდი ნიას გამოხედვას, სამსახურში წასვლამდე. ის ძლიაერია... ნიამ იცის, რომ მამაისი მკვლელია, მაგრამ მისთვის, მაინც ამზადებს სადილს. მან იცის, რომ დედამისი მეორედ გათხვდა, ბარბარემ სალომე ისევ ფულის გამო გაათხოვა. მხოლოდ იმის გამო, რომ ბატონის აქციების 50% ხელში ჩაიგდოს. მან ამისთვის უკვე არაერთი დოკუმენტი გააყალბა.  ბარბარეს გარშემო ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებს. მძღოლი, მისი ვაჟიშვილი გიორგი, ახლა შეფის პირველი ცოლიც მოისყიდა. ამბობს, რომ საერთო ინტერესები ამოძრავებთ და შეუძლიათ ერთად იმოქმედონ. შეფსაც შეხვდა მისი გული მოიგო, რადგან ნიაზე, რაც შეიძლეა მეტი გაიგოს. ახლა შეფის ვაჟიშვილზეა ომი. ცოლ-ქმარი ერთმანეთში ომობს და ამითაც ბარბარე ტკბება.  ვახტანგის გარდაცვალების დღეს, იქ, კიდევ იყო ქალი და ეს არ იყო მისი და. ეს იყო ბარბარე. სწორედ მისი იარაღიდან არის მოკლული ჩემი ნამდვილი მამა. ქალბატონი ბარბარე, იყო ადამიანი, ვინც პირველ დავალებაზე გამიშვა. იმ ქალის გარდაცვალების შემდეგ მან ჩემთან გარიგება დადო. იცოდა, რომ ეს იყო ჩემ სუსტი წერტი და მაიძულებდა ის ყველაფერი გამეკეთებინა, რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, თუმცა ერთი კარგი რაღაც ჩემთვისაც გააკეთა. ,,ქალი სიგიჟემდე შემიყვარდა.“  მე ყველაფერი გავაკეთე, რომ მას თეთრი კაბა ჩაეცვა და სურათებიც ერთად გადაგვეღო.  ახლა სალომეს ისევ ვხვდები. ის, ჩემთან ხშირად მოდის. სახეზე ნაზად მეფერება, შუბლზე მაკოცებს, ერთი ორს ჩვენს ქალიშვილზე შემეკითხება, მიუხედავად ჩემი უარისა ფულს ისვ შემომთავაზებს და  შემდეგ ისევ მეორე ქმრთან ბრუნდება. მას მე ქალიშვილი დავუხატე. ის ნახატი, ალბათ ახლა საპატიო ადგილას აქვს. სალომემ მას რამდენჯერაც არ უნდა შეხედოს ვიცი მე გამიხსენებს. განა რა უნდა დაწერო მკვლელმა, უკანასკნელ ჩანაწერებში მაშინ, როცა არ იცის, როდის მოკვდება.
* * *
გარდაცვალების დღე!

- ძმაო გამარჯობა.
- ანა შენ ხარ?
- რაიყო ვერ მიცანი?
- ეს რა არის? შენი თმისთვის რა დაგიშავებია?
- ცოტა დავიმოკლე.
- გაიგე, რომ მალე მოვკვდები და აქ, ამისთვის მოხვედი?
- ვიცი, რომ დედას გარდაცვალებამდე შენ შეხვდა. რა გითხრა?
- მაკა სასწაულია! მითხრა, რომ ქალიშვილი დიდი უბრალობით აღმეზარდა.
- ერთხელ მის საფლავზე დაგინახე, როგორც კი მოგიახლოვდი გაქრი.
- ყოველ შაბათს ავდივარ მაკას საფლავზე.
- ლუკა... რა დაგემართა? კარგად ხარ?
- არაფრია კარგად ვარ უბრალოდ ცოტა თავბრუ დამეხვა.
- ნია სად არის?
- მის მეგობართან ერთადაა. გაბრიელი რას ამბობს ჩემზე? ალბათ იტყოდა ხელიდან წავიდაო.
- ლუკა შენ დიდი ხანია ხელიდან ხარ წასული.
- ანა!
- გისმენ.
- რაც არ უნდა მოხდეს ნიას მიხედეთ. ის ძალიან ნიჭიერი გოგონაა, ცხოვრებაში ძალიან ბევრს მიაღწევს. არ ინერვიულოთ იმედებს არასდროს გაგიცრუებთ.
- სიკვლის აპირებ? შენც ისევე გინდაა გაანადგურო ჩვენი ოჯახი, როგორც ეს დედამ და მამამ გააკეთა?
- ანა, მე დიდი ხანია მკვდარი ვარ.
- არის აქ ვინმე?!
- სალომე შენ აქ რას აკეთებ? მოიცადე...არ მითხრა! თქვენ ყველაზე არასწორი მშობლები ხართ ვინც კი ოდესმე მინახავს.
- გოგოენო, ახლა მაინც ნუ იჩხუბებთ.
- ანა შენც დარჩი, რადგან რასაც ახლა გეტყვით ორივესთვის ძალიან საინტერესო იქნება.
- სალომე, მე დიდი ხანია შენთან საუბარი დავასრულე.
- რით ვერ მოინელე ის წყეული დღე არ მესმის?
- შენ მაკას ხელი კარი, მაშინ როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა შენი დახმარება. ქალი სიკვდილის წინ რაღაცას გთხოვრა მაგრამ არ აუსრულე.
- დედაჩემი იყო ავად.
- ვინ ბარბარა? ბარბარაზე ამბობ, რომ დედაა? ქალმა ყველაფერი გაგინადგურად ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციათ.
- ანა ისევ თავიდან ვიწყებთ.
- აქ რას აკეთებ? ჩემი ძმისგან რა გინდა? ხო იცოდი, სადაც იყო შენი ქალიშვილი, რატომ არ მოხვედი მის წასაყვანად?
- შეგიძლია ცოტახნით, მაინც გაჩუმდე და მომისმინო?
- ძმაო! რა დაგემართა?
- კვდება?
- არა, არ კვდება უბრალოდ გონება დაკარგა.
- ლუკა, გესმის ჩვენი?
- სულელები ხართ. დგახართ და წარსულში იქექებით. მალე მკვლელი გარდაიცვლება და ყველაფერი დასრულდება. მალე ახალ ცხორებას დაიწყებთ. აი, სალომემ უკვე დაიწყო. ანა შენც ნიას მიხედავ და ყველაფერი დალაგდება.
- ყოჩაღ ლუკა, სისულელეების ლაპარაკი ისევ შეგძლებია.
- ანა ეს სიმართლეა.
- მე მივდივარ. იქნებ შენს პირველ ცოლმა, მაინც გაგაებინოს რამე.
- ანა!
- რა გინდა?!
- ვიცი სენთვის სამაგალითო ძმა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყავი. ნიას შენ მიხედა და გპირდები მაკას მე მივხედავ.
- ღმერთო ეს ისევ ისეთი დებილია.
- წავიდა?
- კი წავიდა... ახლა უკეთ ხარ?
- შენ, რომ დაგინახე კარგად გავხდი. რატომ მოხვედი?
- ძალიან მომენატრე...
- სალომე, ხო იცი, რომ...
- სწორედ ამის სათქმელად მოვედი.
- დედაჩემის ოთახში ჩაკეტილი სეიფი გავხსენი. იქ, ძალიან ბევრი კასეტა იყო.
- კასეტა?
- ხო კასეტა. ყველა ვერა, მაგრამ რამოდენიმეს ნახვა მოვახერხე.
- რა ეწერა იმ კასეტებში?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დედაჩემი, ვიღაც ქალს ესაუბრებოდა დაახლოებით მის თანატოლს. უთხრა, რომ იმ ღამეს არ მომკვდარა და ის ცოცხალია.
- სად არის ის კასეტა? აქ გაქვს?
- კი აქ მაქვს.
- მიდი ჩართე.
- რა მოხდა.
- სალომე მე მკვლელი არ ვარ! მე არავინ არ მომიკლავს! ის ქალი... ის ქალი ცოცხალია გესმის!
- მოიცადე არ მითხრა, რომ ეს ის ქალია, ვინც შენ 16 წლის უკან დაჭერი?
- კი ეს ის ქალია, ვის გამოც მე ამდენი ხანი საკუთარი თავი მკვლელად შევრაცხე.
- ის ქალი შენ არ მოგიკლავს, არც მამაშენის მკვლელი არ ხარ ქრისტიმ საკუთარი ხელით ისროლა ტყვია, რადგან შენ, მკვლელი არ გამხდარიყავი. ნუთუ ეს იყო ჩვენი ბედისწერა?
- არ მჯერა! არ მჯერა, რომ ჩვენს ქალისვილს სუბრთა სინდიდისით ჩავხედავ თვალებში.
- გინდა გავიქცეთ? ჩვენს შვილთან ერთად  ახალი ცხოვრება დავიწყოთ.
- ნაადრევად ხომ არ ზეიმობთ გამარჯვებას?
- ბარბარე?
- დედა აქ რას აკეთებ?
- სანამ მე ცოცხალი ვარ თქვენ ბედნიერება არ გეღირსებათ.
- დედა ეს ხალხი ვინ არის?
- ეს ხალხი, ყველა ნიას გარშემო ტრიალებს. ახლა არჩევანი თქვენზეა ან მამა ან მისი ქალიშვილი, მაგრამ ლუკა ისეთი მამაცი მამიკოა ვიცი შვილს სასიკვდილოდ არასდროს  გაწირავს.
- შენ მე მთელი ცხოვრება სიცრუეში მამყოფე. დამარწმუნე, რომ მკვლელი ვიყავი და ორმაგი ცხოვრება დავიწყე. საკუთარ ოჯახს გადავემტერე, მეგობრები შევიძულე საკუთარი თავის რწმენა დავკარგე.
- ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს. ყოველთვის მინდოდა, რომ ეს სიკვდილამდე გაგეგო.
- დედა მცხვენია, რომ შენი შვილი ვარ.
- რა გინდა? კარგად იცი, რომ ჩემს თავს ავირჩევ.
- ლუკა არ გინდა... ახლა, როცა ყველაფერი გაირკვა...
- სალომე წადი და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ნია დაიბრუნო.
- არა! ეს არ მოხდება! დედა შენ ამას არ გააკეთებ...
- მე რატო? მე ამაზე ხელს არ გავისვრი.  ამას თავისით გააკეთებს.
- ეს როგორ?
- შვილო, ძალიან მარტივია მხოლოდ ერთი ბაწარია საჭირო.
- სალომე ოთახიდან გადი.
- არა! ლუკა მარტო არ დაგტოვებ. მეც აქ ვიქნები შენს გვერდით. არავინ არაფერს არ დაგიშავებს გესმის?!
- მემგონი ასე არაფერი არ გამოვა. იცით ახლა სად არის თქვენი ქალიშვილი? ტყის სახლში... თუ ლუკა ერთ საათში თავს არ მოიკლავს მაშინ ჩემი ხალხი ნიას მოკლავს.
- შვილო არაა!
- სალომე დროა.
- ლუკა იცოდე, რომ შენ იყავი კაცი, ვინც სიგიჟემდე შემიყვარდა.
- შენ კი იყავი ქალი, ვისაც ვაღმერთებდი...
*  *  *
ახლანდელი დრო!

- გაბრიელ გაიღვიძე!
- ნია, აქ ასეთ დროს რას აკეთებ?
- მოიცადე! ცოტახნით გაჩუმდი და მომისმინე. მამაჩემი მკვლელი არასდროს ყოფილა. მას არავინ მოუკლავს.
- ეს როგორ?
- მისი დღიურები წავიკითხე.


გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები