„ის მთვრალი იყო, დილით დალია. საერთოდ ასეთი ჩვევა აქვს, როცა საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდის“. წიგნიდან - „არტურ რემბო. პირადი მიმოწერა“
მისწერე ბანვილს, ვისაც გინდა, იმას მისწერე, წარმოუდგენლად ახლოსა ხარ ახლა მიზანთან. რაც თავს გადაგვხდა, ალბიონიც, სრული მისტერი- აა, მისწერე მადამ რემბოს და ჟორჟ იზამბარს,
რომ შენი ლოთი მეგობარი, რომელიც აბსენტს ისე სვამს, როგორც ჭის წყალს, თუმცა, ერთი მეორეს ავსებს კიდევაც, აჭრილია, უბრალოდ - აფრენს, ზის და გიმიზნებს სენ-ჰიუბერზე ნაყიდ რევოლვერს
და უფრო მეტიც, შესაძლოა, სამი მეტრიდან ხელისგულიც კი გაგიხვრიტოს, ანდა დაგბრიდოს, არ მიტირია გასროლამდე, ნეტა მეტირა, - (გარეთაც - თითქმის ბორდოსფერი მზე და ამინდი...)
სიზმარში გხედავ, ევაჭრები ვიღაც ბედუინს, „ოცი ფრანკი მაქვს, ქაირომდე...“ - ეტყვი, თან ასე: „ცალკე ჩაგითვლი თუთუნისას“, ზოგს რა ბედი აქვს - აქლემზე ჯდება, შემოისვამს ჭაბუკ პარნასელს.
მერე სომალის უდაბნო და ცხელი ჰარარი, დებნეს ჯოგები გობას გზაზე... „ყავა, მუსიე... რუკებიც, თქვენ რომ დამაბარეთ“, „გმადლობთ“, „არაფრის“ – მტკივანი მუხლი ჯერაც ჩითის საღამურშია.
აფრიკულ ფოსტას და სიროკოს, აბა, რას ვერჩი?! მთვრალი ხომალდი მომიყვება, ალბათ, დანარჩენს, ეს რომ გამეგო, შარლევილში, თუნდაც მარსელში დამიგულებდი მეგობარს და ცოცხალ ყავარჯენს!..
თავს არ ვიმართლებ... რა აზრი აქვს? მაგრამ, თუ მართლა შეძლებს შენდობას, უეჭველად ვნახავ იზაბელს. ჩამოგიჯდები ქედანივით თავსასთუმალთან, წვრილად გიამბობ, რაც დაგეგმეს, რასაც იზამენ.
Mon ami, შენი პოლ ვერლენი სულ მთლად გათეთრდა, მოგონებათა ქარვისფერი ნისლით მოცული, ყოველდღე სტუმრობს ლუდოვიკოს წმინდა კათედრალს და იქ ლოცულობს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობელი ვარ შეფასებებისთვის, მეგობრებო! რა თქმა უნდა, კაირო, ნეფერტარი, და ჩავასწორებ.. ქალბატონო მზია, ჩავუსაფრდები ახლა მე მაგას და დავტოვებ მშრალზე ) გავუნახევრებ თანხას ან სულ წავართმევ და იაროს ფეხით ცხელ ქვიშაზე, მაგრამ ცოდოა... ) მადლობელი ვარ! გეთანხმებით, საკმაოდ დიდი თანხა იყო 20 ფრანკი, რემბოს ოთხი დღის შემოსავალი იყო კარგა ხანს. მადლობელი ვარ შეფასებებისთვის, მეგობრებო! რა თქმა უნდა, კაირო, ნეფერტარი, და ჩავასწორებ.. ქალბატონო მზია, ჩავუსაფრდები ახლა მე მაგას და დავტოვებ მშრალზე ) გავუნახევრებ თანხას ან სულ წავართმევ და იაროს ფეხით ცხელ ქვიშაზე, მაგრამ ცოდოა... ) მადლობელი ვარ! გეთანხმებით, საკმაოდ დიდი თანხა იყო 20 ფრანკი, რემბოს ოთხი დღის შემოსავალი იყო კარგა ხანს.
6. დიდებულია!!! დიდებულია!!!
5. რა კარგია. სიამოვნებით წავიკითხე რამდენჯერმე. რასაც დავწერ, ცხოვრებისეულია და ლექსს არ ეხება :))) 20 ფრანკი დიდი ფული იყო. 10 და 20 დოლარიც. ამერიკელებს შეეძლოთ ბანკში მისვლა და დოლარების ოქროზე გადაცვლა. ახლა ყველაფერი ფარატინა ქაღალდებია. ჩვენ რომ ჩამოვედით 90–იანი წლების დასაწყისში 500 ბელგიური ფრანკით მთელ ურიკას აავსებდი სუპერმარკეტში. ახლა ეს თანხა 12 ევრო და 50 ცენტია.
რა კარგია. სიამოვნებით წავიკითხე რამდენჯერმე. რასაც დავწერ, ცხოვრებისეულია და ლექსს არ ეხება :))) 20 ფრანკი დიდი ფული იყო. 10 და 20 დოლარიც. ამერიკელებს შეეძლოთ ბანკში მისვლა და დოლარების ოქროზე გადაცვლა. ახლა ყველაფერი ფარატინა ქაღალდებია. ჩვენ რომ ჩამოვედით 90–იანი წლების დასაწყისში 500 ბელგიური ფრანკით მთელ ურიკას აავსებდი სუპერმარკეტში. ახლა ეს თანხა 12 ევრო და 50 ცენტია.
4. ბრწყინვალე როგორც ყოველთვის.
ქაირო>კაირო. :)
ბრწყინვალე როგორც ყოველთვის.
ქაირო>კაირო. :)
3. ეპოქის სურნელი მოიტანა, ემოცია...
ეპოქის სურნელი მოიტანა, ემოცია...
2. ძალიან მაგარია! მადლობა, რომ აქვეყნებთ :) ძალიან მაგარია! მადლობა, რომ აქვეყნებთ :)
1. უუუჰ! სხვა ემოცია და სიტყვა არ მომდის! უუუჰ! სხვა ემოცია და სიტყვა არ მომდის!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|