ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2019


ნუ დავიძინებთ!

ჩემო სამშობლო კვლავ მოგიწევს შენ ჭირის თმენა,
რადგან დავკარგეთ ქართველებმა ჩვენ ღმერთის რწმენა,
უაზრობების ლაპარაკი ჩვენს მომავალზე, უკვე აღარ მსურს მე ასეთი ხალხის მოსმენა.

ბევრი გამოდის და ტრაბახობს ქრისტიანობით,
აფერისტულად რომ საუბრობს ქართველობაზე,
დრო როცა მოდის სამშობლოსთვის მსახურებაზე,
თავის დაძვრენის მიზნით ამბობს: “პრობლემა მაქვს ჯანმრთელობაზე”

და ამის შემდეგ როგორ გინდა გქონდეს იმედი,
ამბიციები ჩვენი ქვეყნის მთლიანობაზე,
რომ გააკეთო სამშობლოსთვის თუნდაც მცირედი,
რომ ვიზეიმოთ გამარჯვება მტრიანობაზე.

ნუთუ არა გვსურს, რომ მივბაძოთ ჩვენსა წინაპრებს,
რომ ძვლები მათი შევატოკოთ სადაც მარხია,
ბევრი მათსავით ვაჟკაცობას ვერც კი ინატრებს,
რადგან არა გვსურს, არ ვინდომებთ ჩვენთვის ახია.

შენ საქართველო როგორ უძლებ ამდენ ჭირ-ვარამს,
რაც შენ ჭრილობა და ტკივილი გადაგხდენია,
თუ კი ოდესმე დაცემულხარ მტერთან გმირულად,
აუგი ღმერთის და მიწა-წყლის არ დაგცდენია.

ახლა ჟამთა სვლამ გაიყოლა ძველი ამბები,
და დავივიწყეთ ისტორია ჩვენი ქვეყნისა,
გვინდა მოსმენა უაზრობის, ტვინის წამღები,
ყურში არ შეგვდის ქადაგება ჩვენი ღმერთისა.

გამოვიფხიზლოთ ქართველებო დავდგეთ საზღვართან!
ჩვენი ქვეყანა დაფლეთილი კვლავ არ წაგვართვან,
დავუდგეთ ერთურთს როგორც წინათ ქართველს  ჩვევია,
თუ ვაჟკაცობა ცოტა მაინც შემოგვრჩენია.

ნუ დავიძინებთ, ნუ დავუშვებთ მტრის თარეშობას,
მიწასთან ერთად ქართველობაც უნდა დავიცვათ,
ვალია ჩვენი საქართველოს შევწიროთ თავი,
თუ საჭიროა პერანგები ჯაჭვის ჩავიცვათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები