ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2019


***

მოისაკლისა სულმა
მონატრებაზე ლექსი.
და ძმის გაცრეცილ სურათს
ვესაუბრები, ესმის!
მიჩოჩებულა ურვა
თვალის სარკმელთან ახლოს.
დარდი ხანგრძლივი თუა,
ფიქრის ძაფებში აქსოვს,
ურთიერთობის სითბოს,
რაც კი სახსოვრად დაგრჩა...
აქ - ყველაფერი „ვითომ“,
მანდ? თუმც, აქედან არ ჩანს...
29.09.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები