ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ირინკა
ჟანრი: საბავშვო
16 სექტემბერი, 2019


ყელტიტველა წიწილი (საბავშვო)

საქათმეში ჩოჩქოლია
ისმის ერთი წივწივი,
ჩვენმა კრუხმა გამოჩეკა
ყელტიტველა წიწილი.

ზოგი ამბობს უშნოაო,
ზოგიც-უცნაურიო,
რომც გინდოდეს, არ გმოვა
სხვებში რომ აურიო...

მარიკო კი სიხარულით
ხტის და დარბის ეზოში,
-ბები, შენ როგორ გგონია
ჩვენი სჯობს თუ მეზობლის?

ნახე, რა ლამაზი არის,
ყველას ეს მირჩევნია,
ისე სასაცილოდ დადის
მორჩა! მარტო ჩემია.

ოღონდ ერთი დარდი კი მაქვს,
მალე მოვა ზამთარი,
ყელტიტველას შესცივდება,
თუ დაუქროლებს ქარი.

...მოიცადე, მოვიფიქრე
ჩემო ტკბილო ბებია,
ორი ერთნაირი კაშნე
რომ მოქსოვო ძნელია?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები