| ავტორი: სანშაინ ჟანრი: პროზა 1 ოქტომბერი, 2019 |
სამჯერ შეახსენა ბოსფორის სრუტის თურქებს მოლას არაბულმა ჩანაწერმა. “არა არს ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედია მოიქული მისი\" მე მეცნიერი რიკი მიმტკიცებს, რომ ღმერთი არ არსებობს… დილის 7 საათი დაიწყო. ერთ საათში ჩემი შეყვარებული რომელიღაც თურქის ეზოში წავა და ლამაზად დაგებულ ხელოვნურ საფარს აყრის, რადგან სახლის მფლობელს მოწყინდა. დედაჩემიც წავა სამსახურში, ჩემი ძმა დაამაგრებს ყუთს მოტოციკლზე და აქაურ სტუდენტებისგან ბურგერების შეკვეთებს მიიღებს. წავა, თან გზაში ალბათ ილოცებს, რომ ვინმემ არ მიქაროს და სიჩქარეს არ გადააჭარბოს. მესამე ავარია მეტისმეტი იქნება. ჩემ ქვეყანაში ამ დროს ძალიან ბევრს ან ძინავს, ან შიმშილი, ბანკის ვალი, ოჯახი, უსამსახურობა და ათასი ბნელი ფიქრი არ ასვენებს. ვიღაც შურისძიების მოტივით 9 წლის ბავშვის მკვლელობას გეგმავს, ვიღაც ბიუჯეტიდან ფულის საკუთარ ჯიბეში გადახრიალებას, ზოგსაც არჩევნებში გამარჯვება უნდა…
ქმარი მიწით სავსე ურიკებს ითვლის და ხელებს უყურებს, რომლებიც ახლა რამე ძალიან მაგარს უნდა წერდნენ. 198.. “ლა ილაჰა ილლა ლლაჰ ვა მუჰამადუნ რასულ ალლაჰ” “შუადღის 4 საათიც მოსულა. ანუ ერთ საათში სახლშიც წავალ, 200,201…” ვა, 4 საათიც მოსულა, მაცივარში წყალი ცივია, საჭმელს გავაცხელებ, პაპუნას ტანსაცმელს მოვუმზადებ და ერთადაც ვისადილებთ” “გორის სამმართველოსთან ნაპოვნია 9 წლის გოგონას გვამი” მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიების ნიადაგზე მოხდა. ვიღაცამ შური იძია, ვიღაც გაუბედურდა . “მეტროში ამ დროს ყოველთვის იმდენი ხალხია, მუშაობენ და მოდიან თავიანთ ქვეყანაში, თავიანთ სახლებში… რა მოხდება ჩვენ ქვეყანაში შეგვეძლოს ასე, დაღლილებს საკუთარ სახლებში წასვლა, ძალიან დავიღალე შვილო, ნეტა კვირა მალე მოვიდეს” “აუ მეც ისე დავიღალე 200 ურიკა მიწა გავიტანე დღეს, ისეთი ლამაზი ეზო დავანგრიეთ..რა კარგია,როცა სახელმწიფო ფულის ქონაში გიწყობს ხელს. ეეჰ ნეტა ახლა ჩემ ალისას ჩამახუტა.. დებილივით რომ ყეფს როცა გიყურებს როგორ ჭამ” სადილის მერე ოთახებში გავდივართ ჩვენ-ჩვენი სევდებით.. რიკი უკვე მესამე სეზონია მე და მორტის გვიმტკიცებს,რომ ღმერთი არ არსებობს. “ლა ილაჰა ილლა ლლაჰ ვა მუჰამადუნ რასულ ალლაჰ” -საყვარელო, ხვალ შაბათია მოლას შეძახილს ნუ დაელოდები, ლაივზე არიან და მგონი დროს არ დაემთხვევა. -ნეტავი შენ რა . ჩართე რამე,ხოიცი მალე დამეძინება. აუ, ჩემთან სამსახურში ერთი ბაღდათელია, მშობლიურად ლაპარაკობს აჭარული და კახური კილოს მერე ძაან ახლობელია..
“ლა ილაჰა ილლა ლლაჰ ვა მუჰამადუნ რასულ ალლაჰ” -რომელი საათია? -პირველი დაიწყო. -შენი ძმა არ მოსულა? -ჯერ არა მაგის ძმაკაცი გერმანიაში არ შეუშვიათ,მანამდე ოთხნი წასულან სხვები და შევიდნენო… -ვინმე დარჩა ქვეყანაში? -კი, ვინც წასასვლელი ფული ვერ იშოვა,მოხუცები და ბავშვებო და ვისაც საკმარისზე მეტი აქვს ნაშოვნი და მაინც ვერ ჩერდება. აჰა, მოვიდა. -უჰ დავიღალე, აგერ ჩიფსები მოგიტანეთ. მოვწევ ერთს და წავალ დავიძინებ.
“ლა ილაჰა ილლა ლლაჰ ვა მუჰამადუნ რასულ ალლაჰ” ასე, ვზივარ ქვეყანაში,სადაც დღეში ხუთჯერ ყალბი ხმა მეუბნება,რომ ალაჰის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. ვზივარ ვითვლი დროს შეძახილიდან შეძახილამდე და ვცდილობ ნეხვის სუნი ავირიდო, რომელიც ჩემ ქვეყანაში დგას. გვაწუხებს, მაგრამ რადგან ვიღაცეები მასში ხელების ფათურით ფულს გამოიმუშავებენ ხმის ამოღების მცდელობები,ყოველთვის უშედეგოა. ისინი გვაწვდიან ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეულ ნეხვს და სანამ შეფუთვას გავხსნით, ჩვენც მშვიდად ვართ. აქედან სახლამდე 24 საათის გზაა….
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. შეგრძნებები მოაქვს .. თუმცა გზა ამებნა ცოტათი კითვისხ დროს.. 3. შეგრძნებები მოაქვს .. თუმცა გზა ამებნა ცოტათი კითვისხ დროს.. 3.
8. შეგრძნებები მოაქვს .. თუმცა გზა ამებნა ცოტათი კითვისხ დროს.. 3. შეგრძნებები მოაქვს .. თუმცა გზა ამებნა ცოტათი კითვისხ დროს.. 3.
7. მოიქული კორექტურაა
ცოტა არეული ნაწერია, მაგრამ სევდა ტკივილი გამოვიტანე მიანც :) მოიქული კორექტურაა
ცოტა არეული ნაწერია, მაგრამ სევდა ტკივილი გამოვიტანე მიანც :)
6. 5 იც არსებობს აქ და ჩემგან შენ მაქსიმალური ქულა :) 5 იც არსებობს აქ და ჩემგან შენ მაქსიმალური ქულა :)
5. 1- ❤️ 2- ნუ დამცინი !!! 3- ვიცი რომ მარტო 2 არ არსებობს :( ლიტერატორო :))) 1- ❤️ 2- ნუ დამცინი !!! 3- ვიცი რომ მარტო 2 არ არსებობს :( ლიტერატორო :)))
4. ეს და ამაზე დიდი ტკივილი... და რაც მთავარია ერთად გადავიტანეთ მადლობა ამისთვის! და ყველაფრისთვის!||
და +5 შენ დდდ დამწყებო, მარტო 2 ქულა რომ გგონია რო არსებობს აქ ეს და ამაზე დიდი ტკივილი... და რაც მთავარია ერთად გადავიტანეთ მადლობა ამისთვის! და ყველაფრისთვის!||
და +5 შენ დდდ დამწყებო, მარტო 2 ქულა რომ გგონია რო არსებობს აქ
2. სავარაუდოდ კი )) სავარაუდოდ კი ))
1. ამ ამბის სხვა ვერსია მაქვს მგონი წაკითხულო, ჰო ?
ამ ამბის სხვა ვერსია მაქვს მგონი წაკითხულო, ჰო ?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|