ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
23 სექტემბერი, 2019


ჩემი პროფესია 38_ე თავის მეორე ნაწილი და სრულიად 39_ თავი ერთად!

თავი 38_ე
        ნაწილი მეორე კასეტა

- ნია არაფერი მესმის რას ამბობ.
- მიდი ადექი და გამოფხიზლდები.
- არ შეიძლია.
- კარგ მაშინ ვიცი რასაც გავაკეთებ.
- წყალი? კარგი აზრი იყო. ახლა მშვიდად ამიხსენი რა ხდება.
- ბებიაჩემის სეიფშია მტკიცებულებები.
- ეხლა არ მითხრა...
- არა, ჩვენ არ წავალთ.
- აბა ვინ წავა?
- გიორგი.
- გიორგი მაგას არ გააკეთებს.
- გააკეთებს... ადექი მივდივართ!
- მოიცადე! მგონი შენ დაგავისწყდა ვინ ვართ ერთმანეთის .
- არა არ დამვიწყებია.
- აბა ლოყაზე ბებიაშენს აკოცე.
- ბავშვებო, ასეთ დროს სახლში რას აკთებთ? ლექციები არ გაქვთ?
- დედა, პირიქით მე უნდა მეკითხა სალონში რატომ არ ხარ?
- გეყოფათ სიცილი და დროზე წადით უნივერსიტეტში.
- რა ხდება სახლიდან, რატომ გვაგდებ?
- არ არის ეგ შენი საქმე.
- ნეტა რა ხდება?
- მოდი ნუ იყურები ფანჯარაში მე გეტყვი, რაც ხდება.
- მიდი გისმენ.
- ცოტახანში დედაჩემის სამი დაქალი მოვა, მათ სშორის მამიდაშენიცაა. ნუ აქამდე ხუთნი იყვნენ დედაჩენიც აქ იყო ხოლმე.
- რის გამო იკრიბებიან ისინი ასე.
- სერიოზულად გაინტერესებს?
- აუ გაბრიელ თქვი ბოლოს და ბოლოს ნუ დამტანჯე.
- რადგან არ იშლი.
- გაბრიელ!!!
- კარგი ხო ნუ ყვირი.
- თქვი.
- მკითხავს ელოდებიან.
- სერიოზულად?
- ხო იცინე იცინე და ეგენი მართლა მკითხავს ელოდებიან. აი, ასე ჩამოარიგებენ ყავას, შემდეგ ჭიქებს ამოატრიალებენ და მის გაშრობას დაელოდებიან.
- კარგი საკმარისია აღარ მაინტერესებს.
- მოიცადე მაგას, რომ მორჩებიან კარტით მკითხაობაზე გადადიან.
- გაბრიელ მოკეტე.
- ჩემი შეყვარებული ჩემს გაჩუმებას ცდილობს. გესმით?! აქ, არავინ ხართ?!
- ცოტახნით ჩვენი ურთიერთობის შესახებ ნურაფერს ვიტყვით. ხალხი არასწორად გაიგებს.
- რატომ? იმიტომ, რომ ბიძაშენის ნათლული ვარ?
- დამიჯერე ასე აჯობებს.
- შენი კოცნა, რომ მომინდება რას გავაკეთებთ?
- შეტყობინებით გამომიგზავნე.
- შეტყობინებით...
- საკმარისია! ბებიაჩემი აღარ ახსენო.
- წამოდი გიორგის შევხვდეთ.
- სად არის?
- ბარშია და ჩვენ გველოდება.
- რატომ აღარ მღერით.
- დღეიდან ბარში მხოლოდ შაბათ კვირას დავუკრავთ.
- გიორგი როგორ ხარ?
- გამაგებინეთ თქვენ, სულ ერთად ყოფნას, როგორ ახერხებთ?
- ე, ვაჟკაც! შენ როდის აქეთია ბარბარეთი ხარ დაინტერესებული?
- რაა?
- გაბრიელ არ გინდა.
- რა გინდათ ჩემგან?
- გიორგი შენი დახმარება გვჭირდება.
- ნია რაში გჭირდება ჩემი დახმარება?
- ბიჭო, შენი დახმარება გჭირდებაო ვერ გაიგე რა თქვა?
- გაბრიელ ცოტახნით სუფრთა ჰაერზე გადი მოგიხდება.
- არა, იყოს, აქაც კარგი ჰაერია.
- ბებიაჩემის  სეიფიდან კასეტა უნდა მოიპარო.
- სერიოზულად? მე სეიფის კოდი არ ვიცი.
- მე ვიცი.
- სიცოცხლე მართლა?
- რაა? ახლა გაბრიელმა რა თქვა?
- გიორგი მოგესმა... დილით არ უსაუზმია და სისულელეებს ლაპარაკობს.
- რა არის პაროლი?
- აი, გამომართვი. პაროლი ფურცელზე წერია.
- ეგ კასეტა სასწრაფოა?
- რაც მალე მით უკეთესი.
***
  ახლა დგახარ და უსაშველოდ უყურებ მის თვალებს, აკვირდები ტუჩის კუთხეში ოდნავ პატარა ორმოებს. მის სახე, ისეთი მშვიდია გავიწყებს ყველას და ყველაფერს. პრობლემებს იმ სირთულეებს გავიწყებს რისი გადატანაც ყოვე წამს გიწევს. ახლა ხვდები, რომ ეს ადამიანი მიისაკუთრე და ყველაფერს გააკეთე იმისთვის, რომ არსად გაუშვა. სიყვარული ძალიან ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერი აკძალული სიყვარულია. მთელი რვა წლის განმავლობაში მისი სახეს ჩემს გონებიდან არ ვიგდებდი. ხშირად ჩამოვჯდებოდი ფანჯარასთან მარტო და ხშირად წარმოვიდგენდი მის გამოხედვას. ახლა როცა აქაა ჩემს გვაერდით უფრო მეშინია. მამას დღიურების წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ადამიანები, ზოგჯერ ცხოვრებას ერთი შეცდომით ინადგურებენ. ასე მოხდა მაკას შემთხვევაში და შემდეგ მამაჩემის ცხოვრება წარიმართა ასე. არ ვიცი ამ შემთხვევაში რა არის შეცდომა ის, რომ გაბრიელი შემიყვარდა? არ ვიცი ამას როდემდე დავმალავთ, მაგრამ ზუსტად ვიცი ამას არავინ შეეგუება და ადრე თუ გვიან ჩვენს დაშორებას შეეცდებიან. მამაჩემი გარდაიცვალა, მაგრამ ზუსტად ვიცი სუფრთა სულით დატოვა ეს სამყარო. ,,მამა არ ინერვიულო მე უკვე ვიცი სიმართლე, მაგრამ მე ისეთიც მიყვარდი, როგორიც გაგიცანი. ჩემთვის მაგას, რომ პრობლემა ჰქონოდა რვა წლის წინ ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“. მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჩემს მშობლებს, ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ.
***
- რა მოხდა რაზე ჩაფიქრდი?
- არაფერია ყურადღებას ნუ მომაქცევ.
- არა მიდი მითხარი.
- მამას დღიურებზე ვფიქრობდი და კიდევ ჩვენზე.
- ჩვენზე?
- ხო ჩვენზე. ასე გაგრძელება არ შეიძლება.
- კარგი რა, თავიდან ნუ დაიწყებ.
- კარგი გავჩუმდები.
- სად არის ნეტავ შენი ძვირფასი მეგობარი ამდენ ხანს, რომ გვალოდინებს?
- აი მოდის.
- ვხედავ.
- გიორგი რა ქენი? მოიტანე კასეტა?
- ვერა, შეუძლებელია კაბინეტში შესვლა, თანაც კამერები უყენიათ მთელ სახლში.
- მე ვიცი, როგორც შევალ.
- როგორ?
- ბატონისთვის წიგნი მაქვს დასაბრუნებელი.
- ნია გეხვეწები არ წახვიდე რამე შარს არ გადაეკიდო.
- შენ აქ დარჩი და დამელოდე.
- მარტო აქ რა უნდა გავაკეთო?
- რატო მარტო გიორგი ხომ აქაა?
- სერიოზულად?
- მე წავედი.
- მოიცადე!
- რა გინდა?
- დარეკე თუ ფეხს რამეს წამოკრავ კარგი?
***
  სახლში, სადაც უამრავი ფანჯარაა. სახლში, სადაც ძაღლსაც კი ჰყავს დაცვა. აქ, ამ სახლში, ყველაზე თბილად მაინც მზარეული ქალი მხვდება. ეზოს შესასვლელშივე ძალიან თავაზიანად მომესალმა და ტკბილეულზე დამპატიჟა.  მოვიმიზეზე, რომ ხელების დაბანა მინდა და სააბაზანოს ოთახამდე მიმაცილა. ქალი, როგორც კი მოშორდა კარს მე ეგრევე მის კაბინეტში შევედი. კამერა პირდაპირ მაგიდას უყურებს სეიფი კი მეორე მხარესაა ნახატის უკან. ახლა მინდა ძალიან გავიცინო, მაგრამ მზარეული ყველაფერს მიხვდება. რაზე? ქალბატონ ბარბარეს, მის კაბინეტში რობიზონ კრუზოს პორტრეტი უკიდია. არა, გემოვნება ნამდვილად ჰქონია თან უფრო დიდი ფანტაზიებიც, რადგან მის უკან მალავს სეიფს. სეიფის კარი გავხსენი დანომრილ კასეტას ხელი მოვკიდე თუ არა დერეფნიდან ვიღაცის ხმა შეომეცმა. მზარეული ბარბარეს ელეპარაკება და დაჟინებით თხოვს, რომ ბაღში გაჰყვეს. მე ამასობაში კასეტა ჩანთაში ჩავდე და სამზარეულოში ჩავედი. მოგვიანებით მზარეული მოდის და მეუბნება: სულ ცოტაც და გამოგიჭერთდა. მეორედ ასე არ მოიქცე კარგი? თუ რამე დაგჭირდება მე მითხარი. ქალი ჩემთვის სრულიად უცხოა, მაგრამ დახმარები ხელი მაინც გამომიწოდა. წამოსვლისას სამზარეულოს კართან ბატონს შევხვდი. მივესალმე და თავაზიანად გადავუხადე მადლობა წიგნისთვის. ახლა ძალიან კმაყოფილი ვბრუნდები სახლიდან ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ვინ გაცდის.
***
- შეჩერდი!
- ჩემო ძვირფასო ბებია, როგორ გამიხარდა თქვენი ხილვა.
- გაიწიე ნუ მეხები.
- როგორ კარგად გამოიყურები. ეს კაბა პარიზში იყიდე?
- კი საიდან მიხვდი?
- მარკა კაბიდან ჯერ კიდევ არ მოგიხსნია.
- რა იყო ასე მეტისმეტად მშვიდად რატომ ხარ?
- ბებია შენ ისეთი ლამაზი ხარ მზეც ჩაქვრა.
- საკმარისია! აქ რას აკეთებ?
- ბატონისთვის წიგნი მქონდა დასაბრუნებელი.
- რა წიგნია?
- მონანიება. ხომ არ გინდა შენც წაიკითხო? კარგი წიგნია ძალიან.
- მკვლელის ქალიშვილო, მოშორდი აქედან!
- გეშლება ბებია. ქალიშვილი არა შვილიშვილი.
- რას ბოდავ?
- ნახვამდის ჩემო ძვირფასო ბებია.
- ეს აქ, როგორ შემოვიდა?
- ბატონმა მისცა ამის უფლება.
- ის გოგო, ასე მშვიდად რატომ დაიარება ამ სახლში?
-  იმიტომ, რომ აქვს ამის უფლება.
- მე არ ვაძლევ ამის უფლებას.
- ქარბატონო, ეს ჩემი სახლია და მე ვიღებ აქ გადაწყვეტილებებს.
- ან ეს გოგო არ შემოვა აქ ან მე წავალ ამ სახლიდან.
- კი ბატონო მიბრძანდით.
- ტატიანა!!!
- გისმენთ ქალბატონო.
- მე რატომ მისმენ? სასწრაფოდ ჩემი ნივთები ჩაალაგე იმ სახლში არ დავრჩები,  ვისაც ჩემი ნახვა არ უნდათ.
- დიახ ქალბატონო ახლავე.
- ტატიანა!
- გისმენთ ქალბატონო.
- ჩემს კაბინეტში ვინ იყო?
- არავინ ქალბატონო.
- ახლავე ყველა ჩემს კაბინეტში შეკრიბე.
***
  დარწმუნებული ვარ ქალბატონი ბარბარე, ახლა მთელ სახლს აიკლებს. ძალიან მალე შეამჩნევს, რომ კასეტა აკლია და ყველაფერს გააკეთებს მის მოსაძებნად. თუ, ეს დღესვე შეამჩნია შეიძლება ეჭვი ჩემზე მიიტანოს. ახლა ძალიან სწრაფად გაბრიელს მოვკიდე ხელი და ის ინფორმაცია, რაც კასეტაზეა დისკზე უნდა გადავიტანოთ.
***
- აი, მეც მოვედი.
- რა ქენი მოიტანე კასეტა?
- კი მე მაქვს.
- მაშინ მე წავალ.
- კარგად გიორგი.
- რას აკეთებდით სანამ მე არ ვიყავი?
- ცოტა მამაკაცურ თემებზე ვსაუბრობდით.
- რაზე?
- მაგას არ გეტყვი.
- ახლა სად წავიდეთ?
- წამოდი ჩემთან სტუდიაში წაგყვან. იქ, გადავწეროთ კასეტა.
- კარგი წავიდეთ.
- ეს არის შენი სტუდია?
- ჩემი არა ჩემი მეგობრისაა, თუმცა ერთად ვმუშაობთ.
- არავინ არის?
- ჯერ არა საღამოს სიმღერა უნდა ჩავწეროთ თუ გინდა დარჩი და მოუსმინე.
- ხო იცი ვგიჟდები, როცა შენ მღერი.
- კიდე?
- კიდე რა?
- კიდე ვისზე გიჟდები?
- ერთ ჩვეულებრივ თავქარიან ბიჭზე.
- მოდი ჩემთან!
- მოიცადე არავინ დაგვინახოს.
- ვინ უნდა დაგვინახოს აქ არავინაა.
- გაბრიელ გთხოვ.
- კარგი ხო. წამომყევი სანამ დისკდე გადაიწერება იქამდე ვიმღეროთ.
- მე და შენ?
- რატომაც არა. რაიყო შეგეშინდა?
- არა, არ მეშინია.
***
სიმღერა-შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან
გაბრიელი _  შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი, აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები, და შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი, აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები.და ისევ წვიმას აპირებს მე მისველდება ფრთები, მხოლოდ შენ მეფერადები აქ მარტო..! და ისევ წვიმას აპირებს მე გათენებას ვხვდები, შენი სახლისკენ მორბიან ტალახიანი კეტები.
- ამას ვერ შევძლებ.
- მიდი შენ შეძლებ გააგრძელე.
ნია_    დილიდან დაღამებამდე მშრალია დღე, მასთან ბოლო განშორების შემდეგ ჩუმია ზღვა, თუკი აღარ მოვწევ გვიან ღამით კოლოფზე მეტს, მხოლოდ მაშინ როცა მეტყვის, იციი?! აღარ წავალ. და თუნდაც ბოლო ღერივი ასანთივით ჩავქრე, ვუნაწილებ სუნთქვას არ მინდა წავიდეს ადრე, ვცურავ შავი ზღვის ბოლო ჰორიზონტამდე, ვუტოვებ კარებს ღია დეკემბრის მოსვლამდე.
ორივე ერთად_  და მე მის მუხლებზე ძილი მომინდა, და გვირილებს მოვპარავ მინდორს, დღეს უფრო მშვიდია თვალები თბილია დღე. და მე მის მუხლებზე ძილი მომინდა, გვირილებს მოვპარავ მინდორს, დღეს უფრომშვიდია თვალები თბილია დღე.
გაბრიელი_ შენ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი, აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები, შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი, აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები.
***
- არ მჯერა, ჩვენ ეს შევძელით.
- კარგად მღერი რატომ არ იყენებ ამ შესაძლებლობას?
- სერიოზულად? მე კი მეგონა, რომ მხოლოდ აბაზანაში ვმღეროდი კარგად.
- ამ ჩანაწერს აუცილებლად შევინახავ.
- კარგი რა, გთხოვ არავის მოასმენინო.
- ვინ გირეკავს?
- დაჩია.
- მომეცი მე ვუპასუხებ.
- გაბრიელ რას აკეთებ? დამიბრუნე ტელფონი.
- რა უნდა? რატომ გირეკავს?
- ნუ სულელობ იქნებ რამე აინტერესებს.
- ხოდა მე გავარკვევ.
- რა მოხდა?
- გაითიშა.
- ყოჩაღ, გაბრიელ ყოჩაღ!
- ვაა, ძმას გაუმარჯოს! ადრე მოსულხარ.
- მოვედი, მაგრამ მარტო არ ვარ.
- ხო მაგას ვხედავ.
- ჯაბა გაიცანი ეს ნია. ნია გაიცანი ეს ჩვენი პროდუსერია ჯაბა.
- სასიამოვნოა.
- მალე ილია მოვა ლოლასთან ერთად.
- მაგას რაღა უნდა?
- ალბათ ყოფილი შეყვარებული მოენატრა.
- მოიცადე თქვენ მართლა დაშორდით ერთმანეთს.
- კი ძმაო, ხო იცი, რომ არ იყო ეგ გოგო ჩემი შესაფერისი.
- მაინც გამიკვირდა ასე მარტივად, როგორ მოიშორე თავიდან.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ რა.
- ჯაბას სალამი. გაბრიელ?
- ლოლა როგორ ხარ?
- ბავშვებო იცოდით, რომ ნია და გაბრიელი დაძმა არიან?
- რაა? ეგ როგორ?
- გაბრიელი ნიას ბიძამ მონათლა.
- სერიოზულად ძმაო?
- მე წავედი.
- ნია დამელოდე!
- გაბრიელ ხომ გითხარი არავისთვის გეთქვა.
- შენს თავს ვფიცავარ ეს მე არ მითქვამს.
- აბა საიდან გაიგო?
- არ ვიცი.
- ვინ გირეკავს?
- მამაჩემია.
- მოიცადე მე ბიძია მირეკავს.
***
- გისმენ მამა რა ხდება?
- არ ვიცი ეხლა სადაც არ უნდა იყო და რა საქმეც არ უნდა ჰქონდეს ყველაფერი გადადე და აქ მოდი ჩემთან ოფისში.
- რა ხდება, ხო მშვიდობაა?
- დროზე! გელოდები...
***
- რა უნდოდა?
- ოფისში დამიბარა
- მეც იგივე. ბიძია მიბარებს...
- ნეტა ამჯერად რა ხდება?
- არ ვიცი, მაგრამ ბიძიას ხმა არ მომეწონა.
- არც მამაჩემის.
***
  ჯერ ის ვერ მოვინელე, რაც იმ ალქაჯმა თქვა და ახლა მივდივარ ბიძიას ოფისში და არც კი ვიცი წინ რა დაგვხვდება. ასეთი გაბრაზებული ბიჩაჩემის ხმა ტელეფონში პირველად მოვისმინე. მივდივარ და ფეხემი უკან მრჩება. გაბრიელი მამშვიდებს. ,,კარგი რა, ნუ ნერვიულობა არაფერი ისეთი არ იქნება.“ აი, როგორც კი ოფისში ფეხი შევდგი ბებიაჩემის ისტერიკული ყვირილი მესმის. ,,დაიჭირეთ! ის გოგო თაღლითია მან ჩემი სეიფი გახსნა და ფული მოიპარა.“ ფული? რას ბოდავს? ,,ახლა თავში გაუქანებ ამას რამეს_ეს მე ვარ...“ პირველი, რაც გამახსენდა იყო კასეტა. ის, აქ, კასეტის გამო მოვიდა. ღმერთო ჩემო... ამ ქალმა, ასაკი მაინც არ იცის? ამხელა ხმა რა პირიდან ამოსდის.
***
- შემოდით დასხედით...
- დაიჭირეთ! მან მე ფული მომპარა.
- რა ფული? რას ბოდავ ეს ქალი?
- ის ჩემს კაბინეტში დაუკითხავად შევიდა.
- ქალბატონო, დამშვიდდით თუ შეიძლება.
- ბიძია მე ქურდი არ ვარ... მე არაფერი მომიპარავს.
- მამა, ნია სიმართლეს ამბობს. მას არაფერი მოუპარავს. მთელი დღე ერთად ვიყავით.
- მკვლელის ქალიშვილო, კასეტა დამიბრუნე.
- ხედავთ რა მალე გამოაჩინა ტავისი ნამდვილი სახე? ის, ფულზე კი არა კასეტაზეა მოსული.
- რა კასეტაზეა საუბარი?
- გაბრიელ მიეცი მამაშენს და საკუთარი თვალით ნახოს.
- ეს რა არის? მე შევამოწმე და ამ კასეტაში ეს არ ეწერა.
- ნია კასეტა შეცვლილია.
- ვინ შეცვლიდა კასეტის შესახებ მხოლოდ მე შენ და გიორგიმ ვიცოდით.
- გიორგი....


თავი 39_ე
                                                                    გარდასახვა თუ დაბრუნება?
  რაშია ადამიანის სიძლიერე? თითქოს და არავინ არ უნდა გძულდეს. პირიქით ყველა უნდა გიყვარდეს. პატიება უნდა შეგეძლოს. მეგობრისთვის გაგება უნდა შეგეძლოს. საყვარელ ადამიანს უნდა ესმოდეს შენი და სწორედ მაშინ უნდა იყოს შენს გვერდით, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდება. ამტანი უნდა იყო უნდა შეგეძლოს ყველაფრისგან შორს ყოფნა.  შენი ქვეყნისგან, შენი ხალხისგან მოშორებით უნდა დაიწყო ახალი ცხოვრება, რადგან დღეს ასე არის საჭირო. უნდა აიტანო მონატრებისგან გამოწვეული ტკივილი. უნდა იტირო ჩუმად, მალულად,რადგან სხვამ არ ნახოს,რომ შენ სუსტი ხარ. განა რაშია ადამიანების ძალა? ერთ პრობლემას მეორე, რომ მოყვება და შემდეგ ასე შეიძლება დაუსაბამოდ გაგრძელდეს.ამის შემდეგ შენ უკვე იბნევი, გიჩნდება საკუთარ თავთან  შეკითხვა: საიდან დავიწყო ამ პრობლემების მოგვარება? სიძლიერეა, როცა ყოველგვარი წინაღობების გარეშე წინ მიიწევ, სიძლიერეა გაუღიმო იმ ადამიანებს, ვისაც არ უნდა შენი წარმატება. მე მამაჩემმა მასწავლა, რომ არავინ არ უნდა მძულდეს პირიქით სიყვარული უნდა ვისწავლო, პატიება უნდა შემეძლოს, უნდა დავიცვა საყვარელი ადამიანი და მუდამ ვიდგე მის გვერდით, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება. არ წავალ ქვეყნიდან, რა პრობლემაც არ უნდა არსებობდეს მე აქ დავრჩები იმ ყველაფრის მიუხედავად, რომ ბებიაჩემს არ უნდა ასე. იმ დღემ და ბიძიას ოფისში გატარებულმა საათებმა ჩემთვის ძალიან მძიმედ ჩაიარა. ბებიაჩემის, ბიძაჩემის და თომას წინაშე ვიჯექი შერცხვენილი. თავი გამუდმებით ქვემოთ მქონდა ჩახრილი და ვითვლიდი წუთებს, რომ იქიდან რაც შეიძლება მალე გამომეღწია. მალევე დაიბარეს გიორგი, თუმცა მან ეგრევე აღიარა, რომ კასეტა მას არ ჰქონდა. დიდი ხნის დაკითხვის შემდეგ ის, მაინც იგივეს იმეორებდა. თომამ მისი შვილი, გვერდით ოთახში გაიყვანა და ასე რამოდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს.
***
თომას და გაბრიელის საუბარი.
- რა ხდება გაბრიელ? შენ ამდენი ხანი ერთ გოგოზე არასდროს შეჩერებულხარ?
- მამაა... ეს რა სიტყვებია? არ შეგეფერება ამხელა დეტექტივ კაცს.
- მოკეტე და მითხარი რამე ხდება თქვენს შორის?
- რა აზრი აქვს რამის თქმას, რომ გითხრა არა არაფერი არ ხდება, შენ, მაინც წახვად და ყველაფის გარკვევას შეეცდები.
- სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ...
- რა გინდა რა გაინტერესებს?
- ყველაფერი...
- არა, ყველაფერს ვერ მოგიყვები. ისე, შენ არასდროს არ გითქვამს მარის, როდის აკოცე პირველად და მე რა პონტში...
- ბიჭო... წესიერად!
- ეგ არა მეორე! აი,  ეგ მეტისმეტად მძიმეა. კარგი ხო... დადე ეგ საქაღალდე და გეტყვი, რაც საჭიროა.
- დავდე მიდი ახლა გისმენ.
- არ ვიცი რა ხდება და ამჯერად ხელები რაში გაქვთ გასვრილი,მაგრამ ჩემი გოგო არაფერს შუაშია.
- შენი გოგო?
- ხო რა იყო პირველად გესმის ჩემგან ეს სიტყვები?
- გაგიკვირდება და კი. აქამდე ყველას, როგორც შენი ნაშა ისე მოიხსენიებდი.
- ხო ერთმანეთი მოგვწონს და ვერ ვხვდები რაშია პრობლემა?
- ვინ ბიჭო ნია? შენ ხო არ გაგიჟდი შენ დაგავიწყდა, რომ...
- კი ვიცი, რომ ბიძამისი ნათლიაჩემია, მაგრამ...
- რა მაგრამ? დაასრულე ეს ყველაფერი სანამ დროა. პრობლემები არც მე და არც შენ არ გჭირდება.
- მამა პირველად ვარ გოგოზე ასე შეყვარებული. მასთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იცი რა კარგად მღერის? გინდა მოგასმენინო? აქ,  მოსვლამდე სტუდიაში სიმღერაც კი ჩავწერეთ.
- არ მაინტერესებს! დაასრულეთ მალე ეს სპექტაკლი.
- შენ ვინ გითხრა?
- რა?
- ის, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით?
- შენმა ყოფილმა შეყვარებულმა, თუ ნაშამ რავი, ვინც არის.
- ეხდა აქედან ორივე წადით და გაფთხილებ...
- საკმარისია... უკვე გავიგე რისი გაგემაც მინდოდა.
***
  ნამდვილად არ ვიცი იმ საღამოს ერთმანეთში რა ისაურეს, მაგრამ უკვე მესამე დღეა გაბრიელს ვერც უნივერსიტეტში შევხვდი და ვერც მის სახლში. დღეს ,,სიმშვიდის სახლში“ ვაპირებდი წასვლას იქნებ და იქ არის, თუმდა დღეს მუსიკის გაკვეთილი მაქვს და ვერ გავაცდენ. რაც სწავლა დავიწყო მუშაობისთვის დრო საერთოდ არ მრჩება. მხოლოდ შეფის გაკვეთილებზე მივდივარ. პროფესია, რომელიც მე ავირჩიე ბევრმა დღემდე არც იცოდა. არც მამიდასთვის მითქვამს თუ რაზე ვაპირებდი სწავლას. ერთხელ მახსოვს მე და მამა ვსაუბრობდით. მან მითხრა: ,,სწორად შეარჩიე პროფესია, რადგან შენს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება შენს პროფესიას. იქ, უნდა იყო, სადაც შენი ადგილია. ის, საქმე უნდა გააკეთო, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს. გიყვარდეს შენი საქმე და ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართულები. აიღე მაგალითი ,,დეტექტივებიდან“ ისინი საკმაოდ ძლიერები არიან თავიანთ სფეროში. ისინი ერთმანეთზე დაყდნობით მუშაობენ. თომამ და გაბრიელმა, არაერთხელ დაამტკიცეს ფროფესიონალიზმი. ისინი არასდროს უშინდებოდნენ სირთულეებს. ოჯახი სახლში ელოდებოდათ, თუმცა მათ საქმე, მაინც ბოლომდე მიჰყავდათ.“ მე საკუთარი თავი რამოდენიმე წლის წინ სამზარეულოში ვიპოვე. მართალია ყველაფერი ჭურჭლის რეცხვით დაიწყო, თუმცა სააბოლოოდ, მაინც დავიმკვიდრე ჩემი ადგილი. აქედან გამომდინარე ყველა დარწმუნებული იყო, რომ პროფესიადაც ამას ავირჩევდი, თუმცა ასე არ მოხდა და მე დღეს ,,სისხლის სამართალზე“ ვსწავლობ. ამ პროფესიაში საკუთარ თავს ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ვხედავდი. მაშინ, როდესაც ვხედავდი, როგორ უსამართლოდ ექცეოდნენ ქუჩაში მიტოვეულ ბავშვებს მაშინ, როდესაც გამუდმებით ჩამესმოდა ყურში უსამართლობა. სწორედ მაშინ ვთქვი, რომ მე აუცილებლად გავხდები ადაიანების უფლებების დამცავი. აქ, ჩვენს ქალაქში ხშირია ისტორია შვილმკვდარ დედაზე, რომელიც წლების განმავლობაში მისი შვილის მკვლელის დასჯას მოითხოვს. აქ, ჩემს ქალაქში, სიტყვა უსამართლობა გამუდმებით ისმის და მე მზად ვარ 4 წლის შემდეგ მაქსიმალურად ჩავერთო იმ ადამიანებთან ერთად ვისაც დაცვა სჭიდებათ. 
  ჩაფიქრებული გავდივარ უნივერსიტეტის დერეფანს და ვფიქრობ გაბრიელზე. იქნებ უკვე დაასრულა ყველაფერი? მიხვდა, რომ შეუძლებელია ჩვენი ურთიერთობა და უბრალოდ ასე უთქმელად გაქრა. კარგად, რომ არ ვიცნობდე ამ ყველაფერს დავიჯერებდი, მაგრამ გაბრიელი ასე ვერ წავიდოდა ის, ასე უპასუხოდ ვერ დამტოვებდა. ჩაფიქრებული შევდივარ მუსიკის გაკვეთილზე და ვხედავ, რომ დაჩისთან ერთად კიდევ რამოდენიმე მოსწავლეა. ჩემთვის ეს მე_7 გაკვეთილია და მე უკვე გუნდში ვარ. ამ რთული დღეების შემდეგ არ მეგონა თუ კიდევ რამე გამახარებდა. დაჩიმ ჩემი თავი ყველას გააცნო და გაკვეთილი ერთად დავიწყეთ. რამოდენიმე წუთის შემდეგ შევამჩნიე, რომ კართან დაცვა აღარ იდგა და დაჩიც მეტად ბედნიერი ჩანდა. გაკვეთილი 40 წუთის შემდეგ დასრულდა. სახე გაბრწყინებულ დაჩისთან მივდივარ და ვეკითხები:
***
- ვხედავ კარგად გამოიყურები მოხდა რამე? ისინიც წასულან.
- შენც შეამჩნიე ხომ? დედაჩემია ავადაა ვენები გადაიჭრა.
- მერე ეგ გიხარია?
- არა,დედაჩემი კარგადაა. უკვე გონს მოვიდაა. სასიხარულო ეს კი არ არის სასიხარულო ის ფაქტია, რომ მამაჩემი მოვიდა მის სანახავად.
- მერე რა მოხდა?
- დედაჩემმა ვაზა ესროლა თავში.
- რააა? შეფი ახლა კარგად არის?
- არა, არც ეგ არ მომკვდარა.
- ანუ რა გიხარია, მაინც ვერ გავიგე?
- ის, რომ გავთავისუფლდი. თავისუფალი ვარ!!! ახლა, რაც მინდა იმას გავაკეთებ. გინდა ჩემთან ერთად დელფინარიუმში წამოხვიდე?
- არა, დღეს მე ვერ შევძლებ.
- ნია გთხოვ... გპირდები არ შემიყვარდები.
- რას ამბობ?
- უბრალოდ ისე ლამაზად მიყურებ მეშინია არ შემიყვარდე.
- რა სისულელეა.
- კარგი ხო, უბრალოდ ვიხმუმრე. ყოველთვის ვფიქრობდი, როდესაც თავისუფალი გავხდები პირველად დელფინარიუმში წავიდოდი.
- რატომ მაინდადამიანც მანდ?
- იმიტომ რომ დეპფინი ერთადერთია ძუძუმწოვარია, რომელსაც  სიყვარულის გამოხატვა ყველაზე კარგად შეუძლია.
- არ ვიცი..
- კარგი რა, წამოდი თანაც კარგად გავერთობით.
- კარგი მაშინ წამოვალ.
- მოგვიანებით ჩემი მეგობარიც შემოგვირთდება წინაღემდეგი ხომ არ იქნები?
- არა რატომ? მოვიდეს...
- ცოტაც და მივალთ მანამდე მითხარი ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი.
- ჩემი საუკეთესო მეგობარი მარიამია. მან ყველაფერი იცის ჩემს შესახებ და შენი?
- ის, უკვე იქ არის და ჩვენ გველოდება.
- აქაურობა მართლაც, რომ ძალიან ლამაზია.
- აქ, პირველად ხარ?
- კი.
- წამოდი ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.
- სად არის შენი მეგობარია?
- აი, ჩემი გოგოც მოსულაა!
- ეს გოგო კი არა ქალია.
- ცოტაც და ვიფიქრებდი აღარ  მოხვიდოდი.
- მაპატეი დამაგვიანდა. უი, მართლა მარტო არ ვარ გაიცანი ეს ნიაა, ჩემი მოსწავლე.
- რა საყვარელი გოგოა... გამარჯობა ჩემი სახელი ევაა. ნუ გაგიკვირდება ასაკთა დიდი სხვაობა ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ.
- არა, არ არის პრობლემა.
- აბა დაჩი მზად ხარ დელფინებთან ერთად გაცურო?
- რათქმაუნდა! ოღონდ ამისთვსის აღჭურვილობაა საჭირო.
- მიდი გასახდელში უკვე გელოდებიან.
- თქვენ...
- ძალიან მეცნობა თქვენი სახე, მაგრამ ვერ ვიხსენებ.
- ნია შეუძლებელია მიცნო, რადგან ქალაქში ახლახანს დავბრუნდი.
- არა, მე ნამდვილად მაქვს  თქვენი სურათი, სადღაც ნანახი.
- წავალ დაჩის გავხედავ.
***
  უკაცრავად ტელეფონი გირეკავთ! სად წავიდა ეს ქალი? ეს ტელეფონიც რატომ არ ჩერდება? ,, ჩემი დის ყოფილი“ რა უცნაური სახელი დაუწერია მის ნომერზე. ან დაჩიმ სად ნახა ამხელა ქალი, მეგობრად. ალბათ დედად თუ ეკუთვნის ასაკით. ასე დიდ ხანს ველოდებოდი სკამზე ჩამომჯდარს. უკვე მესამე ჭიქა ფორთოხლის წვენი მოვატანინე მიმტანს. ისინი ჯერ კიდევ არ ჩანან. თითქოს და მიწამ ჩაყლაპესე. ნეტავ აქ რას ვაკეთებ? არა გასაგებია დაჩი ძალიან ბედნიერია, თუმცა მე რა შუაში ვარ?ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას ან ვიღაცას ველოდებ. აი, დაჩიმ წყლიდან თავი უკვე ამოყო და ბედნიერი სახით ხელს მიქნევს. ის ქალიც, მასთან შორიახლოს დგას ფოტოებს და ვიდეობს უღებს. ,,ჩამოდი არ გინდა? ძალიან საყვარლები არიან!“ დაჩი წყლიდან თავგამეტებით ამ სიტყვებს ყვირის. მოგვიანებით მიმტანი მიახლოვდება და მეუბნება: შენს შეყვარებულმა უკვე ყველა შეაწუხა იქნებ ჩახვიდეთ ქვემოთ. მე თავი ავწიე და გაბრაზებული ტონით ვპასუხობ: არ არის ეს ჩემი შეყვარებული. ხომ ვამბობდი... ეს შეგრძნება მკლავდა, მოლოდინის შეგრძნება და ეს მიმტანი გაბრიელი აღმოჩნდა.
***
- არა, გაბრიელ არასწორად გაიგე. მე...
- არ გინდა ნურაფერს ამიხსნი.
- გაბრიელ მან უბრალოდ ძალიან მთხოვა, თანაც..
- ნია საკმარისია!
- რა გაყვირებს?
- შენ მართალი იყავი ჩვენი ურთიერთობა შეუძლებელია.
- საყვარელო სად ხარ რამდენი ხანია გასახდელში გელოდები.
- ლოლა? თქვენ აქ...
- რაიყო რატომ გაგიკვირდა? მე და გაბრიელს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. შენ უბრალოდ დროებითი გასართობი იყავი.
- რას ბოდავ? ახლა მაგ თმებს დაგაწიწკნი! გამიშვი! გაბრიელ გამიშვი ეს გოგო უნდა დავახრჩო!
- ნია საკმარისია! გაჩერდი... შეხედე შენს თავს რას აკეთებ? ყველა შენ გიყურებს.
- გაბრიელ მართალია? ეგ გოგო სიმართლეს ამბობს?
- ნია მოგატყუე. ყველაფერი ტყუილი იყო. მე შენთან მხოლოდ ვერთობოდი.
- რას ამბობ? გაბრიელ ძალიან გთხოვ, ეს სიტყვები, რაც ახლა თქვი უკან წაიღე.
- სინამდვილეში მე მუსიკოსი არ ვარ. ეს ყველაფერი შენი გულის მოსაგებად გავაკეთე.
- საკმარისია! გაჩუმდი ძალიან გთხოვ...
- ,,სიმშვიდის სახლი“ ჩემი არ არის. ის კოტეჯი, მხოლოდ ერთი ღამისთვის ვიქირავე.
- არ გააგრძელო... არ შეგიძლია მოკეტო?!
- სინამდვილეში სურათი ტელეფონიდან მე გავუგზავნე ყველას.
- რატომ? რატომ გააკეთე ეს ყველაფერი?
- გაბრიელმა და ილიასთან სანაძლევო დედაშენის ქორწილში დადეს. პირობა იყო, რომ  ის, რესტორნიდად აარჩევდა ერთ გოგო და მისი გულს მოიგებდა.
- გაბრიელ ლოლა სიმართლეს ამბობს?
- სიმართლეა.
- ვნანობ! ძალიან ვნანობ, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოგიშვი.
- აქ რა ხდება? ნია რატომ ტირი?
- დაჩი ძალიან გთხოვ აქედან წამიყვანე.
- ბავშვებო ჩასხედით! მე მიგიყვანთ სადაც საჭიროა.
- რა მოხდა რა გააკეთა იმ არანორმარულმა.
- მომარტყუა, დამაცირა, გამომიყენა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საკუთარი შემზიზღებოდა.
- არ მინდა ჩავერიო, მაგრამ მაგ ბიჭს შენ ნამდვილად უყვარხარ.
- რა სიყვარულზე ქალბატონო საუბარი. ის ადამიანი, არარაობაა მან ჩემს გრძნობებზე ითამაშა. შეუძლებელია ასეთი ადამიანი, როგორ სუნთქავს საერთოდ.
- აი,მოვედით!
- თქვენ საიდან იცოდით მე სად ვცხოვრობ?
- მე ვუთხარი.
- გმადლობთ, რომ მომიყვანეთ.
- ნია დამირეკე კარგი?
***
    შეუძლებელია გესმოდეთ ჩემი. მე ხომ პირველად შევიყვარე. მე ხომ მას ვენდობოდი. მასთან ერთად საკუთარ თავს გაცილებით კარგად დავინახე. ახლა, როცა ვიცი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და მხოლოდ და მხოლოდ იმ წყეული სანაძლეოს გამო. უკვე აღარ ვიცი ამ ცხოვრებაში ვისი ან რისი უნდა მჯეროდეს. თითქოს და გული ნაფლეთებად მიქციეს. თვასწინ წამოვიდგენ პირველ გასეირნებას ველოსიპეტებით, წარმოვიდგენ პირველ ჩახუტებას, როდესაც დედაჩემის სახლიდან გვიან ღამით გამოვიქეცი. ტყე მახსენდება, ის წუთები, როდესაც ის ჩემზე ზრუნავდა. იმ სითბოს წარმოვიდგენ, რომელიც ჩემს სხეულს ჯერ კიდევ შერჩა. გული თითქოს საგულეში აღარ არის. ვტირი  გამეტებით და მავიწყდება თუ კიდევ  ვინმეა ამ სახლში. ოხ, რა ძნელი ყოფილა სიყვარულით მოყენებული ჭრილობები. არა! ვერ დავიჯერებ, რომ ყველაფერი აბსურდი იყო. ვერ დავიჯერებ, რომ მისი ჩემდამი გრძნობები იყო აბსურდი. სიმღერას ასე ლამაზად მხოლოდ სანაძლეოს გამო ვერ დაუკრავდა. მე ხომ მის გამო შევედი მუსიკაზე, მხოლოდ მის გამო, ვისწავლე გიტარაზე დაკვრა. ამ ყველაფერს მის გამო ჩავდიოდი. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი სიყვარული დასრულდებოდა, მაგრამ ასე? ასე ნამდვილად არ წარმოვიდგენდი. ვგრძნობ, რომ ჩემი გონება ძალიან ხმამაღალია ახლა აბაზანაში ვიკეტები და საშაპეს ვხსნი. არ მინდა ტანზე გავიხადო, რადგან ისევ გამახსენდება მისი ნაფერები ხელები და ისევ დავიწყებ მის შეძულებას. ჩემი ცრემლები, ახლა უკვე წყალს შეერწყა. წვიმა გამახსენდა და ჩვენი პირველი ცეკვა. სწორედ მანდ მითხრა, რომ მხოლოდ მისი ვიყავი, როგორ დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი, რომელიც უბრალოდ ზღაპარს ჰგავდა თამაში იყო. არ მინდა დავიჯერო, რომ ის კოცნაც თამაშის ნაწილი იყო. არ მინდა აქედან გავიდე, არ მინდა ვინმემ თვალებში ჩამხედოს. ვიცი მამიდაჩემი ეგრევე მიხვდება და დაკითხვას დამიწყებს. ვტირი და ადგილს ვერ ვპოულობ. ახლა უბრალოდ მინდა, რომ გავქრე. შესაძლებლობა, რომ მქონოდა ისევ გავიქცეოდი, თუმცა დიდი ხანია მივხვდი გაქცევა გამოსავალი არ არის.
***
- ნია ვიცი, რომ მანდ ხარ. გამოდი ცოტა ვისაუბროთ.
- მამიდა ძალიან გთხოვ ახლა საუბარი არ შემიძლია.
- ნია ახლა თუ არ ისაუბრებ უფრო ცუდად გახდები.
- მცხვენია ასე ვერ გამოვალ.
- ვიცი, რომ ტანსაცმელთან ერთად მიიღე შხაპი. კარი გააღე ხალათს მოგაწვდი.
- მამიდა ძალიან ცუდი დღე მქონდა.
- ეს რა არის? თვალები სულ ჩაგსიებია.
- ეს ყველაფერი მისი ბრალია.
- ვისი გაბრიელის?
- თურმე ეს პერიოდი მეთამაშებოდა. სანაძლეო ჩემს გამო დადო და უკვე მოიგო კიდეც.
- მოიცადე წესივრად ამიხსენი ძალიან გთხოვ ვერაფერი ვერ გავიგე.
- გაბრიელმა სანაძლეო მის მეგობართან დადო. მან ჩემი გრძნობებით ითამაშა. რა გაცინებს?
- მაპატიე ჩემი ქმარი გამახსენდა.
- მან რა  ჩაიდინა?
- მან და თომამ ჩათვალეს, რომ საქმისთვის ჩემზე შეყვარება საჭირო იყო.
- მერე რა მოხდა როგორ აპატიე?
- იმ დღესვე ვაპატიე და კოცნით დავემშვიდობე კიდეც.
- არა, მე არასდროს არ ვაპატიებ.
- კარგი ახლა ცრემლი შეიმშრალე კარადიდან, რაც შეიძლება ლამაზი კაბა შეარჩიე ამ საღამოს გასართობად მივდივართ.
- შეუძლებელია ასე მე ვერსად ვერ წამოვალ.
- წამოდი დამიჯერე შენთვის სულპრიზი მაქვს.
- და სად მივდივართ?
- ეგაც სულპრიზია.
***
  სოფიას, რომელსაც დასაწყისში თქვენ იცნობდით ძალიან თავქარიანი და პირდაპირი ქალი იყო. ის ყველაფერს გააკეთებდა დეტექტივის გასაგიჟებლად. ალბათ გახსოვთ ისტორიის დასაწყისში სოფიას დაცვა ჰყავდა. მან დაცვა ბოლოს იქამდე მიიყვანა, რომ ყველამ დატოვა სამსახური. დეტექტივმა, სოფია ერთხეს სარდაფშიც კი ჩაკეტა, რადგან უკან არ გაჰყოლოდა. საღამოს სახლში დაბრუნებულს კი გაქცეული დახვდა. საბოლოოდ სოფია, გაბრიელის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩა. სოფიას სილამაზე ძალიან თვალში საცემი იყო, რადგან ის ძალიან გამომწვევად და თამამად იცმევდა. განსაკუთრებით კი მაშინ,როცა დეტექტივი იყო მის გვერდით. რადგან დეტექტივი ძალიან დაკავებული პიროვნება იყო და სოფიაც არ აძლევდა მოსვენების საშუალებას. მასთან სახლში გადასვლის ისტორიაც მალევე განვითარდა. პირველი ეჭვიანობის მიზეზი ქრისტი იყო. ქალი, რომელთანაც ურთიერთობა აკავშირებდა. რაც დრო გადიოდა დეტექტივი სოფიათი იხიბლებდა და ვერც სოფია აგრძელებდა თამაში გაგრძელებას, რადგან თავადვე იკარგებოდა ამ თამასში. მოგვიანებით გაირკვა, რომ სოფიამ ონკანი გაბრიელის სახლში განგებ გააფუჭა, რადგან რაც შეიძლებოდა მალე დაბრუენბულიყო სახლში. მათი სიყვარულის ისტორია ნამდვილად, რომ საინტერესოდ დაიწყო. მათ ძალიან ბევრი რამ გადაიტანეს ერთად. ბევრ სირთულეებსაც გაუძლეს ერთად და დღეს ორი ანგელოზი გოგო ადასტურებს, რომ სიყვარული ყველას და ყველაფრის მთქმელია. ისტორია ასე დაიწყო და ეს ყველაფერი მე მამაჩემის მონაყოლიდან ვიცი. ,,ნია და გაბრიელი“ ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მე დედასთან ერთად ვცხოვრობდი. გაბრიელი ჩვენთან სტუმრად ხშირად მოდიოდა და ძალიან ბევრსაც ვსაუბრობდით ერთად. გვიანობამდე ვისხედით ბაღში და განვიხილავდით მომავალს. საინტერესოა არა? რვა წლის ბავშვი უკვე ვოცნებობდი, როდის გავხდებოდი დიდი. ახლა კი საერთოდ არ მინდა ვიყო იქ, სადაც ახლა ვარ. მამიდაჩემმა მომკიდა ხელი და ბარში წამომიყვანა.  ასეთ ადგილას პირველად ვარ. აქ, ისეთი ხმაურია, ჩემი საუბარი მე თვითონაც არ მესმის. გაკვირვებული ვაკვირდები ადამიანებიც ჩაცმულობა და კაბას უფრო ქვემოთ ვიწევ. განა რატომ უნდა წამოიყვანო ბავშვი ასეთ ადგილას, მაგრამ ეს ხომ მამიდაჩემია. მისგან არაფერი არ გამიყვირდება. ასე ვზივარ ბართან და ვფიქრობ ამის შემდეგ რა უნდა გამიკვირდესთო და ვხედავ დედაჩემს. რააა? ეს შეუძლებელია! ხმამაღლა ვიყვირე და ვცდილობ თავი, რაც შეიძლება კარგად შევიკავო. არა არ შემიძლია, უნდა გავიცინო. დედაჩემს ჯინსი აცვია, შავი ქურთუკი და თავზე ქუდი. კარგი ქურდივით შემოიპარება და აქეთ-იქით ხალხს აკვირდება. ღმერთო დამეხმარე! ყველაფერს მოველოდებოდი, მაგრამ აქ, დედაჩემს არა. არადა ვიცი ასეთ  დროს კლინიკაში უნდა იყოს და თავს გიჟად უნდა აჩვენებდეს.  იქნებ ნამდვილად გიჟია? აბა აქ რა უნდა?
***
- აბა დავაგვიანე?
- შეუძლებელია! დედა, შენ აქ რას აკეთებ?
- რა მკითხე?
- აქ რას აკეთებთქო?! შენ ახლა კლინიკაში არ უნდა იყო?
- ა, ხო დედაჩემი მივაძინე და გამოვიპარე.
- რა გააკეთე?
- ძილის წამალი დავალევინე. ფსიქოტროპულია ეგ ხვალამდე, მაინც არ გაიღვიძებს.
- ვინმემ გამაღვიძეთ და მითხარით, რომ ეს სიზმარია.
- რას ავღნიშნავთ?
- კაცებს ვუძღვნით ამ საღამოს. დალევ ბოლომდე?
- პირველი ტეკილა ხო?
- მოიცადეთ! მამიდა, დედა თქვენ რა შერიგდით?
- წამოდი შენც დალიე და მერე ნახე ეგ თავქარიანი ბიჭი სულ დაგავიწყდება.
- არა, მე არ ვსვამ.
- აი, მარიც მოვიდა! გოგოოო! სად არის შენი დეტექტივი?
- აზრზე არ ვარ გამოქვაბულშია მგონი შენი?
- მაგას რა კითხვა უნდა ეგაც გამოქვაბულში იქნება და ბარბარეს დასდევენ.
- იმედია ადრე თუ გვიან ორიგინალ კასეტას მალე მიაგნებენ.
- კასეტა ჯერ კიდევ არ უპოვიათ?
- არა ნია და შვილო შენ აღარ ჩაერიო კარგი?
- კარგი დედა, მაგრამ ამდენს ნუღარ სვავ.
- კარგი რა, რამდენი ხანია გოგოებთან ერთად არ დამილევია.
- მოიცადე და თქვენ სულ ასე სვამდით?
- როცა ბიჭები გვაბრაზებდნენ.
- მარი, მელონო სად არის?
- აი უკვე მოდის!
- როგორც ყოველთვის მარტო არ არის.
- ვაა! მახინჯი გოგოც აქ ყოფილა. შენც აგიყოლიეს არა? ჯერ სად ხარ მალე დედაშენი ბარზე ავა და ცეკვას დაიწყებს.
- ბიძია ალბათ ხუმრობ არა?
- არა,  არ ვხუმრობ. აი, ნახე რამოდენიმე წუთში ისინი  სიმღერას შასრულებენ.
- რა სიმღერას?
- FRIENDS
- ღმერთო,  ერთდროულად ამდენ გიჟებთან ერთად, როგორ მოვხვდი?
- გოგოებო არ გავიმეოროთ?
- დედა, მამიდა არ გინდათ გთხოვთ.
- შვილო ნახე დედაშენს რა კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს.
- მონაცემებიო? ესენი კი არ მღერიან კნავიან. მე უკვე აღარ შემიძლია ცოტახნით სუფრთა ჰაერი უნდა ჩავყლაპო.
- გინდა გამოგყვე?
- კი წამოდი თორე უკვე თავი ძალიან ამტკივდა.
- შენ აქ, როგორ აღმოჩნდი?
- მამიდამ წამომიყვანა გულს გადააყოლებო და უფრო გამაგიჟეს.
- ხო სიგიჟემ ასაკი არ იცის.
- ვიცი, ამაში დღეს უკვე დავრწმუნდი.
- იცი მამაშენს  გავხარ ძალიან. შენი თვალებს, რომ ვხედავ მგონია რო მოჩვენება მიყურებს.
- მამაჩემი მართალი იყო, როცა ამბობდა რატი არასდროს გაიზრდებაო.
- გაიწიე, იმ ქალს ვიცნობ. დღეს მან სახლამდე მომიყვანა.
- არ მიუახლოვდე! ის მოჩვენებაა.
- ბიძია ძალიან გთხოვ ხელი გამიშვი. ის, მოჩვენება არაა მას ევა ქვია.
- გამარჯობათ! მე თქვენ გიცნობთ.
- კი ნია ახლა უკეთესად ხარ?
- შენ.. შენ გარდაიცვალე...
- ბიძია რას ამბობ? ყურადღებას ნუ მიაქცევთ უბრალოდ რატი ასეთი ორიგინალი ადამიანია.
- გოგოებო შეხედეთ! ის ცოცხალია...
- სოფია ეს ნამდვილად ქრისტია თუ ჩვენ დავლიეთ ბევრი ტეკილა.
- არ ვიცი მარი მგონი მეც მაგას ვხედავ.
- დებილებო, მე არ ვარ მთვრალი მეც ქრისტის ვხედავ.
- რატი შენ ფხიზელზეც არ ხარ სანდო.
- ვერ ვხვდები რას ამბობთ. გამარჯობათ ჩემი სახელია ევა.
- ხალხო გაიგეთ ევა მქვიაო? ევა კი არა ქალბატონო მოჩვენება ხარ შენ.
- დედა რას ამბობ? სირცხვილია...
- მე უნდა წავიდე მეჩქარება.
- არა მოიცადეთ! სელფი მინდა გადავიღო.
- გამატარეთ თუ შეძლება.
- ბიძია რას აკეთებ? რანაირად იქცევით ამხელა კაცი?
- გოგოებო, წამოდით ბარბარე გავაღვიძოთ.
- დედაა, ადექი შენთან მოვდივართ!!!
- ნუ ყვირით! ასე ხალხს აწუხებ.
- წავალ ბიჭებს დავურეკვ მარტო ამათ ვერ მოვერევით.
- არა, მელანო ეგ  სკამი არაა, ნაგვის ურნაზე ნუ ჩამოჯდები.
- ქმარო ბავშვს აჭამე?
- მელანო ბავშვი უკვე დიდია.  ვინ იცის იქნებ ბიჭი ააგდო კიდეც.
- რაა?
- ბიძია, უფრო ნუ აგიჟებ ამ მთვრალ ხალხს. წავალ მე გაბრიელს დავურეკავ.
- ხო ჯობია თომას არ სცალია მოვიდეს და დედამისი წაიყვანოს.
- ნია გამუდმებით თავს რატომ მახსენებ?
- მოკეტე! არც მე ვაპირებდი შენთან დარეკვას. უბრალოდ დედაშენია ძალიან მთვრალი მოდი და წაიყვანე.
- სად ხართ?
- მისამართს შეტყობინებით გამოგიგზავნი.
- კარგი მოვდივარ.
- დედა რას აკეთებ? არ არის ეგ ჩვენი მანქანა?
- მერე რა გავტეხოთ. ესე ერთხელ მე და ლუკამ უკვე გავაკეთეთ.
- დედა შეიძლება რაღაც გკითხო? მოიცადე, ჯობია არ გკითხო.
- აი, გაბრიელიც მოვიდა.
- ასე მალე?
- აქვე ახლოს ვიყავი. დედა ეს რა არის რამდენი დაგილევია?
- შენ მამაშენივით უყურადღებო  ადამიანი ხარ. დაგავიწყდა, რომ დედა გყავს.
- წამოდი სახლში წაგიყვან.  მამიდა, სალომე თქვენც მე გამომყევით. მანქანით ვარ და სახლამდე მიგიყვანთ.
- არა აქედან ყველანი მივდივართ ჩემთან!
- დედა რას ამბობ შენ ხომ სავაადმყოფოში უნდა დაბრუნდე.
- ნია ასე სალომე სავადმყოფოში ვერ დაბრუნდება. წამოდით ჩემთან გამოფხიზლდება და შემდეგ სავადმყოფოში მივიყვანთ.
- ეგ ბიჭი მართალია ყველანი მივდივართ თომას სახლში. ჰა, გადანაწილდით უკვე!
- ბიძია მე და დედა შენ გამოგყვებით.
- კარგი ჩასხედით!
***
    ასეთი საღამო არასდროს მახსოვს. ახლა დედაჩემს და მელანოს კი ჩაეძინათ, მაგრამ რამოდენიმე წუთის წინ სასწაულები ხდებოდა. დედაჩემი  ჯერ დაცვას გაეკიდა და სიყვარულს აუხსნა. შემდეგ ყველა ერთად ევას აეკიდა მოჩვენება ხარო. ეს საკმარისი არ იყო და რატიც ამტკიცებდა, რომ ის ქალი,  მის გარდაცვლილ მეგობარს ძალიან გავდა მეტიც მას ქრისტის ეძახდა. ქრისტის ისტორია მეც კარგად ვიცი. ქალბატონ ევას შევხედე თუ არა ვიგრძენი, რომ სადღაც ნანახი მყავდა. რატის ქალიშვილს, ქრისტი იმიტომ დაარქვეს, რომ მათთვის სამაგალითო მეგობარი იყო. არ ვიცოდი ეს ნასვამი მეგობრებისთვის, თუ შეშლილი რატისთვის უნდა დამეჯერებინა, მაგრამ ქალი, რამოდენიმე წუთში  გააგიჟეს. მამიდაჩემი ძალიან ახლოს მივიდა მასთან და  კარგა ხანს სახეზე აკვირდებოდა. შემდეგ ცხვირზეც დაადო თითი, ხელი მოუჭირა და თქვა: ,,არა მას უფრო მსხვილი ცხვირი ჰქონდაო“  არა მამაჩემი ყოველთვის მიყვებოდა, რომ ისინი ერთად არასდროს იყვნენ ნორმარულები, მაგრამ ასე? ასე ძალიან თუ შეეძლოთ გადარევა არ ვიცოდი. ყველაზე მეტად კი ძალიან მაინტერესებს ამდენ გიჟ ადამიანში, ეს ერთი ნორმარული ადამიანი როგორ გამოვდექი? ყველა მაინც თომას სახლში მივედით შესასვლელში ბიძიამ დივანი გაშალა და ყველა ჩამწკრივებული დააწვინა. ძალიან სასაცილო და ამოვდროულად ძალიან თბილი სანახავები იყვნენ. უნდა ნახოთ ერთმანეთს, როგორ ეხუტებიან და თბილ სიტყვებს ეუბნებიან. ასეთი ერთად შეკრული მეგობრობა პირველან ვნახე. მე  სამზარეულოში გავედი მინდა ყველას ლიმონიანი წყალი გავუმზადო.  ყველანაირად ვცდილობ გაბრიელს მოვშორდე, მაგრამ ის, მაინც  მაკვირდება. რატი გოგოებთან ჩამოჯდა ხელში თავისი ფოტოაპარატი მოიმარჯვა და სურათების გადაღება დაიწყო. შეშლილია... ისინი ისეთი მთვრალები არიან ვერც ხვდება, რომ რატი პოზებს უცვლის და სხვადასხვანაირად უღებს სურათებს.
***
- ბიძია საკმარისია! რას აკეთებ?
- აქ, რა ხდება? ამათ რა სჭირთ?
- ბიჭებო, რა კარგ დროს მოხვედით. აქ, რა ხდება და გოგოებმა, ძველი დრო გაიხსენეს და კარგადაც დალიეს.
- ბიძია, კიდევ კარგი ადამიანთან ნორმარულად საუბარს შევძლებ. დედაჩემი სავაადმყოფოში უნდა დავაბრუნოთ ბებიაჩემი ყველაფერს მიხვდება.
- ნია შვილო გამატარე. რატი ასე გადაუღე? ესე უფრო სასაცილოა. თომა შენც მოდი  ძმაო. შეხედე მარის პირი აქვს ღია მიდი მაცივრიდან კრემი მოიტანე.
- მოიცადეთ! რას აკეთებთ? ნუთუ თქვენც...
***
- აზრი არ აქვა არ ჩაერიო.
- რას ქვია არ ჩავერიო, ვერ ხედავ რას აკეთებენ?
- ისინი უბრალოდ ასე ერთობიან.
- გასაგებია, შენც შენს მშობლებს გავხარ ხომ? შენც ხომ ასე გაერთე ჩემთან?
- გამომყევი.
- არა, ხელი გამიშვი შენთან საუბარი არ მინდა.
- არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
- არა წამომყევი! ეს არის ხო,  შენი ოთახი? ეს ყველაფერიც თამაში იყო?  ამ გიტარაზე ჩემი გულის მოსაგებად დაუკარი ხომ. ეს თუ უბრალოდ სანაძლეოს გამო გააკეთ მაშინ ამ გიტარას გავტეხავ.
- ეს რატომ გააკეთე?
- შეხედე! ამ გიტარას, კარგად დააკვირდი! ის ნაფლეტებად არის ქცეული. ზუსტად ისე, როგორც ჩემი გული. გაბრიელ! მე შენ გენდე, საკუთარ თავზე მეტან გენდე შენ კი ეს ყველაფერი გააფუჭე.
- თავიდან ყველაფერი მასე იყო, მაგრამ შენი შეყვარება გემაში არ შედიოდა.
- გაბრიელ შენ, ისევ დგახარდა გეგმებზე საუბროაბ? კიდევ ამაზე საუბრობ? ჩვენ ერთად ძალიან ბევრი რამ გავიარეთ. შეხედე მათ, იქ, ჩვენი ოჯახია.მათ ბევრ სისხლიან ღამეს გაუძლეს, მაგრამ შენსავით არავინ არ მოგქცეულა. შენ მე ყველა ოცნება გამინადგურე. ,, ქალს არაფერი არ უხდება იმაზე მეტად, როგორც სიმღერა“ ესაც გეგმის ნაწილი იყო? ხოდა ამ ფურცელსაც ნაფლეთებად ვაქცევ. მივდივარ! და იცოდე წინ აღარ გადამეღობო.
- გაჩერდი ძალიან გთხოვ!
- ხელი გამიშვი.
- არ შემიძლია.
- ეს მანამდე უნდა გეფიქრა სანამ ჩემი გრძნობებით ითამაშებდი.
- გთხოვ.
- რას მთხოვ გაბრიელ? რას?!
- არ წახვიდე.
- გახსოვს დამპირდი, რომ ხელი არასდროს გაგეშვა ჩემთვის? ახლა  დამპირდი, რომ ხელს აღარასდროს ჩამკიდებ.
- ამას ნუ ამბობ.
- აქედან მივდივარ და ვივიწყებ ყველაფერს, რაც ერთად გადავიტანეთ და კარგი იქნება ამას შენც თუ გააკეთებ.
***
რამოდენიმე თვის შემდეგ!
  შემოდგომამ ისე ხშირად შეგვახსენა თავი, რომ უკვე ზამთრის მოლოდინში ვართ. რამოდენიმე თვე გავიდე გაბრიელის უკანასკნელი საუბრიდან. თავს როგორ ვგრძნობ? წერა უფრო უაზროდ დავიწყე. უფრო ხშირად ვჭამ და მგონი მოვიმატე კიდეც. ღამე, დღეზე მეტად შევიყვარე. მეც დედაჩემის მსგავსად ფანჯარასთან ვითვლი დღეებს. თვალებით გამუდმებით მას ვეძებ. ამ რამოდენიმე თვეში მე უკვე დავამთავრე მუსიკის გაკვეთილები და ახლა დამოუკიდებლივ შემიძლია შევასრულო ნებისმიერი სიმღერა. რამოდენიმე დღეა მეც ვცდილობ სიმღერის დაწერას და ვნახოთ რა გამოვა. დღეს პირველად უნდა ვიმღერო დაჩისთან ერთად ბარში. ძალიან ვნერვიულობ, რადგან ეს პირველი გამოსვლაა ჩემთვის. დაჩის და მე გაცილებით კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რადგან ჩვენი ჩვენი დუეტი დღეს საღამოს შედგება. სწორეს მის დაამსახურებაა, რომ დღეს ასე თამამად შემიძლია ჩემი გიტარით, სტუმრების წინაშე წავრსდგე. დღეს ყველაზე განსაკუთრებულად ვემზადები. ჩემს საღამოზე ჩემი ყველა მეგობარები არიან მოწვეულები. იქ  ჩემი ოჯახიც იქნება. დედა, იმ დღიდან წამოვიდა კლინიკიდან, რაც ბებია გაუჩინარდა. ბატონმა გაიგო, რომ ბარბარე საბუთებს აყალბებდა და ის, კომპანიიდანც გაუშვა.  გაუყინა ყველაინი ანგარიშები და ახლა არავინ იცის სად არის. ასე, როგორც არასდროს სარკესთან ძალიან დიდი დრო გავატარე. ბოლოს უკვე მამიდა და დედა შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრეს, რომ ყველაზე კარგად გამოვიყურებოდი. ხელში მოვიმარჯვე გიტარა და უკვე მზად ვარ ჩემი საყვარელი ხალხის და სტუმრების წინაშე წავრსდგე. ბარის შესასვლელში შეფი და და დაჩი შემხვდა. შეფმა ხელი ჩამომართვა და მითხრა: ყოველთვის ვიცოდი, რომ ნაყინზე მეტად სხვა რაღაცასაც შეძლებდი. გავუღიმე და ის გზა, გავიარე თავაწეულმა, სადაც ყოველთვის თავდახრილს გავდიოდი. გრწამდეს საკუთარი თავის და მწვევალებზე აუცილებლად ახვალთ. ხელმანჯვნივ პატარა ფანჯარაა, აქედან მახსოვს ჩემს სახლს გავხედავდი და ყოველთვის ვფიქრობდი მამაზე. ახლა ისევ იმ ფანჯარასთან დავდექი და ვეუბნები  მამას ,,შეხედე დღეს შენი ქალიშვილი იმღერებს“ მოულოდნელად ფანჯრის კარი მიიხურა და მივხვდი, რომ მას ჩემი ესმის. არაერთხელ დავრწმუნდი, რომ მამაჩემი ყოველთვის ჩემს გვერდითაა და ჩემს წარმატებებს იზიარებ ახალა დედა მიახლოვდება და მხარზე ხელს მადებს. ,, ნია უკვე დროა“ დედას გავუღიმე და სცენისკენ გავემართე. ვცდილობ არ ვინერვიულო, რადგან ვიცი ყველაფერს გავაფუჭებ. ველოდები დაჩის, რადგან დუეტში უნდა ვიმღეროს სიმღერის სახელია ,,I LOVE YOU” . ეს სიმღერა მე შავამჩნია, რადგან ძალიან მიყვარს და მინდოდა პირველად ეს შემესრულებინა. სიმღერის პირიველი სტროფი წავიმღერა და ველოდები დაჩის. ახლა ის, უნდა შემოვიდეს მისამღერში. დაკვრას ვაგრძელებ, მაგრამ დაჩი არ იწყებს სიმღერას. :_  რას აკეთე? მიდი გააგრძელე. დაჩი ისეა თითქოს ადგილზე გაქვავდა, თითქოს და მის წინ მოჩვენებასხედავსო. მოულოდნელად კი ისმის ვიღაც სხვა მღერის. ის გაბრიელია და სიმღერას მისამღერიდან  აგრძელებს. რამოდენიმე წუთში გაბრიელი გვერდით მომიჯდა და მეუბნება. :_ ქალს არაფერი არ უხდება იმაზე მეტად, როგორც მუსიკა. გავიღიმე და ასე ერთ ხმად ჩავამთავრეთ ეს სიმღერა.
***
- ვინ გითხრა, რომ სიმღერას ვაპირებდი.
- დაჩიმ... მან მითხრა, რომ ძალიან მალე აითვისე დაკვრა.
- ხო დასაწყისშივე ძალიან მოტივირებული ვიყავი.
- ძალიან ლამაზი ხარ.
- მადლობა კომპლიმენტი არ არის საჭირო.
- იცოდი, რომ ნათლიას ჩემს ნათლობაში დააგვიანდა?
- რაა? მამიდა ეს სიმართლეა?
- კი, მაშინ მე გაბრიელის სახლში ვცხოვრობდი. პირველი მე შევედი აბაზანაში მან კი ნათლობაში დააგვიანა.
- აბა ვინ არის გაბრიელის ნათლია?
- გუგაა გაბრიელის ნათლია. მე, როცა მივედი უკვე იშლებოდნენ.
- ეს არაფერს არ ცვლის.
- ვერ გავიგე?
- ხალხო უნდა ვკვდებოდე, რომ ნიამ მაპატიოს.
- შვილო ასეთი რა ჩაიდინე?
- პროკურატურიდან რეკავენ?
- დედაშენია?
- კი ბარბარე, ქალაქშია და პირველი აქ მოვა.
- რა ხდება ვინ ისვრის?
- ეს მე ვარ ბარბარე! რა იყოს აქ, ჩემს ნახვას არ ელოდით? მეც ხომ უნდა მენახა ჩემი შვილიშვილი, როგორ მღერის?
- შვილო მოდი ჩემთან. დედა საკმარისია! ჩაბარდი პოლიციას.
- პოლიციას არასდროს ჩავბარდები. ისინი ჩემს სისხლს დალევენ ვიცი. მკვლელის ქალიშვილო! ნუ ეფარები დედის კალთას მე შემომხედე. აი, შეხედე! ბებიამ ახალი გიტარა მოგიტანა.
- სერიოზულად?
- არა, შვილო ახლოს არ მიხვიდე!
- აი, აქ ვარ შენს წინაშე. მითხარი რისი თქმა გინდა? გინდა მითხრა, რომ მამაჩემი და დედაჩემი ფულის გამო დააქორწინე? გინდა მითხრა, რომ ჩემი თავიდან მოშორება ჯერ კიდევ ჩვილს გინდოდა? გინდა მითხრა, რომ მამაჩემი, მთელი ცხოვრება სიცრუეში აცხოვრე. ბებია შენ სატანა ხარ! შენ ამ სამყაროში ყოფნას არ იმსახურებ. აქ, ვინც ვართ ყველამ ვიცით, რომ მკვლელი შენ ხარ. ამდენ ადამიანს სიცოცხლე შე გაუნადგურე. ყველამ ვიცით, რომ ჩემს მშობლებს, სიყვარულის უფლება წაართვი. მამაჩემი სიკვდილის პირას მაშინ მიიყვანე, როცა გაიგო, რომ ხელები სუფრთა ჰქონდა. განა რა ადამიანი ხარ ასეთი?
- შენ! შენ გამინადგურე ყველაფერი. დაიბადე და ყველა გეგმა წყალში ჩამიყარე.
- ახლა რას იზამ? მე მომკლავ? დედასაც მომიკლავ? იქამდე დაეცემი, რომ საკუთარ შვილსაც მოკლავ?
- სწორად მიხვდი ჯერ შენ მოგკლავ და შემდეგ სხვა დანარჩენს.
- ნია მოშორდი მაგ ქალს! დედა იარაღი დაუშვი ძალიან გთხოვ?
- დედა გაიწიე წინ ნუ მეღობები.
- დედა არ გინდა! საკმარისია დაასრულე უკვე ერთხელ და სამუდამოდ.
- გვერდიდან, გვერდიდან მოუარეთ...
- ქრისტი?
- მე ქრისტი არ ვარ. გაბრიელ, გამოფხიზლდი ახლა ამის დრო არ არის?
- ვინ ხართ?
- შენ ყურადღება გადაატანინე მე იარაღს წავართმევ.
- ამას ისედაც ვაპირებდი.
- ხოდა გააკეთე.
- შენ...
- ნუ მომშტერებიხარ და გააკეთე ყველაფერი, როგორც შენს პროფესიას შეეფერება.
- შენ რა ხარ პროფესიით?
- ესეც ესე! ქალბატონო არ გაინძრეთ. თქვან დაპატიმრებული ხართ საბუთების გაყალბებისთვის და განზრახვ მკვლელობისთვის.
- მოიცადე შენ ახლა მკვდარი არ უნდა იყო.
- მე არა, შენ ჩემი დაა მკვდარი. მე მისი ტყუპისცალი ვარ დეტექტივი ევა.

გაგრძელება იქნება!

შეგახსენემთ, რომ ,,ჩემი პროფესია“ სრულდება ზუსტად ერთ ნაწილში.


                                                                                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები