ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2019


ნუ იგინები დედაზე

ვინც  ამ ქვეყნად მოგავლინა და გშობა,
და გაღირსა უდარდელი ბავშვობა,
დედას როცა იგინები თავხედო,
თვალებში მას როგორ  უნდა ჩახედო?
შეგეკითხონ, არ გეშლება კაცობა,
მაშ სიმართლეს გინებით, რომ ამტკიცებ,
მაშინ ფასი ეკარგება ყველაფერს,
შენს კაცობას, თუ ვერ ხვდები ვერაფერს?
დედის ლანძღვას არ ჰპატიობ არავის,
და შენ როცა იგინები დედაზე,
ახლა ვიღას დააბრალებ სხვას არვის,
რადგან სიტყვებს ისვრი თავის ნებაზე.
სხვას რას ერჩი როცა დედას გაგინებს,
ვინაიდან შენ შენს მშობელს აგინებ,
სანამ ვინმეს, გადაწყვეტავ დასაჯო, ჯერ სჯობია თავი შენი განსაჯო.
საკუთარ თავს უსვი ხშირად კითხვები,
თუ ვინა ხარ მაგას მალე მიხვდები,
რადგან ზოგჯერ, რომ გეშლება კაცობა,
ხვდები მაგდენს, ცოტა თუ უფიქრდები?!
კაცი გქვია?! მოიქეცი კაცურად!
ცუდს ვერ გკადრებს უმიზეზოდ ვერავინ,
და გახსოვდეს შენს ოჯახზე ყოველთვის,
დააყენო წინ სხვა ვინმე არავინ.
შენ მშობელმა 9 თვე მუცლით გატარა,
მოგიარა, რომ იყავი პატარა,
“ჩემი დედა....” ამას უხდი ამაგად?
კაცი ვარო თავს უწოდებ ამაყად.
ეს სიტყვები პირზე როგორ გადგება,
მომისმინე ბევრჯერ გამოგადგება,
აღარასდროს დაიგინო დედაზე,
ლექსი რჩევად მიიღე რაც გებაზრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები