ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 სექტემბერი, 2019


აჭარის მტრების გიჟური იდეოლოგია, - გზავნილი თურქეთში მცხოვრები ლაზებისადმი

აჭარის მტრების გიჟური იდეოლოგია, - გზავნილი თურქეთში მცხოვრები ლაზებისადმი



აჭარის მტრების, ამ გიჟების, იდეოლოგია არის აჭარლების აჭარიდან გაგდება, მათი მიწების მითვისება და თურქებზე გაყიდვა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, ამასთანავე, აჭარის მტრები ამბობენ, რომ რახან ტაო-კლარჯეთი საქართველოა, ამიტომ საჭიროა ჩატარდეს რეფერენდუმი ტაო-კლარჯეთის ლაზებს შორის ტაო-კლარჯეთის საქართველოში შესვლის შესახებ (ანუ, ლაზებს აჯანყებისკენ მოუწოდებენ თურქეთის წინააღმდეგ), და ერთდროულად, ფაქტიურად, აცხადებენ, რომ რახან ლაზები მუსლიმანები არიან, ამიტომ საშიშები არიან, და საჭიროა მათი გაგდება ტაო-კლარჯეთიდან, მათი მიწების მითვისება და თურქებზე გაყიდვა.

აჭარლები, ხვდებით, აჭარის მტრები რა გიჟები არიან? აჭარის მტერი გიჟები ეუბნებიან ლაზებს, აჯანყდით თურქეთის წინააღმდეგ, იომეთ თურქეთის მთავრობასთან, რა დროსაც თქვენ ან დაიღუპებით, ან გაიმარჯვებთ, და თუ აჯანყებას მოიგებთ, მერე, ჩვენ, გიჟები, თქვენ, გამარჯვებულ აჯანყებულებს, იმ საბაბით, თქვენ,  ლაზები, აღმსარებლობით მუსლიმანები რატომ ხართო,  თქვენს მიწას წაგართმევთ, გაგაგდებთ თქვენი მიწიდან იმ თურქეთში (!), ვისაც აჯანყება მოუწყვეტო, თქვენსგან წართმეულ მიწებს კი აფერისტულად იგივე თურქებს მივყიდითო?!

აჭარლებო, მიხვდით, თქვენი მტრები გიჟები არიან.

ამიტომ არის, რომ აჭარლებისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ რელიგიურ თავისუფლებას უარყოფენ. აზრზე ვერ მოვლენ, სანამ რელიგიური შუღლის გაჩაღებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სასჯელს არ მოიხდიან.

ყოველი გონიერი ადამიანისთვის აშკარაა, რომ რწმენის საკითხი, ადამიანის პირადი საქმეა. და სხვა არავისი, მათ შორის, არც სახელმწიფოსი. წარმართობა იქნება, ქრისტიანობა, მუსლიმანობა, ბუდიზმი, თუ რომელიმე სხვა, ან, გაზიარების მიხედვით,  პირველი რელიგია, ან შუა, ან ბოლო რელიგია, ეს დეტალებია, ისტორიის ეტაპები.  ადამიანმა შეიძლება ხან ერთი რელიგია გაიზიაროს, ხან მეორე, ხან მესამე. მთავარი ის არის, რომ მრავალკონფესიულ, მრავალეროვნულ სახელმწიფოში ერთი რომელიმე ჯგუფის მთავარად, სხვებთან შედარებით უპირატესად, გამოცხადება, ეს არის  სახელმწიფოს დაშლის დასაწყისი. ეს არის სახელმწიფო ღალატი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. სახელმწიფო დამნაშავეების ადგილი არის ციხეში.

მოკლედ ვიტყვი, ვისაც არ მოსწონს აჭარლები, სრული უფლება აქვს წავიდეს ისტორიულ სამშობლოში, ”ჯანდაბა”-ში,  ქალაქია ირანის ტერიტორიაზე.




კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
22.09.2019






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები