ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 სექტემბერი, 2019


დეიკის ,,გამწვანებადი” ლანდები

დეიკის “გამწვანებადი” ლანდები?
- - - - -

დიდი ეჭვი მაქვს, რომ გალაკტიონის
“და ვან დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე”, გაუგებრობის წყალობით შეიქმნა.
მხატვარი ვან დეიკი არასდროს ყოფილა გატაცებული მწვანე ფერით, არც ლანდებით...
არადა ბგერწერას დაუკვირდით:
ვან/ მწვან
დეიკის/დებივით/ დება
ესე იგი, კორექტურა - ნაკლებ სავარაუდოა
რაშია საქმე?
საიდან გაჩნდა ეს გამწვანებადი ლანდები?
დღეს რომაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ყველაზე და ყველაფერზე, ეს გალაკტიონსა და მის თანამედროვეებს არც დაესიზმრებოდათ.
ვერც მსოფლიოს მუზეუმების ხილვის ფუფუნება ჰქონდათ (პ. იაშვილის პარიზული მომენტი - გამონაკლისია),
რეპროდუქციებითა და ყურისმოკვრით იქმნიდნენ წარმოდგენას.
ლანდებს,  თანაც მწვანედ ხატავდა
არა ვან დეიკი, არამედ ჟღერადობრივად მისი მსგავსი სახელის მქონე მხატვარი ვან ეიკი.
(Jan Van Eyck)
მისი ტილო “ამოლფინის პორტრეტი”, სადაც კედელზე დაკიდებულ მრგვალ სარკეში არა რეალობა, არამედ “ლანდური” გამოსახულებანი ირეკლება, დღემდე მიჩნეულია ყველაზე მისტიურ ფერწერულ ტილოდ.
(იხ მრგვალი სარკე)
ესეც მისი ნამუშევრები.
( ვცდი, თუ დაიდო ილუსტრაციები)

@ნინო დარბაისელი

https://en.m.wikipedia.org/wiki/Jan_van_Eyck

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები