ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2019


დედი

დედი, ბავშვობა გამახსენდა,
რომელსაც ასე ვაფასებ და
რომელიც სანთელივით დაიღვენთა.
ჩამრჩა ოცნებებში,
ჩამრჩა ღმერთთან.

ცხოვრება გაიძულებს იყო რკინა.
დარდებმაც ოცნებებთან იქორწინა.
დავრჩი უიმედო და ცრემლმშრალი.
და სანამ ვიქცეოდე უსულო ლეშამდე
მინდა თბილი იყოს შენი გული
და დარდი ღიმილებად შენიღბული
ნაოჭად არ დაგეტყოს ბავშვურ კანზე.

შენი ტკივილისთვის არ მინდა ცრემლებს ვღვრიდე,
ცრემლიდან მინდა ღიმილში გადავიდე.
ტკივილი აგიორთქლო, სიხარულს განიცდიდე.

დედი,
ნახევარ საუკუნეს კარები შეუღე და
ჭაღარას შენი შავი თმები შეუღებავს.
რთულად ვარ შენც რთულად მიყვები ცხოვრე-
ბას და
მოვტყუვდი, ტყუილად ვვოცნებობდი გაზრდას.
ტყუილად მეგონა დიდობა ადვილი,
ჯერ კიდევ ვეძებ და ვერ ვპოვე ადგილი.
სადაც მე სიხარული თვალებში შემეტყობა
და შენი ოცნებაც ახდენას შეეწყობა.

დედი,
მინდა რომ ცრემლები სიხარულს განიცდიდეს.
მინდა რომ სისხლი არასდროს გაგიცივდეს.
მიყვარხარ, დედი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები