ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
19 სექტემბერი, 2019


აჭარა აგრეთვე აჭარლებისაა

აჭარა აგრეთვე აჭარლებისაა



აჭარის მტრებო, რაო, რას ითხოვთ? რელიგიის თავისუფლების აკრძალვას და აჭარლების აჭარიდან გაგდებას ითხოვთ?

ვინ ითხოვს აჭარლების გაგდებას აჭარიდან?  აჭარლების გაგდებას აჭარიდან ითხოვენ ის სულელები, ვისაც სხვების გაგდების მოთხოვნებში  დიდი გამოცდილებები აქვს, და ბოლოს,  თვითონ რჩება გაგდებული. ”გაგდებისტებო”, დაანებეთ თავი აჭარას, არ გამოგივათ აფერისტული ნომერი, წადით აფხაზეთში, საიდანაც უკვე გამოგაგდეს. აჭარის მტრები, არ მოგწონთ აჭარლები? ჰოდა, ნუ მოგწონთ. ვიმეორებ, აფხაზეთი გელოდებათ, საიდანაც უკვე გაგაგდეს.

აჭარლებო, რელიგია არის სხვა, ეროვნება - სხვა. ეროვნება არ არის რელიგია.  მიხვდი, შენი გაგდება აჭარიდან და შენი მიწების მისაკუთრება უნდა აფერისტების ჯგუფს, რომლებიც სინამდვილეში არ არიან არც ერთი რელიგიის მიმდევრები, არიან სულწაწყმედილი გაქანებული გენეტიკური აფერისტები. ეს არის გამყიდველი შადიმანების ჯგუფი, ნაძირლების გუნდი. პროვოკატორები, დიდი გამოცდილებები აქვთ სხვისი გაგდების მოთხოვნებში, მაგრამ  თვითონ რჩებიან სულ გაგდებულები. მაგალითად, ითხოვდნენ აფსუების გაგდებას. დიდხანს ითხოვდნენ.

აჭარის მტრები ტვინნაღძნობი გიჟები არიან. არ ცნობენ არც მოქმედი 1995 წლის კონსტიტუციით, და არც 1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ რელიგიის თავისუფლებას. არც ძალა აქვთ კანონის უგულებელსაყოფათ, - გიჟები არიან.

აჭარლებო, იცანი შენი მტერი. მიხვდი, სულ ფეხებზე ჰკიდიათ შენი რელიგიური მრწამსი. აფერისტებს შენი მიწა უნდათ.  შენი მიწის მისათვისებლად აჭარიდან შენი გაგდება სჭირდებათ. აჭარლებო,  დაიცავი შენი მიწა. აჭარის მტრებმა, ამ აფერისტებმა, თავისი აფერისტობით, უკვე დაკარგეს ყველაფერი, უსახლკარო ბოგანოები არიან. ახლა შენი მიწის მითვისება უნდათ. 2004 წელს აჭარას შეესივნენ გასაძარცვათ. 2004 წლიდან დაწყებული ყიდიან შენს მიწას. ამბობენ, აჭარა არ არის აჭარლებისო. აჭარა ჩვენი, აჭარის მტრების, არისო, იმიტომ რომ ზვიადისტები, შემდგომში მიშისტებში გადაბარგებულები, უკვე ყველა ადგილებიდან გამოგვაგდეს, არა-ადამიანობისათვისო. სადაც კი მივედით, ყველგან ერთი და იმავე ნომერს ვაკეთებდით, აფერისტულსო, და ყველა ადგილიდან გაგვაგდესო.

აჭარლებო, დააკვირდით, რამდენი მოღალატე გიჟი ყავს ქვეყანას. დააკვირდი, ისინი საკუთარი წარმართი წინაპრების რელიგიის მაგინებელი გიჟები არიან, საკუთარი წარმართი წინაპრების მოღალატეები. მიხვდი, ეს გიჟები საკუთარ წარმართ წინაპრებს ურჯულოებს ეძახიან, გიჟები ამბობენ, ჩვენი წარმართი წინაპრები რახან ქრისტიანები არ იყვნენ, ამიტომ არა-ქართველები იყვნენო, ანუ, ფაქტიურად ამბობენ,  ჩვენ, აჭარის მტრებიო, არა-ქართველების შთამომავლები ვართო. აჭარლებო, მიხვდი, შენი მტრები, საკუთარი წარმართი წინაპრების მაგინებელი გიჟები, შენ რას გიზამენ? ისინი გიჟები არიან. თან ისინი დარეხვილები არიან, რომ საკუთარი წარმართი წინაპრების ისტორია, მათ მიერ არა-ქართველებად გამოცხადებულების, შეყავთ საკუთარი  სახელმწიფოებრიობის 6000 ათასი წლის ისტორიაში. ლოგიკა, საღი აზრი სრულიად მოშლილი აქვთ. ანუ, საკუთარ წარმართ წინაპრებს არა-ქართველებად აცხადებენ, წარმართები რატომ იყვნენო, და თან გიჟები მათ ისტორიას იპარავენ, საკუთარად აცხადებენ. ამ გიჟების თავში ურთიერთგამომრიცხავი აზრები მშვიდობიანად თანაარსებობენ, შიზოფრენიკები არიან, გიჟები.

აჭარლებო, დააკვირდით, რამდენი მოღალატე გიჟი ყავს ქვეყანას. დააკვირდი, საქართველოს როგორ ღალატობენ სულ ერთი და იგივე მოღალატური სულის აფერისტები, ერთი და იგივე აფერისტული სქემით. ჯერ ცდილობენ ქართველების წინააღმდეგ შუღლის ჩამოგდებას რაიმე ნიშნით, სტრატეგიულ მოკავშირეებად დაშნაკული სომხეთის მე-5 კოლონა, გვარგადაკეთებული სომხები  ყავთ.  აფერისტებს თავისი აფერისტული ბუნებით დაგეგმილი აქვთ სარგებლის მიღება, ერთიანი საქართველოს დაშლა, და საქართველოს ნანგრევებზე სეპარატისტული ზვიადისტანის შექმნა, აჭარის, გურიის, იმერეთის მიწების მითვისება, და ყველას, აჭარლებოს, გურულების, იმერლების,  გაგდება. - აჭარლებს რელიგიური ნიშნით მოუნახეს საბაბი, გურულებს და იმერლებს სხვა  საბაბს უნახავენ, ეს აფერისტები. ამ აფერისტების ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს.  მერე, როცა კონფლიქტი ატყდება, აფერისტები, სარგებლის მიღების მაგივრად, სულ მუდან წაგებულში და გაგდებულში არიან, მოკავშირე დაშნაკი სომხები ყოველთვის მოგვერდს უკეთებენ აფერისტებს. ჭკვიანები უგუბენ აფერისტებს. აჭარლებო, დააკვირდით, ეს აფერისტები ახლა აჭარაშიც იგივე აფერისტულ ნომერს ათამაშებენ.  აჭარლები, გონს მოდი, იცანი შენი მტერი.

აჭარლებო, აჭარის ძირძველო მესაკუთრეებო, დააკვირდით, შენ ამბობ, აჭარა ”აგრეთვე” ჩემი არისო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამბობ, ”აგრეთვე”,  ჩემიც, ”ც”,  არისო, და ეს ნაძირალა აფერისტები  ამ სიტყვაზეც კი ცოფდებიან, სიტყვაზე ”აგრეთვე”. ხომ არ ამბობს, აჭარა ”მარტო” ჩემი არისო, და სხვისი არავისიო, შენ ამბობ, ”აგრეთვე” ჩემიც, ”ც”, არისო, და ამ სიტყვას ვერ იტანენ ეს აფერისტები, იმიტომ რომ უნდათ შენ საერთოდ, ერთიანად, ყველა, სულ გაგაგდონ აჭარიდან, იმისთვის რომ შენი ქონება სრულად მიითვისონ. ამ არა-ადამიანობის ”გასამართლებრად” ეძებენ საბაბებს,, ველურები ხან ერთ საბაბს მიახტებიან, ხან მეორეს, ხან მესამეს. მათთვის სულერთია, საბაბი რა იქნება. მთავარი მიზანია. შენი გაგდება და შენი მიწის მითვისება.

აჭარლებო, აჭარის ძირძველო მესაკუთრეებო, აჭარა აგრეთვე აჭარლებისაა. და შენ კი არ უნდა შეეგუო სხვას, არამედ სხვა - შენ. ვისაც შენი თავი არ მოსწონს, - ნუ მოსწონს. გასკდეს ბოღმაში.

აჭარის მტრებო, თქვე უვიცო ნაძირლებო, გასკდით ბოღმაზე, ბოლოს და ბოლოს, წაიკითხეთ 1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მოქმედების აღდგენადაც ითხოვთ, ისე, რომ ეს კონსტიტუცია არ კი წაგიკითხავთ, და უპასუხეთ ელემენტარულ კითხვას, ”რა არის აჭარის სახელწოდება, თანახმად 1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციისა”? 107ე მუხლში სწერია, წაიკითხეთ, და შემდეგ გასკდით ბოღმაზე.

გასკდით ბოღმაზე. თუმცა, რატომ უნდა გადავდოთ თქვენი ბოღმაზე გასკდომა? ახლავე გასკდით. წაიკითხეთ, ახლა და აქ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის  107-ე მუხლი:

„საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს — აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოსა ბათუმის მხარე და ზაქათალას ზაქათალის ოლქი ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა“.

როგორც ვხედავთ, აჭარის სახელწოდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლის თანახმად არის ”სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარე”.

ახლა კი მეორეჯერ რომ გასკდეთ გულზე ინფარქტით, წაიკითხეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 144-ე მუხლი:

”ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია”.

აჭარის მტრებო, თქვენ საერთოდ ვინ ხართ? რა უზრდელები? რა უვიცები? რა ბრიყვები? თქვენ რა ბრიყვული პრეტენზიები გაქვთ აჭარაში აჭარლების გადასაწყვეტ საქმეს აჭარლების მაგივრად წყვეტდეთ? ვიმეორებ, აჭარლების მაგივრად, და არა აჭარლებთან ერთად? აჭარაში, რომლის სახელწოდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლის თანახმად არის ”სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარე”, და თან, აჭარის მტრებო.  რა ბრიყვები ხართ, რომ, საკუთარი ბრიყვული თავის საზიანოდ, ერთდროულად ითხოვთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე  და 144-ე მუხლების მოქმედების აღდგენასაც, რომლებიც  გძულთ?

რა არის აჭარის მტრების იდეოლოგია? ამ იდეოლოგიის საფუძველი? და ერთდროულად, მიზანიც?

აჭარის მტრების, ამ გიჟების, იდეოლოგია არის აჭარლების აჭარიდან გაგდება, მათი მიწების მითვისება და თურქებზე გაყიდვა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, ამასთანავე, აჭარის მტრები ამბობენ, რომ რახან ტაო-კლარჯეთი საქართველოა, ამიტომ საჭიროა ჩატარდეს რეფერენდუმი ტაო-კლარჯეთის ლაზებს შორის ტაო-კლარჯეთის საქართველოში შესვლის შესახებ (ფაქტიურად, ლაზებს აჯანყებისკენ მოუწოდებენ თურქეთის წინააღმდეგ), და ერთდროულად, აცხადებენ, რომ რახან ლაზები მუსლიმანები არიან, ამიტომ საშიშები, და საჭიროა მათი გაგდება ტაო-კლარჯეთიდან, მათი მიწების მითვისება და თურქებზე გაყიდვა.

აჭარლები, ხვდებით, აჭარის მტრები რა გიჟები არიან? აჭარის მტერი გიჟები ეუბნებიან ლაზებს, აჯანყდით თურქეთის წინააღმდეგ, იომეთ თურქეთის მთავრობასთან, და როცა აჯანყებას მოიგებთ, მერე, ჩვენ, თქვენ, მიწას წაგართმევთ, გაგაგდებთ თქვენი მიწიდან იმ თურქეთში (!), ვისაც აჯანყება მოუწყვეტო, თქვენსგან წართმეულ მიწებს კი იგივე თურქებს მივყიდითო.

აჭარლებო, მიხვდით, თქვენი მტრები გიჟები არიან.

ამიტომ არის, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ რელიგიურ თავისუფლებას უარყოფენ. აზრზე ვერ მოვლენ, სანამ რელიგიური შუღლის გაჩაღებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სასჯელს არ მოიხდიან.

ყოველი გონიერი ადამიანისთვის აშკარაა, რომ რწმენის საკითხი, ადამიანის პირადი საქმეა. და სხვა არავისი, მათ შორის, არც სახელმწიფოსი. წარმართობა იქნება, ქრისტიანობა, მუსლიმანობა, ბუდიზმი, თუ რომელიმე სხვა, ან, გაზიარების მიხედვით,  პირველი რელიგია, ან შუა, ან ბოლო რელიგია, ეს დეტალებია, ისტორიის ეტაპები.  ადამიანმა შეიძლება ხან ერთი რელიგია გაიზიაროს, ხან მეორე, ხან მესამე. მთავარი ის არის, რომ მრავალკონფესიულ, მრავალეროვნულ სახელმწიფოში ერთი რომელიმე ჯგუფის მთავარად, სხვებთან შედარებით უპირატესად, გამოცხადება, ეს არის ამ სახელმწიფოს დაშლის დასაწყისი. ეს არის სახელმწიფო ღალატი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. სახელმწიფო დამნაშავეების ადგილი არის ციხეში.

მოკლედ ვიტყვი, ვისაც არ მოსწონს აჭარლები, სრული უფლება აქვთ წავიდეს ისტორიულ სამშობლოში, ”ჯანდაბა”-ში, ქალაქია ირანის ტერიტორიაზე.




კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
19.09.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები