ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2019


ჩემი პროფესია თავი მე_40

თავი მე_40 ე
                მათ შექმნეს ისტორია
    ისტორიას  ჩვენ თავად  ვქმნით ადამიანები. იმ წყაროებზე დაყდნობით, რაც რეალურად არის. აქ, ჩვენს ქალაქში, ისტორია დეტექტივებმა დაიწყეს და დღემდეც ასე გრძელდება. ყველაზე მტკივნეული თომას თავგანწირვა იყო. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავარი კრიმინალიც კაცი გამხდარიყო და ასე გაერკვია შიდა საქმეები. მან თავისი სიცოცხლე თავისი პროფესიის გამო გაწირა. დაამტკიცა, რომ საქმე, ის ურთიერთობები, რომელიც მის პანტნიორთან აკავშირებდა იყო პირველი. ამავდროულად ისინი არ უშინდებოდნენ არანაირ სირთულეებს. მათ დაამტკიცეს, რომ თუ ყოველთვის ვიღაცაზე წინ მიიწევ არასოდეს დამარცხდები პირიქით იპოვი გზას, რომ გაიმარჯვო. თომა და გაბარიელი პირველ რიგში იყვნენ მეგობრები და შემდეგ საქმნიანი პანტნიორები. მათი გამოჩენის შემდეგ დავრწმუნდით, რომ რაღაც საინტერესოს გვიმზადებდნენ და ასეც მოხდა. მათ შექმნეს ისტორია, რომელზეც ალბათ დიდი ხანი ისაუბრებენ, შექმნეს სიყვარული, რომელიც არც თუ ისეთი უჩვეულო იყო, თუმცა იყო ამაღელვებელი, იყო  ის წუთები, სადაც სიამოვნებით დაიკარგებოდი. მათი სიყვარული იყო განსაკუთრებული და ესენი იყვნენ გაბრიელი და ანა (სოფია). ყველაფერი ხომ აქედან დაიწყო და საბოლოოდ მივედით იქამდეც, რომ მათი შვილებიც გააგრძელებენ აქ, შექმნილ ისტორიას.  ნინოს პერსონაჟმა დაგვანახა ძლიერი ქალის სტატუსი, თუმცა ამავდროულად ის იყო ძალიან მომთხოვნი. იყო მომთხოვნი შვილის მიმართ, პროფესიის მიმართ. ,,იურისტები გაცილებით კარგად წერენ ვიდრე მწერლები“ ასეთი იყო თავდაპირველად მისი გამოჩენა და ყველას გაგვიჩნდა მხოლოდ ერთი აზრი, რომ ის გააგრძელებდა ამ ისტორიას, თუმცა ასე არ მოხდა, მაგრამ მოხდა გაბრიელთან შეხვედრა. გაბრიელმა წლების განმავლობაში ძალიან კარგად გაართვა თავი,  თავის პროფესიას. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ დახმარების გარეშეც კარგად უმკლავდებოდა სირთულეებს.  მის ცხოვრებაში ყოველთვის იყო სიყვარული და მისი სახელი იყო ანა. მათი შეხვედრა იქნებოდა ზღაპრული, რომ არა ანას თავდაჯერებულობა და მისი არეულ-დარეული ცხოვრება, რომლის მოგვარებაც კერძო დეტექტივს დაავალა. სწორედ აქედა შეიქმნა ისტორიაც. რაც უფრო განვითარდა მოვლენები მით უფრო სიღრმეში შევდიოდით. ერთად ვცდილობდით ამოგვეხსნა იყო თუ არა თომა მოღალატე? ჩაერეოდა თუ არა ნინო, გაბრიელის საქმეში? ისევ მოატყუებდა თუ არა სოფია? რაც უფრო წინ მივიწევდით კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდებოდა. საქმე, რომელიც მალე სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა დეტექტივებმა უკვე შეეცადეს ეს ყველაფერი, რაც შეილებოდა მალე დაესრულებულიყო. იქ, დროზე მეტად მოქმედება მიდიოდა. იქ, ხალხი კი არ ემატებოდა პირიქით დღითიდღე აკლდებოდა. ასე ხდება რეალურ სამყაროშიც და იქაც, სადაც ეხლაც კი გრძელდება მოვლენები. მაკამ გაიარა ძალიან ლამაზი პერიოდი. მას ჰყავდა ოჯახი. ჰყავდა ქმარი, რომელზეც სიყვარულით იქორწინა. გაუჩინა ქალიშვილი. ყველაფერი კარგად ჰქონდა, სანამ გივიმ არ გადაწყვიტა სხვა ქალაქში გადასვლა სამუშაოდ. ყველაფერი კი ამ საბედისწერო წლებმა შეცვალა. ქმარმა ცოლი და ქალიშვილი მის საუკეთესო მეგობარს ანდო. რამდენიმე წლიანი ზრულვის შემდეგ ვახტანგს მეგობრის ცოლი შეუყვარდა. ეს იყო ისტორია, რომელზეც თავად მაკამ ისაუბრა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც სოფიას ემუქრებოდა. გადიოდა წლები, თუმცა ვახტანგი მაინც მაკასთან შეხვედრას მოითხოვდა. მაკას გატაცების შემდეგ გავიგეთ სახელი ლუკა. ის დეტექტივმა იტალიდაან აქ, ამ ქალაქში ჩამოიყვანა. მაკა და სოფია ვახტანგის ხელიდან დაიხსნენ თითქოს და ყველაფერი მისი სიკვდილის შემდეგ დასრულდა, თუმცა ძალიან ბევრი კითხვა, მაინც ვახტანგის გარდაცვალები შემდეგ გაჩნდა. ამ რთული დღეები მიუხედავად შეიქმნა ძალიან დიდი ოჯახი. ბიჭები:_ გაბრიელი, თომა, რატი, გუგა ლუკა სახლის საქმეებთან ერთად, გარეთ საქმეებსაც ერთად აგვარებდნენ. ეჭვი ლუკაზე მის შემდეგ გაჩნდა, როდესაც პროკურაში მისვლამდე ქრისტის ჩანაწერი გაქრა. ქრისტიმ თავისი უარყოფითი მხარეების მიუხედავად დაამტკიცა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მეგობრების და ოჯახის გამო იქცეოდა ასე. ლუკაც ნამდვილი სახე კიდევ უფრო კარგად რატის დაბადების დღეზე გამოჩნდა. ლუკა ორმაგი თამაშის დროს საკუთარი თავი დაკარგა. დაავიწყდა, რომ სხვა ღირებული რაღაცეებიც ჰქონდა. ცხოვრებამ აჩუქა ქალი, რომელმაც ქალიშვილი გაუჩინა. წავიდა დედის და დის გამო. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შინაგანად რაღაც ტანჯავდა, ანადგურებდა. სამართლიანობამ იზეიმა? ლუკა დააკავეს, მალევე კი მისი ფსიქოლოგიური მპრობლემების გამო გადაიყვანეს ფსიქიატრიულ განყოფილებაში. მას ჰყავდა პირადი ექიმი, ვინც შეეცადა მდგომარეობიდან გამოეყვანა. კლინიკაში ყოფნის და თეთრად გათენებული ღაამეების შემდეგ მიხვდა, რომ შეიძლება ყველაფერი ვეღარ გამოასწოროს, თუმცა  რაღაც კარგის შექმნაც შეეძო. ლუკამ კლინიკაში ყოფნის დროს 8 წლის ნიას წერილი გაუგზავნა. ,, პატარა ქალიშვილო...შენ შეიძლება კარგად არ გახსოვს მამა, მაგრამ მე შენთან შეხვედრა მინდა. მოდი შევხვდეთ და იქნებ კიდევ გაგიჩნდეს ჩემთან ჩახუტების სურვილი. იცი მეც შენს მსგავსად ხელი ავუკარი ნამდვილ მამას,რადგან ის ბოროტმოქმედი იყო. სწორედ ამის შემდეგ დატრიალდა მთელი უბედურებები. სწორედ ამიტომ გავხდი მეც ორმაგი ცხოვრების მომხრე. ეხლა ძალიან პატარა ხარ ამ გადაწყვეტილებისთვის, თუმცა მინდა ჩემთან ერთად დაიწყო ახალი ცხოვრება. ვიცი ვერაფერს შევცვლი, თუმცა მომეცი შანსი, რაღაც კარგი გავაკეთო.“ პატარა ნიამ კარგად ვერ ჩაწვდა ამ წერილის აზრს, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება და მამასთან ერთად გაიქცა. დეტექტივებმა თითქოს ყველაფერი დაასრულეს, თუმცა რვა წლის შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან განახლდა. ნიას შრომისუნარიანობამ, უბრალობამ, მზურნველობამ დაამტკიცა, რომ ლუკამ ვერაფერი გამოასწორა, თუმცა გაზარდა ქალიშვილი. გაზარდა ასეთი და ის, ძალიან კმაყოფილი ელოდებოდა სიკვდლს. ლუკამ ასწავლა, რომ არასოდეს არავის არ უნდა მოუხაროს ქედი. ყოველი სირთულიის შემდეგ ფეხზე მყარად დგომა უნდა შეეძლოს. ასწავლა, რომ ფული არ უნდა შეიყვაროს, რომ ის დაღუპავს. ასწავლა, რომ თუ თავისმართლება მოუწევდა ვიღაცასთან ან რაღაცაზე ესეიგი ის მისთვის არ არის და თავი შორს უნდა დაიჭიროს. ეს კი იმიტომ, რომ თუ უყვარხარ არაფრის ახსნა არ იქნება საჭირო. ნიას ასეთ აღზრდამ დაგვიმტკიცა, რომ ლუკა იყო იდიალური მამა. ,,მკვლელის ქალიშვილო“ ფრაზა, რომელიც პირველად გამოჩნდა უკვე უნდა გვცოდნოდა, რომ კიდევ ახალი თავგადასავალი იგეგმებოდა. ბარბარე ქალი, რომელიც ფულის გამო ნებისმიერ რამეზეა წამსვლელია. ის, არასდროს არ უყურებს წინ ვინ დახვდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს ნებისმიერი იქნება თუ, თუნდაც მისი ქალიშვილი.  მან ხო ორჯერ ფულის გამო გაათხოვა მისი შვილი. მან ხო ფულის გამო მიატოვა პატარა ვაჟიშვილი და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. განა რა უნდა იყოს ბოლო ასეთი ადამიანების თუ არა სიკვდილი და თუ როგორი ამას ძალიან მალე გავიგებთ, რადგან აქ ისტორია ისევ გრძელდება.
*** 
- ყოჩაღთ დეტექტივო! ახლა ბარემ ისიც მითხარი სად იმალება ბარბარე?
- ეს ყველაფერი თქვენი ხალხის დამსახურებაა. ისინი ჩემს დაუკითხავად მოქმედებნენ.
- და თქვენ ვინ ხართ, რომ ჩემ ხალხმა, თქვენთან შეთანხმებით იმოქმედოს?
- გაბრიელ მგონი მე გასაგებად ვთქვი, რომ ეს საქმე ჩემია.
- არა ქალბატონო აქ არაფერი არ არის გასაგები. მოხვედით და მთელი ჩემი გეგმა ჩამიშალეთ.
- აქ, მე ჩემი დის გამო ვარ.
- ეს საქმე ჩემია. გვერდზე გადექი სანამ კიდევ უფრო არ გართულდება მდგომარეობა.
- არა გაბრიელ გვერდზე გადგომას არ ვაპირებ. მეც საქმეში ვარ.
- კარგი და პასუხისმგებელი შენ იქნები თუ ნებისმიერს რამე დაემართება?
- ვის რა უნდა დაემართოს?
- ბარში მასე მოულოდნელად, რომ არ შემოჭილიყავი და ბარბარეს წაყვანა საკუთათ თავზე არ აგეღო. ეხლა ის ციხეში იჯდებოდა. ალბათ დამწყები დეტექტივი ხარ ხო?
- დამცინით არა? აქ თუ ვინმეა მეფე ეს მე ვარ.
- აქ, არავინ არის მეფე. აქ ყველას თანააბარი უფლებები გვაქვს.
- მეჩვენება თუ კონკურენციამ გაიღვიძა ჩვენს შორის?
- მე არავის ვუწევ კონკურენციაც. შენც ძალიან მალე დარწმუნდები ამაში.
- ძალიან თავდაჯერებული ბრძანდებით.
- საყვარელო აქ ხარ?
- კი ანა აქ ვარ.
- გამარჯობა ევა. ბოდიში უნდა მოგიხადო იმ ღამეს ძალიან ნასვამი ვიყავი, თანაც ამ საოცარმა მსგავსებამ ძალიან იმოქმადა ჩვენზე.
- მესმის არ არის პრობლემა.
- მოიცადეთ თქვენ, აქამდეც შეხვედრიხართ ერთმანეთს?
- კი ძვირფასო იმ ღამეს, რომ დავლიეთ ევაც იქ იყო.
- შენ რა ჩემს ხალხს უთვართვალებდი?
- არა, რას ამბობთ. ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.
- ბავშვები კუნძულზე დავტოვეთ. იქამდე სანამ ბარბარეს არ დაიჭერთ.
- სწორად მოქცეულხარ მეც ცოტახანში წამოვალ.
- კარგი გარეთ დაგელოდები
- მაშინ მეც წავალ.
- ქალბატონო ევა!
- გისმენ.
- კასეტა მაგიდაზე დატოვე და ისე გადი.
- რაა?
- თავს ნუ იკატუნებ ვიცი, რომ კასეტა შენ გაქვს.
- ეს როგორ?
- დიდი ხნის განმავლობაში ვხვდებოდი, რომ ვიღაც ჩემს საქმეში ცუდად ერეოდა. შენი გამოაშკარავებაც არ დამჭირვებია ისე მალე გამოჩნდი.
- ამ კასეტას იმ შემთხვევაში მოგცემ თუ მეც საქმეში ვიქნები.
- მოიცადე მე რა ბავშვს ვგავარ?
- ამაზე იფიქრე.
- უკვე წავიდა?
- არ ვიცი თომა, მაგრამ ეს ქალი, ძალიან მაღიზიანებს უკვე.
- იქნებ იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანია.
- ჭკვიანი, რომ ყოფილიყო ასე მარტივარ არ დაუსხლტებოდა ხელიდან დამნაშავე.
- რა ხდება რაზე დაობთ?
- სოფია წამოდი მივდივართ.
- ძვირფასო კარგად ხარ? რამდენი ხანია ჩემთვის სოფია არ დაგიძახია?
- რავიცი იქნებ იმიტომ, რომ დასაწყისს ვუბრუნდებით.
- მოიცადე არ მითხრა, რომ ის ევა მოგეწონა. გაბრიელ იცოდე მიგასიკვდილებ...
- აი, თომა ხომ ვამბობდი საუბარს მაინც ამისკენ წაიყვანა.
- აბა  ეს რატომ თქვი?
- ანა, ევა კი არ მომეწონა პირიქით ძალიან მაღიზიანებს. არა რა, ქალების ადგილი ამ პროფესიაში არ არის.
- თქვენ, რომ გისმინოთ. ჩვემი ადგილი არ საჭესთან არის, არც სამსახურში და მითუმეტეს არც პროფესიაში. მომისმინეთ! მე ევა ძალიან მომეწონა. ძალიან მაგარი ქალია და ეტყობა, რომ თავისი საქმე იცის.
- მოიცადე შენ ვისკენ ხარ?
- ქალური სოლიდარობა ძვირფასო.
- კასეტას იმ შემთხვევაში დააბრუნებს თუ გუნდში მივიღებთ. ანა რა გაცინებს? (სოფია)
- ბიჭებო, ამდენი ხანი კასეტას ეძებდით და ევამ მოგპატართ? ძალიან სასაცილოა. ეს, როგორ დაგემართად ამხელა კაცებს?
- ანა შეწყვიტე სიცილი.
- არა რა, ხო ვამბობდი მომწონს ეგ ქალი.
- უკვე ძალიან მაღიძიანებ.
- კარგი წავედი ტყუპებთან ავალ.
- თომა ხო ვამბობდი დასაწყისს ვუბრუნდებით ისევ. შეხედე! ისევ აქ ვართ კუნძულზე. ისევ ჩვენს ოჯახს ვიცავთ. ქრისტის ევამ ჩაანაცვლა და ახლა ის გვიქმნის პრობლემებს.
- კარგი რა ძმაო. აი, ნახე ესაც გაივლის.
- მამიკო დაბრუნდა!
- გოგოებო ფთხილად არ წაიქცეთ.
- მამა დედა მართალია, რომ თქვა ქალები ძლიერი არსებები არიან.
- ანა რას ასწავლი ბავშვებს?!
- რამე ტყუილი ვთქვი?
- რა მოხდა?
- მარი კასეტა ევას აქვს. ჩვენი ბიჭები კი ასე მშალრზე დარჩნენ.
- ოღონდ ამათ სალაპარაკო მიეცით რა.
- შვილო, ასეთი ვინ არის, რომ ვერ მოარჯულეთ?
- დედამთილო, თქვენს შვილს ახალი თავსატეხი გაუჩნდა.
- და ვინ არის?
- ქრისტის ტყუპიცალი.
- მოიცადეთ და მაგას ტყუპისცალი, როდის ჰყავდა.
- არც ჩვენ ვიცოდით დედა, მაგრამ ხომ ხედავ ცხოვრება სუპრიზებითაა სავსე.
- პირველად ვინ ნახა ეს ქალი.
- მე ვნახე ევა პირველად.
- ნია სად და როგორ შეხვდი მას?
- ჩემი მასწავლებლის დაჩის მეგობარია. ცოტა უცნაურია, მაგრამ ეტყობოდათ, რომ კარგი მეგობრები არიან.
- არ ვიცი რას, მაგრამ ეგ ქალი რაღაცას მალავს.
- ბიძია ბებია ისევ გაიქცა?
- კი გაიქცა და აქედან ჩემთან შეთანხმების გარეშე არავინ გავა. რაც არ უნდა მოხდეს კუნძული არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ. სახლს გარედან დაცვა იცავ, თუმცა მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ.
- აქ, რამდენ ხანს უნდა ვიყოთ? ლექციები მაქვს,  შეფთანაც გაკვეთილებს ვაცდენ.
- ნია სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერია. აქ, იყავი დედაშენის გვერდით. არცერთ შეცდომას არ მივიღებ.  გასაგებია?!
- გასაგებია.
***
    ევა მის შემდეგ ჩამოვიდა  ქალაქში, როდესაც გაიგო, რომ ტყუპისცალია. ის აქ, მისი დის მოსაძებნად ჩამოვიდა. აქ, ჩამოსულს კი ტყუპისცალი გარდაცვლილი დახვდა. დიდი დრო არც დასჭირდა იმის გასარკვევად თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი. არც დეტექტივებზე, ინფორმაციის მისაღებად უწვალია ბევრი. ევა ბიოლოგიური მშობლების გარეშე სხვა ოჯახში გაიზარდა. აღმზრდელი დედა, სანამ გარდაიცვლებოდა გამოუტყდა, რომ ტყუპისცალია და მისი ოჯახი, სხვა ქალაქში ცხოვრობს. ამის შემდეგ ევამ მალევე გადაწყვიტა თავისი ქალაქის დატოვება და ბიოლოგიურ მშობლებთან შეხვდა. ევას დაბრუნებამ დედაზე ძალიან იმოქმედა. თავდაპირველად მას ეგონა, რომ გარდაცვლილი შვილი ეჩვენებოდა. მიმართავდა ქრისტის სახელით და ისე ეფერებოდა, როგორც მას. ასე დიდი ხანს გაგრძელდა სანამ ევა მამას და ძმას არ შეხვდა. პირველი იყო ჯაბა, რომელმაც თქვა, რომ ის არ არის ქრისტი. მისი და ასე არ შეხედავდა. ჯაბა სავსებით დარწმუნებული იყო, რომ წინ მდგომი ქალი, არ იყო ქრისტი. მამამისი მისკენ გაიწია და უთხრა, რომ მის მეუღლეს მოშორებოდა, რადგან მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ევას გამოჩენამ ქრისტისგან მიყენებული ტკივილი განაახლა. ისევ დაიწყედს მოთქმა, ბოდება მასზე. ჯაბა თანდათან ისევ იკარგებოდა საკუთარ თავში. ასე გაგრძელდა იქამდე სანამ ევამ მშვიდად არ შეძლო აეხსნა, რომ ისით მათი ბიოლოგიური ქალიშვილია. ევამ მოუყვა მთელი თავის წარსული. ბავშვობა, სკოლა სასწავლებელი და შემდეგ პროფესია, რომელიც მან აირჩია. ევა ცდილობდა ბიოლოგიური დედისთვის დაესვა კითხვა რატომ? რატომ გადაწყვიტა ერთი ტყუპი სავაადმყოფოში დაეტოვებინა. მან კი ასეთი რამ თქვა: ,, მე, როდესაც ვიმშობიარე მხოლოდ ერთმა გოგონამ დაიწყო ტირილი. მეორე ძალიან სუსტი იყო და ამიტომ ლაბორატორიაში მოათავსეს.მე მასთან ერთად ორი თვე საავადმყოფოში ვცხოვრობდი. ორი თვის შემდეგ კი მითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მე რათქმა უნდა მოვითხოვდი მის ნახვას, თუმცა მითხრეს, რომ მას დაავადება სჭირდა და ბავშვს ვერ შევეხებოდი. მაშინ არავინ მყავდა ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებდა. მე მხოლოდ მახსოვს შავი ყუთი, რითაც ჩემი შვილი საავადმყოფოდან გაიყვანეს.“ ასეთი იყო ევას და ქრისტის ბიოლოგიური დედის პატარა ისტორია, თუმცა ძალიან მტკივნეული მონათხრობი. ამის შემდეგ ევა დედამ გულში ძლიერ ჩაიკრა და თქვა ასეთი რამ ,, მე შვილი უფალმა მაჩუქა მეორედ.“ ჯაბა გაიზარდა, განვითარდა და ამ ყველაფერს ცოტა სხვა თვალით უყურებს. ევას არ უყურებს, როგორს მის დას, რადგან მისთვის ერთადერთი და ქრისტი იყო. ჯაბამ ევა ვერ მიიღო და რამოდენიმე დღეში ისევ ამერიკაში გაემგზავრა.
***
- ბიჭებო! სასწრაფოთ აქ მოდით რაღაც საეჭვო ხდება.
- თომა ადექი მივდივართ!
- რა ხდება?
- არც მე ვიცი. პროკურორი გვიბარებს.
- სად არიან?
- გურამისთან სახლში.
- იმედია ამჯერად ისევ მის ცოლმა არ ჩაიდინა რამე.
- არამგონია, რადგან უკვე მოარჯულა გურამმა.
- ბიჭო ერთი მაგათიც გამკვირვებია რა, თუ თავიდანვე უყვარდათ ერთმანეთი ამხელა სპეკტაკლები რა საჭირო იყო.
- ძმაო რით ვერ გაიგე, რომ ქალები ეჭვიანი არსებები არიან და ეს ყველაფერიც ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
- ხო, მაგრამ მაგათ ეჭვიანობას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამისთვის პასუხს ვინ აგებს?
- ის, ვინც მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა კიდეც.
- როდის ავიყვანთ დამნაშავეს?
- ძალიან მალე.
- აი მოვედით!
- გაბრიელ შეხედე აქ, კიდევ ვიღაც არის.
- ისევ თქვენ! რით ვერ გაიგე, რომ  ქალების ადგილი აქ არ არის.
- გაბრიელ ახლა ამის დრო? ბარბარე გუშინ ღამით ამ სახლში იყო. ფაქტია, რომ მარტო არ არის და ვიღაც ეხმარება.
- დეტექტივი მართილია ამ სახლში  დახმარების გარეშე ვერ შემოვიდოდა. შემოსასვლელშიც კი პაროლი აყენია.
- ეჭვი ვისზე გაქვთ?
- მე ეჭვი დაჩიზე მაქვს. თქვენს საქმეს გავეცანი და ვიცი, რომ მამამისის ქორწილში მანქანა მუხრუჭები მან გაუფუჭა, რადგან იცოდა მისი მშობლები, ასე შერიგდებოდნენ.
- გამაგებინეთ ამდენი ინფორმაცია ამ ქალს საიდან აქვს?! ვინმე ამიხსნით აქ, რა ჯანდაბა ხდება?!
- გაბრიელ ძმაო, სირცხვილია.
- თომა გაიწიე თუ ძმა ხარ რა. ქალბატონო ევა, კარგად მომისმინეთ და ეს სიტყვები,  ჩაიბეჭდე მაგ პატარა  თავში. ეს საქმე ჩემია! ვერ ვიტან, როდესაც ვინმე ჩემდა დაუკითხავად  ჩემს საქმეში ცხვირს ჰყოფს. ამას შემდეგ ძალიან ცუდი რამ მოყვება. სანამ დროა გაეცალეთ ამ საქმეს იქამდე სანამ უბედურება არ დატრიალებულა.
- ანუ შენ ფიქრობ, რომ ჩემს გამო მოხდება რამე?
- ხო აბა, მე გამექცა დამნაშავე.
- ეგრე შენც ბევრჯერ დაუშვი შეცდომა. გაბრიელ, უშეცდომო არავინაა და მომეცი უფლება მეც დაგეხმაროთ. ამ ყველაფერს მე ჩემი დის გამო ვაკეთებ. მინდა ჩემი დის მკვლელი დაისაჯოს.
- ბიჭებო აქეთ მოდით!
- რა ხდება?
- ეს მოწყობილება,  კარგს არაფერს არ უნდა ნიშნავდეს. ის სავარაუდოდ ასაფეთქებელს ნივთიერებას ამზადებს.
- ექსპერტ კრიმინალისტები დაიბარეთ. აქაურობა, რაც შეიძლება მალე გაჩხრიკეთ. ეცადეთ არაფერი არ გამოგეპაროთ.
- კუნძული! გაბრიელ, აქ ტყუილად ეძებ ბარბარე ნაღმს კუნძულზე დამონტაჟებდა.
- იქ, ვერ შევიდოდა.
- დაჩის ხო შევიდოდა.
- თომა გადაამოწმე გუშინ დაჩი კუნძულზე იყო?
- ძმაო არ არის გადამოწმება საჭირო. გუშინ ღამით დაჩი, მამამისთან ერთად მოვიდა ჩვენს სანახავად.
- დარეკეთ!  პირველ რიგში არანაირი პანიკა. არავის არაფერი არ უთხრათ. გაფთხილეთ ყველა  კუნძული არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ. თომა მივდივართ!
- მეც წამოვალ.
- შენ ნუ ჩაერევი.
- უკვე ჩავერიე.
***
    მდგომარეობა უფრო დაიძაბა მის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ გაისმა სიტყვა აფეთქების შესახებ. პირველი ასეთი შემთხვევა უკვე გაბრიელის სოფელში დაფიქსირდა. მართალია მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა სახლი დაიწვა.  იმ სახლში, სადაც მამამისი დაიბადა და გაიზარდა.იქ, სადაც გაბრიელმა ბავშვობის საუკეთესო წლები გაატარა. მაშინ საფხის წინაშე მისი ოჯახი, მეგობრები და საყვარელი ქალი იყო. ახლა კი ეს საფრთხე უფრო გაძლიერდა, რადგან მის სახლში, არიან ტყუპები: ალისა და სესილია, მისი საყვარელი ქალი ანა. (სოფია) მისი მეგობრები: რატი, მელანო, მარიამი, მისი აღმზდელი დედა ქალბატონი ნინო. ბავშვები: ნია, ქრისტი და გაბრიელი. ახლა საფრთხე გაცილებით დიდია. გაბრიელი და თომა ყველანაირად ცდილობენ  ეს არ შეეიმჩნიონ, თუმცა ნერვიულობა იმაზე დიდია ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. იქ, მათი ოჯახია და შეიძლება ერთი ხელის მოსმით ყველაფერი განადგურდეს. თომა გაბრიელს ამხნევებს, გაბრიელი თომას. აი, ორივეს ერთად კი ევა ამხნევებს. ევამ დაჩი ერთ-ერთი ინტერნეტ საიტის საშუალებით გაიცნო. მიუხედავად დიდი ასაკის სხვაობისა მათ, მაინც შეძლეს და დამეგობრდნენ. სწორედ ევა იყო მის გვერდით, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ევა, როგორც მეგობარი, მას ამხნევებდა და ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც ასწავლიდა. აქ, ჩამოსულ ევას დაჩის ოჯახის საქმე ხელში მოჰყვა. გააფთხილა კიდეც, რომ ეს საქმე კარგს არაფერს მოუტანდა და უნდა ჩამოშორებოდა ბარბარეს, თუმცა იგივე მისი დაკავების დღეს განმეორდა და ხელი შეუწყო ბარბარეს პატიმრობიდან გაქცევაში.
***
- რა ხდება? ასე მალე რატომ დაბრუნდით?
- ანა, ახლა აქ ექსპერტ კრიმინალისტები მოვლელ ძალიან გთხოვ ბავშვებს არ მოშორდე.
- გაბრიელ რა ხდება? ძალიან მაშინებ...
- ჯერ დაზუსტებული არაფერია.
- გაბრიელ მეშინია.
- ძვირფასო ნუ გეშინია ძალიან მალე ყველაფერი დამრთავრდება და აქედან გავალთ.
- აქედან რატომ უნდა გავიდეთ? არ მითხრა, რომ...
- ძმაო გამომყევი. სახლთან შენი მანქანა იწვის.
- რაა? ყველანი აქ ხართ?! გარეთ გავიდა ვინმე? ჯანდაბა! ხმა ამოიღეთ!!!
- გაბრიელ დამშვიდდი და მე შემომხედე. მე აქ ვარ ტყუპებიც აქ, არიან. ბავშვებიც ზემოთ ოთახში არიან.
- ყველანი ქვემოთ ჩამოდით!
- მამა რა ხდება? კრიზისი დაიწყო?
- ყველნი ხართ? გაკლიათ ვინმე?
- ნია... ნია აქ არ არის. გამიშვით გარეთ უნდა გავიდე!
- გაბრიელ, არა! გარეთ გასვლა არ შეიძლება.
- შვილო, რას აკეთებ?
- დედა დამელოდე კარგი. ნიას ვიპოვი და დავბრუნდები.
- შვილო, არ გინდა გემუდარები!!!
- მანქანაში ვინმეა? ვინ არის ჩემს მანქანაში?!
- დიახ, დეტექტივო მანქანაში არის ვიღაც. ახლა ცეცხლის ჩაქვრობას ცდილობენ.
- არა!!! ოღონდ ეს არა. მითხარით, რომ მანქანაში ნია არ არის.
- ანა მოშორდი ცეცხლს!
- მამა გააკეთე რამე! შეუძლებელია!!! მანქანაში ნია ვერ იქნება. ალბათ აქვეა და დაბოდიალობს სადმე.
- გაბრიელ!
- ნია!!! მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ. სად ჯანდაბაში იყავი?
- ბაღში ვიყავი მსხალს ვკრეფდი.
- რადროს მსხალია ვერ ხედავ მანქანა იწვის.
- კი ვხედავ და ვინ იწვის?
- მანქანაში ბარბარე იწვის!
- დაჩი? შენ აქ რას აკეთებ და საიდან იცი, რომ ის ბარბარეა?
- მე მას მახე დავუგე. გაქცევაში დავეხმარე ვუთხარი, რომ ამ მანქანაში ნია მოხვდებოდა. ის, ჩაჯდა რათა შეემოწმებინა და სწორედ  ამ დროს მანქანამ დაიძახა ბუმ...
- ამას მარტო ვერ გააკეთებდი. ვინ გეხმარებოდა?
- მე და გიორგიმ დიდი ხანია საერთო ენა გამოვნახეთ.
- დეტექტივო ევა ამაზეც უნდა გქონდეთ ხომ რაიმე ახსნა?  აბა რას იტყვით, დავიჭიროთ შენი მეგობარი?
- ცოტა დრო მომეცით დაველაპარაკები და შემდეგ ისე მოიქეცით, როგორც საჭიროა.
- გითმობთ.
***
- ეს რატომ ჩაიდინე? მე ხომ გაფთხილებდი.
- ის ქალი, ასეთ სიკვდილს იმსახურებდა.
- და ეს მაინდამაინც შენ უნდა გაგეკეთებინა?
- ევა ძალიან გთხოვ ლექციებს ნუ წამიკითხავ ისედაც ვიცი, რომ ამის შემდეგ უახლოესი 18 წელი ციხეში უნდა გავატარო.
- ნიას გულის მოგებას ასე აპირებ?  ალბათ ციხიდან გამოუგზავნი წერილებს ხომ?
- ევა, ნიამ არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა. მას გაბრიელი შეუყვარდა.
- ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასჯელი შეგიმსუბუქდეს.
- საჭირო არ არის. შენ ისედაც ბევრი რამ გააკეთე ჩემთვის. ახლა კი დროა თქვენს წინაშე  სასჯელი მოვიხადო.
- ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს.
- მომავალ შეხვედრამდე ევა.
***
  ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სხეული რომელიც დაიწყვა ნამდვილად ბარბარესი ეკუთვნოდა.. ბარბარე თავისივე დაგებულ მახეში გაება და ის ცოცხლად დაიწვა. ეს ყველაფერი მარაზმი იქნებოდა, რომ არა მისი დამოკიდებულება შვილების მიმართ, საყვარელი ადამიანების მიმართ. მან ამ ყველაფრის მიუხედავად არჩევანი ფულზე გააკეთა. როდესაც უკვე გაისმა სახელი ბარბარე, რომ ის იწვოდა მანქანაში. სალომე და რატი ადგილზე გაშრნენ. სალომე ცრემლად იღვრებოდა აი, რატის რაც შეეხება. უბრალოდ ხმის ამოუღებლად იდგა. თითქოს ცრემლი გაუშრაო ვერაფერი გააკეთა. არ იცოდა ვისზე ან რაზე უნდა ეტირა. მან ხო მთელი ცხოვრება უდედოდ გაატარა. მას ხო ეს სიყვარული არ უგრძვნია. მისგან მხოლოდ ძველი, მიტოვებული სახლი და ნივთები დარჩა. მხოლოდ მის დას ჩაკიდა ხელი ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში აკეთებდა. მაშინ არკოჰოლიტ მამას მოარიდებდა და კარადაში ჩაკეტავდა, რომ ეს არ ენახა. ახლა კი ცდილობდა, რომ ცეცხლიდან მოეშორებინა. სალომე მაინც დედიკენ იწევდა და ყვიროდა ,,ცეცხლი ჩააქრეთ!“ საბოლოოდ ვერ მოხერხდა სხეულის ბოლომდე გადარჩენა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შვილებმა მოითხოვეს, რომ სხეული საბოლოოდ დაეწვათ და მისი ფერფლი ზღვაში მიმოფანტათ. ილოცეთ მისი სულისთვისო, შეუნდეთ მისი ცოდვებიოა ასე გამიგონია, მაგრამ რა ეშველება იმ ყველაფერს, რომელიც უბრალოდ განადგურდა. არაფერი, წარსულს არასდროს არაფერი არ ეშველება მხოლოდ მომავლის რწმენით უნდა ვიცხოვროთ. ასე მეუბნებოდნენ მე მშობლები და ახლაც ამის რწმენით ვაგრძელებ ცხოვრებას.  ახლა რა იქნება? დასრულდა ისტორია? არა, ისტორია არ დასრულებულა, რადგან ახლა მე,  ოთხი წლის შემდეგ მივდივარ დეტექტივების ოჯახში და მათთან ჩავწერ ინტერვიუს.
***
ოთხი წლის შემდეგ!
ინტერვიუ დეტექტივებთან და მათი ოჯახის წევრებთან: რა ხდებოდა მაშინ, როდესაც ისინი ასეთ რთულ პერიოდს გადიოდნენ?
- გამარჯობათ პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით.
- პირიქით მადლობა თქვენ.
- ჯერ მითხარით როგორ ხართ? რა ხდება თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
- თომა მე მგონი ისევ წარსულს ვუბრუნდებით.
- მეც ასე მგონია. (იცინის)
- კარგად ვართ. ახლა კიდევ ერთი საქმით ვართ დაკავებულები.
- იმედია ეს საქმე ამჯერად, მაინც იქნება თქვენი ოჯახისგან შორს.
- კი, რათქმაუნდა. ის, ყველაფერი მხოლოდ წარსულს ჩაბარდა.
- კარგი თუ მზად ხართ დავიწყოთ.
- მეგონა რომ უკვე დავიწყეთ. (გაბრიელი)
- როგორ მოდის დამკვეთი თქვენამდე?
- დამკვეთი თავისით მოდის. ერთს მეორე მოჰყავს, მეორეს მესამე და ასე შემდეგ... (გაბრიელი)
- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ დამკვეთისთვის უარი გითქვამთ?
- თომა ეს კითხვა შენთვისაა ძმაო.
- ვიცოდი, რომ ამ შეკითხავს მე მანდობდი. (იცინის) კი იყო ასეთი შემთხვევა. ერთხელ ჩემთან მამაჩემის მეგობარი მოვიდა. ეჭვი გქონდა, რომ მისი ცოლი, მამაჩემის საყვარელი იყო და უნდოდა ეს ყველაფერი ჩუმად გამერკვია.
- შემდეგ რა მოხდა?
- არაფერი უბრალოდ  მამაჩემს და მის ცოლს, ერთხელ მოუწიათ საქმიან შეხვედრაზე წასვლა და მხოლოდ ეს იყო ეჭვიანობის მიზეზი. მამაჩემს ეს,  რომ მოუყევი ერთად ძალიან ბევრი ვიცინეთ.
- თემა, რომელიც დამკვეთს ყველაზე მეტად აინტერესებს?
- ეჭვიანომა... არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალი იქნება თუ კაცი. ორივე მხრიდან სურვილი თანაბარია. უბრალოდ უნდათ, რომ ჩუმად გაიგონ მათი გეგმების შესახებ. (თომა)
- ერთი ასეთი შემთხვევა ბოლოს მოხდა. ქალი სასოწარკვეთილი მოვიდა ჩვენთან. ამბობდა, რომ ძიძა მის შვილს სასტიკად ცემს და აძალებს, რომ საჭმელი ძალით შეჭამოს. ქალი სახლში, როცა დაბრუნდა შვილს, სილურჯეები შეუნიშნა. ძიძამ კი მოატყუა, რომ ბავშვი, ძილის დროს უბრალოდ საწოლიდან გადმოვარდა. (გაბრიელი)
- რა ხდება, როცა ობიექტი ხვდება, რომ უთვართვალებენ?
- ჩვენს შემთხვევაში მე და თომა ერთად ვმუშაობთ. სინამდვილეში კი არასწორია, რადგან ერთ დეტექტივს არ აქვს უფლება მეორეს ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ჩვენი შემთხვევა ალბათ იცით, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ერთად ვმთანამშრომლობთ. (გაბრიელი)
- რა არის ჩვენი მთავარი იარაღი?
- ჩვენი იარაღია სიტყვა.
- გაბრიელ, როგორ ფიქრობთ რომ არა თქვენი პროფესია თქვენს მეუღლეს შეხვდებოდით?
- ალბათ კი, რადგან სოფია დიდი ხნის განმავლობასი ჩემს გარშემო ტრიალებდა.
- მოგცათ თუ არა რაიმე განვითარება იმ რთულ პერიოდმა, რაც ერთად გადაიტანეთ?
- პირველ რიგში შევქმენით მყარი და დიდი ოჯახი, უფრო განვითარდით ჩვენს პროფესიაში, შევიძინეთ ძალიან ბევრი მეგობარი და ერთერთი არის თომა. ალბათ იცით, რომ ვიპოვე ბიოლოგიური დედა და ძმა და ბოლოს ერთად გადავლახეთ ის, რთული პერიოდი. (გაბრიელი)
- რა შემიძლია დავამატო გარდა იმისა, რომ ნამდვილად რთული იყო ის დღეები, რაც ერთად გავიარეთ, თუმცა ის რაც ახლა ხდება ჩვენს თავს  ამ ყველაფრად ღირდა. (თომა)
- გაბრიელ გავიგე, რომ რამოდენიმე დღის წინ ტყუბი ბიჭების მამა გახდით. გილოცავთ კიდევ ერთხელ.
- ჩემი მეგობარი, არასდროს არ გასცდება ტყუპების პოზიციას. (თომა)
- მაინტერესებს, რომ არა დეტექტივი რა იქნებოდით პროფესიით?
- ალბათ ისევე, როგორც თქვენ ჟურნალისტი. (გაბრიელი)
- მე სანტექნიკოსი.
- სერიოზულად ძმაო?
- რა ვქნა ძმაო, ამ გამოქვაბულში ყოფნის დროს უკვე იმდენჯერ მომიწია რაღაცეების შეცვლა, რომ ნამდვილად დავინტერესდი ამით. (თომა)
- ალბათ იცით, რომ ბევრი გულსემატკივარი გყავთ.
- დიახ  და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. (გაბრიელი)
- მათ თქვენთვის კითხვები აქვთ.
- სანტერესოა... აბა გისმენთ. (გაბრიელი)
- დროის უკან დაბრუნება, რომ შეგეძლოთ შეცვლიდით თუ არა რამეს?
- სიმართლე, რომ გითხრათ არაფერს არ შევცვლიდი, რადგან ეს გზა, აუცილებლად უნდა გაგვევლო,რადგან ასე იყო საჭირო. ადამიანებს რამის შეცვლა, რომ შეეძლოთ ალბათ შეცდომებსაც არ დაუშვებდნენ  ხომ? დღეს  ხომ ყველა შეცდომებით სწავლობს ცხოვრებას. (გაბრიელი)
- გაბრიელს ვეთანხმები, თუმცა ერთ რამეს მეც დავამატებდი. არაფერს არ შევცვლიდი გარდა ჩემს ხასიათებისა.  ერთი ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს. ყოველთვის და ყველგან ვაგვიანებ. მე და ჩემს მეუღლეს ქორწინების 5 წლის იუბილე გვქონდა და ვახშამზე დამაგვიანდა. არასდროს გამომსდის დროის სწორად გადანაწილება და დღემდე მარი ამაზე მინაწყნდება. (თომა)
- კითხვა, რომელიც თქვენს გულშემატკივარს აინტერესებს. იქნებოდით თუ არა ისეთივე წარმატებულები ერთმანეთის გარეშე?
- ო, საინტერესო შეკითხვაა. მე თომას გარეშე ვიმუშავე ორი წელი. ვერ ვიტყვი, რომ თავს კარგად არ ვართმევდი, თუმცა არც ცუდი ვიყავი. (იცინის) ჩემი და თომას გზები ერთერთ მისიაზე წასვლის დროს გადაიკვეთა, მაშინ ერთი ქალბატონის საქმეს ვიძიებდი. თომა კი იმ ქალბატონის მეუღლემ დაიქირავა. (გაბრიელი)
- ძალიან უხერხული იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, თუმცა ახლა ამაზე გვეცინება. (თომა)
- ბოლოს ეგენი მოგვარდნენ ხო ერთმანეთში? აღარ მახსოვს. (გაბრიელი)
- კი ძმაო მოგვარდნენ კი არა საქმე დასრულებული არ გვქონდა ერთად სხვა ქალაქში გაიპარნენ. (თომა)
- ეს ამოჭერით უხერხულია... მგონი კითხვას გადაუხვიეთ. მე მაინც მგონია, რომ არა ის დიდი საქმე ჩვენ ასეთი წარმატებულები არ გავხდებოდით და რაც შეეხება ცალ-ცალკე მუშაობას გამორიცხულია, რადგან როგორც იტყვიან საათივით გვაქვს აწყობილი ერთმანეთის განრიგი. თომა ჩემი მეწყვილეა მე კი მისი აქ, უფროსი არ არსებობს. აქ, ძალები თანაბარია. (გაბრიელი)
- როგორ ახერხებთ იყოთ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ?
- ესაც ჩვენი ერთერთი ძლიერი იარაღია. ჩვენ ყოველთვის მნიშვნელოვან ფაქტებს ვაფარებთ ფარდას და როცა საჭირო ხდება მაშინ გამოგვაქვს სააშკაროზე. ვაღიარებ, რომ ეს გაბრიელისგან ვისწავლე. (თომა)
- რა არის თქვენთვის მეგობრობა და როგორ ახსნიდით თქვენ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ?
- პირველი, რაც იყო თომასგან ვიგრძენი მხარდაჭერა. ჩვენთვის მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ საათობით იჯდე და მოუყვე ყოველდღიური გეგმების შესახებ, როგორც ამას ქალები აკეთებთ. ჩვენ პროფესიიდან გამომდინარე ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ჩემი აზრით, როდესაც გვერდით გყავს მეგობარი, რომელიც მუდამ გამხნევებს უიმედოდ არასდროს იქნებით და ყოველთვის გექმენათ უკეთესი მომავლის იმედი. (გაბრიელი)
- ჩვენი მეგობრობა ნამდვილად არის განსაკუთრებული. ხშირად ამაზე გოგოებიც კი ეჭვიანობენ,რადგან ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე ყოველთვის მზად ყოფნაში უნდა ვიყოთ ხშირად გვიწევს რაღაცეების ერთმანეთთან შეთანხმება, თუმცა ამაში დიდ დროს ნამდვილად არ ვკარგავთ. დღეს დღეისობით ამ სიტყვას ძალიან ხშირად იყენებენ, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის ჩემი მეგობარი ყველაზე დიდი ძალაა. გაბრიელი ვეთანხმები, როდესაც გვერდით გყავს ისეთი მეგობარი, რომელსაც დაეყდნობი ბოლომდე, არასდროს არ წაიქცევი. (თომა)
- ბოლოს რას ეტყოდით თქვენს გულსემატკივრებს,  ვისაც ძალიან შეუყვარდით?
- ხშირად გაგვიგია ჩვენზე ამბობდნენ ძალიან ჭკვიანურად გათვალესო. ხშრად გაგვიკვირვებია კიდეც, თუცა ამისთვის ჩვენ ბევრი არ გვიფიქრია. ძალიან მიხარია თუ გვყავს გულსემატკივდები. გეტყვით, რომ ჩვენც ძალიან გვიყვარხართ და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ისტორიამ ოდნავ მაინც შეიტანეთ წვლილი თქვენს ცხოვრებაში. (გაბრიელი)
- საბოლოოდ ყველაზე ბედნიერები, მაინც ჩვენ ვართ, რადგან ოთხი წლის წინ დასრულდა მძიმე პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში და ახლა მშვიდად შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. (თომა)
- შეიძლება, რამოდენიმე შეკითხვა თქვენს მეუღლეებსაც დავუსვათ?
- რამოდენიმე არამგონია საკმარისი იყო. ისინი თავისი შეკითხვებით უკვე მზად არიან თქვენთან შესახვედრად. (გაბრიელი)
- ჩვენ მზად ვართ!
- ბიჭებო ნახვამდის.
- მომავალ შეხვედრამდე!
- გოგოებო, როგორი შეგრძნებაა, როცა თქვენი ბიჭები ასეთი წარმატებულები არიან?
- გაბრიელთან ერთად არაფრის მეშინია. (ანა)
- მარიამ ვიცი, რომ სასტიკაც წინააღმდეგი იყავი თომა, როდესაც დავალებაზე მიდიოდა.
- კი თავიდან ნამდვილად ასე იყო. გამუდმებით, რაღაცის შიში მქონდა. ყოვეთვის, როცა ოდნავ მაინც დააგვიანებდა, ან ჩემს ზარებს არ უპასუხებდა მალევე პანიკას ვიწყებდი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გაბრიელი პატარა იყო. ახლა ყველაფერი სხვა გვარად არის. გაცილებით მშვიდად ვგრძნობ თავს. (მარი)
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი დღე, რომელმაც ყველა გაგაერთიანად?
- მაშინ, როდესაც პირველად წავედით კუნძულზე. ეგ იყო დღე, როცა ყველა ერთ დიდ ოჯახად ვცდოვრობდით. მართალია რთული პერიოდი იყო, თუმცა სახლში სადაც მაკა იყო იქ ყოველთვის შეგვეძლო მშვიდად გვევახშმა. მაკამ შეძლო და ამდენ ხალხს ერთდოულად გაგვიმკლავდა. ყოველი დილა საგიჟეთს გავდა. არც სახლი იყო დიდი და შესაბამისად დიდი ქაოსი იდგა.  ვიღაცას სამსახურში ეჩქარებოდა, ვიღაცა ტელეფონს ეძებდაა, ან ტელეფონის დამტენს. გოგოებს ერთ ოთახში გვეძინა. მახსოვს მეორე სართულზე მხოლოდ სამი საძინებელი იყო და ორი მხოლოდ ჩვენ გვეკავა. საბოლოოდ ბიჭები იჩაგრებოდნენ. ერთხელ გაბრიელს მანქანაშიც კი ეძინა და ამბობდა საკუთარი სახლიდან გამომაზევესო. (ანა)
- ერთხელ რატის, ღვინის სარდაფში ქვევრთან ჩახუტებუს ჩაეძინა. გამთენისას მაკა ძმრის ამოსატანად, რომ ჩავიდა მაშინ გამოაღვიძა. არც ეზო იყო დიდი. ან იყო და უბრალოდ იმდენი ვიყავით ყველაფერი პატარა გვეჩვენებოდა. (მარი)
- ანა ამ კითხვას თქვენი გულშემატკივარი გისმევთ. როგორ ახერხებდით ყოველთვის სიტუაციიდან გამოსვლას ისე, რომ არავინ ზარალდებოდა?
- როდესაც რთულ სიტუაციაში ვარ არასოდეს ვიბნევი პირიქით სწრაფად ვიწყებ რეაგირებას. მითუმეტეს ეს თუ ჩემს საყვარელ ადამიანებს ეხებათ. მახსოვს, როდესაც თომა დაიჭრა გაბრიელი დაიბნა და მე კი ვცდილობდი ყველაფერი, რაც შეიძლებოდა სწრაფად მომეგვარებინა. (ანა)
- რას გვეტყვით შენ ძმაზე იცოდით, რომ ის უდანაშაულო იყო?
- მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ლუკა არასდროს მოკლავდა ადამიანს. ჩემ ძმას გარემოებამ არ შეუწყო ხელი. ის, რომ მან ასეთი გზა აირჩია თვითონ არ იყო ამაში დამნაშავე. ორი წელი მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. მოგვიანებით კი გავიგე, რომ ისიც ამ ქალაქში იყო ამაზე რათქმაუნდა ძალიან გავბრაზდი, თუმცა მაგ დროს ლუკამ ასე ჩათვალა საჭიროდ. ჩემი ძმას უნდოდა, რომ ნია მას აღეზარდა და ასეც მოხდა. ნიამ მამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოანი რვა წელი გაატარა, რაც ნიაზე დადებითად აისახა. (ანა)
- მარი ეს კითხვა თქვენთვის გამოგვიგზავნეს. როგორი ქმარი და მამაა თომა?
- გაბრიელი ძალიან ჭირველუილი ბავშვი იყო და ყოველთვის თომას დახმარება მჭირდებოდა. მაშინ კი თომას გამოჭერა ძალიან რთული იყო. ყოველთვის მის მელოდინში ვიყავით, მეც და გაბრიელიც. ახლა გაბრიელი საკმაოდ დიდი და დამოუკიდებელი ბავშვია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ გამონახეს საერთო ენა და დღეს მათ კარგი მეგობრობა ჩამოუყალიბდათ, რაც შეეხება მეუღლეს ახლახანს გაახსენდა, რომ 25 წლის იუბლე გვაქვს და მეგობრებთან ერთად  ვაპირებთ ავღნიშნოთ. (მარი)
- როგორ ფიქრობთ თქვენს შვილს რაიმე საერთო აქვს მამამისის პროფესიასთან?
- არა, არანარი. ჩემი შვილი არასერიოზულად უყურებს მამამისის პროფესიია. მას ჰქონია, რომ მისდაუნებურად ერევიან სხვის ცხოვრებაში, რაც ძალიან არ მოსწონს.
- როგორ ფიქრობთ ეს კარგია თუ ცუდი?
- ალბათ კარგიცაა. ჩემთვის მთავარია მან აირჩია გზა, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობს.
- თქვენი ასეთი ურთიერთობა ბიჭების დამსახურებაა?
- მე მაინც მგონია, რომ ყველა ვინც აქ ვართ პროფესიამ გაგვაერთიანა. (ანა)
- ბოლოს რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივარს?
- გოგოებო, კარგი იქნება თუ ჩემს ხერხს გამოიყენებთ. იყავით გახსნილები არასოდეს ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. რაც უფრო იტყვით თქვენს სათქმელს უფრო განთავისუფლდებით. იმედია ჩვენი განვლილი ცხოვრება, ოდნავ მაინც  იქნება იმედის მომტანი  თქვენთვის. ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავეცით. დავკარგეთ საყვარელი ადამიანები. მე ოჯახი დავკარგე. არასდროს მეგონა თუ ოდესმე მაკას  გარეშე  შევძლებდი ცხოვრების გაგრძელებას, თუმცა ამას შემდეგ ლუკა დაემატა. ეხლა ყველაზე მეტად, რაც მაძლიერებს არის ჩემი ოჯახი. ჩემი შვილები, მეუღლე და ჩემი მეგობრები. თქვენს სიყვარულმა ჩვენამდეც მოაღწია და ეს ჩვენ ძალიან გვაბედიერებს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს
ამისთვის. მომავალ შეხვედრამდე... (ანა)
- მიეცით საყვარელ ადამიანს მეტი თავისუფლება. მე უკვე ამისთვის  ერთხელ შევცდი და იგივე თქვენ არ გაიმეოროთ. თუ ადამიანი სიგიჟემდე გიყვართ მათი ნდობა უნდა შეგეძლოთ. მთავარია მას მიენდოთ და ყველანაირი შიში გაქრება. მოამავალ შეხვედრამდე... (მარი)

ოთხი წლის წინ!
- ნია ეს თქვენთვის არის.
- ყვავილები? გაბრიელ რა სასაცილოა ამით გინდა, რომ ჩემი გული მოიგო?
- გაგიჟდი! რატომ გადაყარე იცი რამდენი გადავიხადე მაგ ყვავილებში?
- იდოტო! მაყვედრი კიდეც? ეს ყვავილები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ამით ვერ დამავიწყებ ის, რაც შენ ჩაიდინე.
- რა უნდა გავაკეთო, რომ მაპატიო?
- ესაც მე უნდა გითხრა?
- არ ვიცი რა არის, მაგრამ აუცილებლად ვიპოვი გზას, რომ მაპატიო.
- კარგი რა ნია, ასეთი რა ჩაიდინა აპატიე. დაიღალა ბიჭი, ეს დღეები ხან რას გიგზავნიდ ხან რას.
- მარი ასე ძალიან თუ გეცოდება შენც მას გაყევი.
- რა სისულელეებს ამბობ. ამ საღამოს ილია წვეულებას მართავს  წამოხვალ ჩემთან ერთად?
- შენ გინდა, რომ ილიასთან ახლოს იყო და მე მხოლოდ მიზეზი ვარ.
- წამოხვალ თუ არა?
- კარგი ხო წამოვალ, მაგრამ რას ავღნიშნავთ ბებიაჩემის სიკვდილს თუ იმას, რომ ჩემი მასწავლებელი აღმოჩნდა მკვლელი?
- არცერთს უბრალოდ ახალგაზრდული წვეულებაა ბენდი იმღერებს. შენც წამოიღე გიტარა.
- მეე? არა მადლობა. იმ საშინელი საღამოს შემდეგ დაკვრას აღარ ვაპირებ.
- რატომ იყო საშინელი? შენ არ გინდოდა, რომ გაბრიელთან ერთად გემღერა?
- მაშინ მე არ ვიცოდი, რომ გაბრიელი მთალად ასეთი იდიოტიც იყო.
- წამოდი კაფეში ყავა დავლიოთ.
- თანახმა ვარ თან მომიყევი რა ხდება შენსა და ილიას სშორის?
- ჯერ არაფერი სერიოზული არ ხდება. უბრალოდ ვგრძბობ, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონს.
- იცი რა მიკვირს, როგორ ახერხებთ და არასდროს კამათობთ?
- ყველა თქვენნაირი გიჟი ვერ იქნება. ილია ძალიან მშვიდი ადამიანია. აი, გაბრიელი კი...
- გაჩუმდი! მაგაზე მე ვიტყვი. გაბრიელი ძალიან მოუსვენარი ადამიანია. არასდროს არ შეუძლია ერთ გოგოზე შეჩერება.
- სიმართლე უნდა ითქვას გაბრიელს არავინ არ შეუყვარდება ისე, როგორც შენ.
- რო ვყვარებოდი ასე არ მოიქცეოდა.
- კარგი რა, ეგ იქამდე იყო სანამ კარგად გაგიცნობდა. ის რაც ერთად გაიარეთ დარწმუნებული ვარ სავსებით გურწფელი იყო შენს მიმართ.
- გოგო! შენ ჩემი დაქალი ხარ თუ მისი?
- მე სიმართლის მხარეს ვარ. ნია, გაბრიელს სიგიჟემდე უყვარხარ და ვიცი, რომ ეს სიყვარული ორმხრივია. შეეშვი სიჯიუტეს და შეურიგდი.
- ყველამ ჩემს წინააღმდეგ შეკარით ხო პირი? სახლშია და მამიდაჩემი მიკითხავს ლექციებს,  გარეთ გამოვდივარ და თქვენ არ მასვენებთ.
- იქნებ  ოდნავ მაინც დაფიქრდე, რომ ამდენი ხალხი სიმართლეს ამბობს.
- გაბრიელმა უნდა იცოდეს, რომ ძვირადღირებული საჩუქრებით ჩემს გულს ვერ მოიგებს და ცოტა უბრალო რაღაცეებზეც  უნდა იფიქროს.
- მაგალითად?
- არ ვიცი. ალბათ ლამაზი სიტყვა, ლამაზი ადგილიდან.
- მე უნდა წავიდე მეჩქარება.
- მოიცადე! ყავა ჯერ არც კი დაგილევია.
- გაკოცე საღამოს გნახავ.
გეგმა:  გაბრიელის და ნიას შერიგება!

- მე ვიცი, როგორ უნდა შერიგდეთ.
- გისმენთ მარიამ გაარკვიე რამე?
- ხო, როგორც იქნა თქვა რა არის მისთვის მნიშვნელოვანი.
- და ეგეთი რა არის?
- თავიდანვე არასწორად ვმოქმედებდით. ნიას ყველაფერი უბრალო უყვარს.
- ანუ?
- გაბრიელ ნიას არასდროს ანიჭებდა ძვირადღირებულს საჩუქრებს უპირატესობას.
- ჯანდაბა! ამას მე რატომ ვერ მივხვდი?
- ლამაზი სიტყვა ლამაზი ადგილიდან. ზუსტად ასე მითხრა ნიამ.
- მადლბა მარიამ, ახლა ზუსტად ვიცი რასაც გავაკეთებ. გეგმა მაქვს და ამაში თქვენი დახმარება დამჭირდება. ილია შენ მე გამომყევი ადგლის გაფორმებაში დამეხმარე. მარიამ შენ შეგიძლია ნია, დანიშნულების ადგილას მოიყვანო?
- ეგ პრობლემა უკვე მოგვარებულია იცის, რომ ამ საღამოს  წვეულებაა.
- შეიძლება მეც თქვენთან ერთად წამოვიდე?
- გიორგი?
- ხო მართალია ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ მომეცით შანსი რამე მაინც გამოვასწორო.
- წამოდი ჩვენ ორნი, მაინც ვერ გაუმკლავდებით ამდენს.
- ანუ გუნდში ვარ?
- გუნდში ხარ, მაგრამ იცოდე პატარა შეცდომასაც აღარ დავუშვებთ.
- გაბრიელ ძმაო, არანაირი შეცდომა აღარ იქნება გპირდებით.
- წამოდი ბიძაშვილო ბევრი საქმე გვაქვს.
- ილია!
- გისმენ მარიამ.
- გამომართვი ეს ქურთუკი გარეთ წვიმს.
- ძმაო?
- რა, რას მომაშტერდით? არაფერი მსგავსი უბრალოდ მარიამი ძალიან მზრუნველია ჩემს მიმართ.
- და ეგ გამოშტერებული გამოხედვაც მისი მზრუნველობის დამსახურება ხო?
- გაბრიელ დაგავიწყდა შენ უფრო დიდი მისია გაქვს შესასრულებული.
- აი, რატომ გამახსენე? არ მეგონა ნია, ასეთი ჭირვეული თუ აღმოჩნდებოდა.
- ძმაო, ქალებისას რას გაიგებ. ყველას სხვადასხვანაირად სჭირდება გულის მოგება.
***
  ისტორია განმეორებას იწყებს? ახლა ესენი ცდილობენ ურთიერთობას თავისი სახელი დაარქვან. თითქოს წარსული მივიწყებას მიეცა, მაგრამ ახლა ესენი ცდილობენ მათ მსგავსად გადარჩენას. მაშინ თუ ანამ დატოვა საყვარელი ადამიანი, მხოლოს იმის გამო, რომ ლუკა ყველამ მკვლელად შერაცხა. ახლა გულგატეხილი ნიას, შემორიებას გაბრიელი ამ გზით ცდილობს. აქ, მათ სამყაროში, ყოველთვის იყო გზა იმისთვის, რომ ადამიანი კეთილშობილ გზაზე დამდგარიყო. აქ, ყოველთვის იქმნებოდა დიდი და ძლიერი მეგობრული წრე, რითი საშუალებითაც ისინი ყოველთვის იმარჯვებდნენ. გიორგი, რომელიც ყოველთვის მსხვერპლი იყო, მამამისის სამსახურის გამო ახლა ის გაბრიელთან ერთადაა და ეხმარება, რომ ნიას შეურიგდეს. თითოეული მათგანი ყოველთვის იყო საფრთხის წინაშე. ყოველთვის იყო შიში იმისა, რომ ახლა კიდევ ვიღაცას მოუკლავდნენ. დღეს მას ამ ქალაქში ,,შეფის ბავშვები“ ასე მოიხსენიებენ. შეფმა შეძლო და ისინი კარიერულ გზაზე დააყენა. კურინარიასთან ერთად ისინი გამოზარდა. ისინი დღეს, რომ ასეთი ძლიერები არიან შეფის დამსახურებაა. დაჩი მკვლელი არ ყოფილა თუმცა ის, რომ ბარბარე გარდაიცვალა მისი დაგეგმილი იყო. ამის გამო მას ციხეში წლების გატარება მოუწევს. ამ საქმეზე ევა ჯერ კიდევ მუშაობს, დაუქირავა ძლიერი ადვოკატი და ყველანაირად ცდილობენ, რომ დაჩის სასჯელი შეუმსუბუქდეს. ვინ დაისაჯება ამ ყველაფრისთვის? გარდაიცვალა ვახტანგი, სრულიად უდანაშაულოდ მოკვლა ქრისტი, თავი მოიკლა ლუკამ და სასტიკი სიკვდილით გარდაიცვალა ბარბარე. ეს ყველაფერი კი ნახა ამ პროფესიამ, რომელსაც ქვია დეტექტივი. მან შეკრიბა და გაერთინა ეს ხალხი ვინც ნათლად დაგვანახა რა ხდებოდა სინამდვილეში, როდესაც ისინი ძალიან მძიმე დღეების გადატანა უწევდათ. ყველაფერი სრულდება იქ, საიდანაც დაიწყო.
***
- ეს რა ადგილია?
- ეს კოშკი გაბრიელმა, დიდი ხნის წინ აღმოაჩინა. სწორად აქ სთხოვა ხელი პირველად ანას.
- კარგი რა ძმაო, წამოდი წავიდეთ აქედან.
- არა, ილია შეჩერდი. მარალია მაშინ ყველაფერი ცუდად დასრულდა, თუმცა ახლა ზუსტად ვიცი არაფერი არ მოხდება.
- დავიწყოთ?
- კი გიორგი, დავიწყოთ დრო ძალიან ცოტა გვაქვს და ამიტომ ყველაფერი უნდა მოვასწროთ.
- შეიძლება მე წავიდე?
- ილია შენ რა, მართლა შეგეშინდა?
- ბიჭო, აქ არ იყო მათი მეგობარი მკვდარი, რომ იპოვეს?
- გიორგი თუ ღმერთი გწამს აუხსენი შენს ბიძაშვილს, რომ ეგ წარსულია და ახლა არაფერი მსგავსი არ მოხდება.
- კარგი ხო, მე გავჩუმდები მაგრამ არ მომწონს ეს ყველაფერი.
***
- ეს რა არის? ნია ასე აპირებ წამოსვლას?
- ხო რა მოხდა?
- ნია თუ ღმერთი გწამს ეგ ბებიაჩემის დროინდელი შარვალი გაიხადე და კაბა ჩაიცვი.
- მარი რას ერთჩი ჩემს ჩაცმულლობას არ მესმის. მე მომწონს და გახდას და ვაპირებ.
- აქ რა ხდება გოგოებო რას განიხილავთ?
- როგორც ყოველთვის ნიას ჩაცმულობას.
- დედა არ მესმის რა არ მოსწონს. ეს შარვალი ერთი კვირის წინ ვიყიდე.
- საყიდლებზე მარტო იყავი?
- ხო მარტო ვიყავი.
- ახლა მესმის რატომ არის ეს შარვალი ასეთი საშინელი.
- შვილო, მოდი აბა ეს კაბა მოისნჯე.
- დედა ეგ კაბა, მეტისმეტად თხელია გარეთ კიდევ წვიმს.
- არ არის თხელი ეს მოსაცმელი თან წაიღე.
- დედა... შენ დედაჩემი ხარ თუ ჩემი მტერი?
- შვილო ამას რატომ ამბობ? მეგობრის წვეულებაზე მასეთი ჩაცმული ნამდვილად არ წახვალ.
- არ ვიცი რა ხდება, მაგრამ მგონი ყველა ერთად გაგიჟდით. მე სამზარეულოში ჩავალ იქამდე კი თქვენ გადაწყვიტეთ  მე რას ჩავიცმევ.
- კიდევ კარგი დამეხმარეთ, თორე მარტო ვერ გავუმკლავდებოდი.
- გაბრიელი უკვე მზად არის?
- კი, ყველა იქ არან და ჩვენ გველოდებიან.
- კარგი შვილო, მეც გამაგებნეთ აპატიებს თუ არა ჩემი ჭირვეული შვილი.
- კარგით მოგწერთ აუცილებლად.
- მარი რა უნდა მიწერო დედაჩემს?
- რაა? რადა რო მიხვალთ მომწერეთო და მეც ვუპასუხე კი რათქმაუნდა მოგწერთ.
- აბა გადაწყვიტეთ?
- აი, ეს ჩაიცვი და მივდივართ.
- ეს რანაირი რაღაცაა?
- კაბაა ნია კაბააა!!!
***
    სიყვარულიმა არ იცის დრო და არც ადგილი. მითუმეტეს თუ მასზე სიგიჟემდე ხარ შეყვარებული. ისტორიას ყოველთვის ნია წერდა. გაბრიელს არასდროს უსაუბრია საკუთარ თავზე. გაბრიელი ნიაზე, ორი წლით უფროსია და გაცილებით კარგად ახსოვს, როგორ წავიდა ნია დედისგან. ახსოვს რა იყო ამის მიზეზი. მასთან განშორებაზე მეტად კიდევ ის წლები გაუჭირდა, რომელიც მის გარეშე გაატარა. უყვარდა და ამას არავის უმხელდა. ენატრებოდა და არასდროს უზიარებდა მის ტკივის სხვას. გაბრიელი მარტო არასდროს არ ყოფილა. მას ყოველთვის ვიღაც ჰყავდა გვერდით, თუმცა ყოველთვის აკლდა ის ადამიანი, რომელიც მისთვის ასეთი ძვირფასი იყო. ტყუილია ის მცნება, რომ დაკვრა სანაძლეოს გამო დაიწყო. მან დაკვრა გაცილებით ადრე დაიწყო, ხოლო რაც შეეხება ნიძლავს ეს მხოლოდ ხუმრობის ნაწილი იყო. მან არ იცოდა, რომ სამზარეულოსი ნია დახვდებოდა. არც ის იცოდა, რომ  ბავშვობის სიყვარული კიდევ უფრო ძლიერი გახდებოდა და დაკარგვინებდა საკუთარ თავს. დეტალურად კი მათი ინტერვიუდან შევიტყობთ.
***
- მარიამ ვიცი, რომ გაბრიელი კიდევ რაღაცას ამზადებს.
- ნია, ამას ნუ გააკეთებ. ამისთვის მან ძალიან ბევრი იწვალა.
- არსად წასვლას არ ვაპირებ.
- აი, თითქმის მოვედით.
- მარიამ დარწმუნებული ხარ, რომ ეს ის ადგილია, სადაც უნდა ვიყოთ?
- კი ილიამ ეს მისამართი მომწერა.
- იცი ეს რა ადგილია?
- არა არ ვიცი.
- კარგი მაშინ წამოდი ბოლო სართულზე უნდა ავიდეთ.
- შენ საიდან იცი ეს ადგილი?
- გრძელი ისტორია. ერთხელ გაბრიელს ვუთხარი, რომ აქ მოსვლა მინდოდა.
- ასეთი ვიწრო კიბეები რატომ არის?
- სამაგიეროდ ბოლო სართულია ძალიან ლამაზი.
- შენ აქ, აქამდეც ყოფილხარ?
- მე არა, მაგრამ მამაჩემი იყო აქ და ძალიან ბევრს მიყვებოდა ამ ადგილზე. მარიამ თითქმის მოვედით რამე ხომ არ გავიწყდება?
- უი ხო, თვალები უნდა აგიხვიო.
- ეს მარიამის ხელები არ არის. ის ცივსისხლიანია და მას ყოვეთვის გაყინული ხელები აქვს.
- ეტყობა ვინცაა ცივსისხლიანი.
- მარიამ გაჩუმდი და მან ისაუბროს.
- მზად ხარ?
- კარგით ხო ამიხსენით უკვე ეს თვალები.
- იმედია ისეა ყველაფერი, როგორც  შენ გინდოდა.
- არ ვიცი გაბრიელ, იქნებ ეს ყველაფერი სხვისი გაკეთებულია.
- ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც შენ მითხარი. შეხედე! ფრანიც გვაქვს შეგიძლია ნებისმიერი სურვილი ჩაიფიქრო და ერთად გავუშვათ. ნია, აქ ყველა შენთვის ძვირფასი ადამიანია და მინდა მათი თანდასწრებით გითხრა, რომ შენზე ძალიან ვარ შეყარებული. არ ვიცი რა გააკეთე, მაგრამ შენი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. ყოველთვის არასერიოზულად ვუყურებდი ცხოვრებას. იმ სირთულეებს, რასაც ჩემი ოჯახი ყოველდღე გადიოდა. როცა სახლში დაძაბულობა იყო მე ყოველთვის გავრბოდი. ვრთავდი მაღალ მუსიკას და ვივიწყებდი ჩემი მშობლების შენიშვნებს. შენი გამოჩემის შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრებაში გაცილებით კარგი რაღაცეების გაკეთებაც შეიძლება. შენ, რომ არა ვერ მივხვდებოდი, რომ მეორე სართულიდან გადმოხტომით ადამიანი არ კვდება. შენ, რომ არა გიჟივით ვერ ვირბენდი წყვიმაში.  ეხლაც არ ამოვიდოდი აქ და არ გავაბავდი ფერად ლენტებს. ვაღიარებ ერთხელ შემეშალა და ამას  ჩვენი მეგობრების წინაშე არ ვაღარებ. დავდე სანაძლეო, რომ კიდევ ერთ გოგოს გავაბავდი მახეში, თუმცა მინდა ვაღიარო, რომ მახეში გაბმული მე უფრო აღმოვჩნდი. ამ გოგომ მე ჭკუა დამაკარგვინა. ის, რომ ასეთი გაწეწილია ასეთი უბრალო და ცოტაც არანორმარული ამიტომ ვარ მასზე შეყვარებული კაცი. მიდი! ჩამკიდე ხელი და მითხარი, რომ აღარ აპირებ ჩემგან შორს წასვლას.
- სულელო, მე ისედაც არ ვაპირებდი არსად წასვლას.
- ეს როგორ?
- ძალიან მენატრებოდი.
- აბა ეს ყვლაფერი...
- ეს ყველაფერი უბრალოდ სასწაულია გაბრიელ. მეგობრებო! სინამდვილეში მე ჭირვეული არასდროს არ ვყოფილვარ. ყოველთვის ადვილად ვუჯერებ ადამიანებს და ალბათ ეს იყო ჩემი შეცდომა. გაბრიელის გვერდით არასდროს ვგრძნობდი საფრთხეს პირიქით მის გვერდით ყოველთვის მშვიდად ვიყავი. შინაგანად ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანის ნდობა არ შეიძლებოდა, თუმცა საკმარისი იყო ჩემს სხეულთან ახლოს ყოფილიყო ყველაფერი მავიწყდებოდა. 
- ანუ მაპატიე?
- გაბრიელ! რა ხარ პროფესიით?
- შენი გადამრჩენელი.
- იცოდეთ არასდროს დაშორდეთ ერთმანეთს.
- მარიამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი შენი მოწყობილია.
- ძვირფასო არ დაუშვებდი, რომ ჩემი დაქალი, ვიღაც სხვა იდიოტს გადაყრილიყო.
- თქვენის ნებართვით ჩემს გოგოს საცეკვაოდ დავპატიჟებ. იცეკვებ ჩემთან ერთად?
- ძალიან ლამაზი მელოდია. რა ქვია სიმღერას?
- You ara The Reason.
- ნამდვილად დააბრუნებდი დროს?
- ვერ გავიგე რას მეკითხებდი?
- სიმღერის ტექსტში ასეა.
- ახლა მხოლოდ შენთან ერთად მინდა ცეკვა.
- კარგად ცეკვავ. სად ისწავლე?
- ამისთვის მე ძალიან ვემზადებოდი.
- დამთავრდა...
- რაა?
- გაბრიელ სიმღერა დამთავრდა.
- მოდი კიდევ ცოტახნით კიდევ ვიყოთ ასე.
- სირცხვილია ხალხი გველოდება.
- ეს უნდა ავღნიშნოთ!
- ილია რას გულისხმობთ?
- მართალია აქ ძალიან ცივა, თუმცა მე თქვენთვის სულპრიზი მაქვს.
- ეხლა არ თქვა, რომ აქაც წამოიღე აპარატურა?
- ეს რა არის? ამხელა ხმაზე აპირებთ მთელი საღამოს გაგრძელებას?
- ნია! მოეშვიი და გამომართვი, ეს დალიე.
- მარიამ ეს რა არის?
- მიდი დალიე ცოტა ხასიათზე მოგიყვანს. არაფერი განსაკუთრებული ცოტა არკოჰოლია.
- კარგი მაგრამ მხოლოდ ერთხელ. ჯანდაბაა!!! ეს რა საშინელებაა.
- არ მითხრა, რომ ამას პირველად აკეთებ?
- ძვირფასო კარგად ხარ?
- არ ვიცი გაბრილ, მაგრამ რასაც თქვენ სვამს ეს უბრალოდ საშინელებაა.
- ნია შეიძლება.
- გიორგი აზრი არ აქვს ეხლა, რაც არ უნდა მითხრა, მაინც ვერაფერს  გავიგებ.
- მაპატიე შენთვის სამაგალითო მეგობარი არასოდეს ვიყავი.
- გიორგი არ დაგავიწყდეს, რომ კაბა პირველად შენი წყალობით ჩავიცვი. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ვერ ხედავ ახლა სად ვართ? არავინ რო არ წარმოიდგენდა მე ასეთი ჩაცმული არკოჰოს უზომოდ ვსვავ.
- კიდევ დამისხით!
- ძვირფასო არ გეჩვენება რომ ბევრს სვავ.
- არა გაბრიელ, არაფერი არ მეჩვენება. დედას მამიდას ბიძიას დაურეკეთ ისინიც ამოვიდნენ.
- უკვე გზაში არიან.
- ბავშვებო! გართობა ჩვენს გარეშე შეუძლებელია, რადგან ჩვენ რომ არა თქენ არ გაჩნდებოდით.
- რატი და მისი ორიგინალური შემოსვლა. ბიძია დედა სად არის?
- შვილო, ეს რა არის რამდნი დაგილევია.
- ახლა მოიცათ რა! კარგი იყო იმ დღეს, ყველამ ჩემი გაგიჟება, რომ გადაწყვიტეთ. ახლა მე მიყურეთ...
- ფთხილად შვილო არ გადავარდე.
- რა კარგი ბიჭია ეს ილია აქამდე რატომ არ ვიცნობდით? მიდი შვილო, კიდევ უფრო აუწიე მუსიკას ხმა.
- მოდი მამიდა მინდა შენთან ერთად დავლიო.
- აი, ასეთი ნია მე მომწონს.
- თომა მიდი შენებური შეუშვი.
- გაბრიელ ძმაო, შენ დამიჭირე თუ გავიკვანძე!
- შეხედეთ რა დეტექტივებსაც სცოდნიათ ცეკვა.
- ეს რა ადგილია? ძლივს ამოვაღწიე აქამდე.
- რატომ ქალბატონო ევა, ფეხი ხომ არ გადაგიბრუნდათ?
- გაბრიელ საერთოდ არ მეცინება.
- აქ ვინ დაგპატიჟათ?
- ნიამ დამირეკა და უარი ვერ ვუთხარი.
- მამა გინდა ხვალ აქედან პარაშუტით გადავხტეთ?
- კარგი აზრია შვილო.
- რატი, ქრისტი სულ გააფრინეთ არა? საერთოდ არ არის კარგი აზრი.
- მელანო რატო ერევი მამა შვილის საქმიან საუბარში.
- წავალთ სახლში და ამაზე ვილაპარაკებთ.
- მოიცადე სად გარბიხარ? დაგავიწყდე ამ საღამოს რა ხდება?
- რატი სირცხვილია... ახლა აქ უნდა განვიხილოთ ეს?
- მოდი მაკოცე.
- რატი დროა გაიზარდო.
- რა წაიღე ტვინი ერთი და იგივეს განმეორებით.
- მაპატიე.
- ეგრე რა. კიდევ ერთხელ მაკოცე და გაგიშვებ.
- ნუ გათამამდი ახლა.
- ცოტახნით გავთიშავ მუსიკას. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ჩვენთვის ეს ადგილი  და რატომ ვართ აქ. მართალია აქ ყველანი ნიას და გაბრიელის გამო შევიკრიბეთ, თუმცა მე მაქვს მიკროფონი. მაინტერესებს ვინ მოვა პირველი ჩემთან და რას ერტყვით ერთმანეთს.
-  ამდენი ბოლოს, როდის დავლიე აღარს კი მახსოვს, ამიტომ პირველი მე ვიქნები.

გაბრიელი: ანა ძირფასო, შეგიძლია შენც მოხვიდე? აი, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვის გამოც შეიქმნა ამხელა ისტორია. რომ არა ჩემი პროფესია და ჩვენი შეხვედრა. დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. ამ პატარა ბიჭმა, კარგად ახსნა, რომ ამ ადგილას შემთხვევით არ ვართ. აქ, ჩვენ განგებამ მოგვიყვანა. ერთად გავიარეთ ძალიან ბევრი რამ და დღეს მოვახერხეთ და თინაიჯერებთან ერთად ვერთობით ისე, თითქოს ჩვენც პატარები ვიყოთ. არასდროს არ შემეძლო ხმამაღლა გრძნობების გამოხატვა, თუმცა დღეს ისეთი დღეა  უბრალოდ არ შემიძლია არ გითხრათ, როგორ ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის. რა უცნაურია ცრემლები არასდროს წამომსვლია. თითქოს სადღაც მივდივართ და ერთმანეთს ვემშვიდობებით. ჩვენ ყველას ერთად აქამდე მოსასვლელად ძალიან დიდი და მძიმე გზის გავლა მოგვიწია, თუმცა ახლა ერთად ვართ. თამამად შეგვიძლია ერთმანეთის დაყდნობით გავაგრძელოთ ცხოვრება.

ანა (სოფია) ძვირფასო მარტო შენ არ გაქვს ასეთი შეგრძნება. ვემშვიდობებით... ვემშვიდობებით სისხლიან ღამეებს, შიში გატარებულ საათებს. იმ დღეებს ვემშვიდობებით, რომელიც გრძელი და ეკლიანი იყო. ამ ადგილიდან დავკარგეთ ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო და თითქოს განგებამ ისევ მოგვცა შანსი, რომ სხვა შემოგვეშვა ჩვენს ცხოვრებაში. მართალია მას ვერ ჩაანაცვლებ ევა, თუმცა ახლა ისიც ჩვენი დიდი ოჯახის წევრია. ბავშვებო, მადლობა თქვენ ასეთი ლამაზი საღამოს მოწყობისთვის.  თქვენის ნებართვით მადლობას გადავუხდი ჩემს ძმას. ლუკას დამსახურებაა, რომ ნიამ ყველაფერი იცის იმ წარსულზე, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. სიკვდილის წინ მან მითხრა, რომ. ,, შენ მიხედე ნიას მე კი მივხედავ დედას.“ მაშინ მე ამ სიტყვებზე გამეცინა. ძმაო არ ვიცი ახლა, სადაც არ უნდა იყო გიხდი ძალიან დიდ მადლობას, რადგან ნია ასეთი სასწაული აღზარდე. მე მართალია დილით საუზმეზე ვუღიმი გაბრიელს და ბედნიერი სახით ვაცილებს გოგონებს სკოლაში, თუმცა ყოველთვის გამახსენდებით თქვენ. მაპატიეთ... გეგმაში არ მქონდა, რომ აგატირებდით, თუმცა მეც მინდოდა გამოსამშვიდობებელი სიტყვა მეთქვა.

თომა და მარიამი:
ჩვენც თქვენთან ერთად ვემშვიდობებით იმ სასტიკ წარსულს, რომელიც ერთად გავიარეთ და მომავალს უეთესი იმედით ვხვდებით. ჩვენ შვილი, გაბრიელი სწორედ იმ ქაოსში დაიბადა და იზრდებოდა. ის პერიოდი იმდენად მძიმე იყო ჩვენთვის, რომ არასდროს შეგვიმჩნევია რა ეწერა ნათობის მოწმობაში, რომ არა გუგა ალბათ, არც არასდროს ჩავიხედებდით შიგნით.  ალბათ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო,რადგან მომსწრეები  გავმხდარიყავით ამ ლამაზი სიყვარულის. ეპოქა მაშინ და ახლა თითქოს იგივე, თუმცა ახალგაზრდებს გაუმართლათ, რადგან იმ გზის გავლა არ მოუწევთ, რისი გავლაც ჩვენ მოგვიწია.
მარიამი: ყოველთვის მიჭირდა სიტყვით გამოსვლა, თუმცა ცოტა რამესაც მეც დავამატებ და გეტყვით, რომ ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის. შვილო შენზე კიდე ვგიჟდები. ასე გააგრძელე და გულმავიწყას მამაშენს არასოდეს მიბაძო!
რატი მელანო და ქრისტი:  ახლა შევეცდები მეტისმეტად სერიოზული ვიყო და გეტყვით, რომ ჩემს გარშემო ყველაფერი ბრუნავს. რატი! კარგით, კარგით გავაგრძელებ. ჩემი შვილი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ძალიან ძვირფასი ადამიანი ქრისტი გვაკლია. ჩემი ქალიშვილი დაიბადა თუ არა სურვილი თანაბარი იყო. მეც და მელანოსაც გვინდოდა,რომ მისთვის ქრისტი დაგვერქვა. ჩვენ იქიდანვე ვცდილობდით მის დაბრუნებას, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენი მეგობრები,  ოჯახი დავკარგეთ. წავიდნენ და უკან აღარასდროს დაბრუნდებიან. ალბათ ჩემი ცრემლი,  მელანოს გარდა არავის უნახავს. ახლა მიყურეთ რამდენ ცრემლს დავღვრი. მაკა ყველეასთვის დედა იყო. რა დამავიწყდება მისი მარჯვე ხელები. მას ერთდროულად ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. ის იდიალური ქალი იყო. მხოლოდ ის ხედავდა, როდის ვიყავი მოწყენილი. ერთხელ თავზე ხელი გადამისვა და მითხრა: ,, მე არ შემიძლია დედაშენი დავაბრუნო, თუმცა შემიძლია მე ვიყო დედა“ მაკა შენ ლუკას და ანას დედა კი არა ჩვენი,  ყველას დედა იყავი. ჩვენ ყველა ერთად კი შენი შვილები. ხო გითხარით... ჯერ სად ხართ დილამდე ასე ვაპირებ ტირილს, რადგან დამშვიდობებას ყველაზე მეტად მე ვერ ვიტან. ამერიკაში, რომ წავედი  ერთი თვის შემდეგ მიხვდნენ, რომ ქალაქში არ ვიყავი. უდედოდ და დის გარეშე  გატარებული წლების შემდეგ განგებამ მაჩუქა ორი ძალიან ლამაზი ქალი და ესენი არიან ჩემი ლამაზი მეუღლე და ჩემი ქალიშვილი ქრისტი. ასეთი ლამაზი შემოქმედებით ჩვენს ჩავდივართ სცენიდან.
ნია: ალბათ ამ საღამოს ყველაზე მეტს მე ვისაუბრებ, რადგან მე მამაჩემის მაგივრადაც მინდა გითხრათ რაღაც.  რვა წლის ასაკში, როდესაც პირველად მამის წერილი მივიღე მივხვდი, რომ შემეძლო მამაჩემის გადარჩენა. მე მამა გადავარჩინე მან კი მე გადამარჩინა. ვიცი ლუკა თქვენს თვალში არასოდეს ყოფილა უარყოფითი ადამიანი. დღეს ისიც აქ უნდა იყოს ჩვენს გვერდით და ისიც უნდა ამბობდეს სიტყვას, თუმცა ახლა მის მაგივრად მე ვისაუბრებ, რადგან ზუსტად ვიცი რას გეტყოდათ ნებისმიერ თქვენთაგანს. პირველი დედასთან მივიდოდა ხელს ჩაკიდებდა და ეტყოდა:  ,, ყველაზე ლამაზ ქალს ყველაზე ლამაზი თვალები აქვს.“ გადაუხდიდა მადლობას, რომ ქალიშვილი გაუჩინა. მოვიდოდა ჩემთან : ,,ჩემო პრინცესა ვამაყობ შენით.“ თავს მაღლა აწევდა და ყველას ერთად სუფრთა სინდისით შემოგხედავთ. თავდაპირველად მამაჩემი იყო მიზეზი, რის გამოც ამხელა ისტორია შეიქმნა ახლა კი ყველა ეღთად ვემშვიდობებით წარსულ და ვისწებთ ცხოვრებას ახალი დღიდან. მადლობა მინდა გადავუხადო ამ საღამოს ორგანიზატორს გაბრიელს, რადგან შეძლო და ყველა ერთად გაგვაერთიანა. მადლობა ჩემს მეგობრებს. ,,ყველაფერი კი არ სრულდება ყველაფერი კარგი ახლა  იწყება.“ ეს დეტექტივის სიტყვებია. მართალია ჩვენ ვასრულებთ, თუმცა დადგეგაბა დრო და ალბათ გაგვიხსენებენ კიდეც. ჩვენი განვლილი ისტორია კი გახდება სხვებისთვის მაგალითი.
გაბრიელი (გაბო) მგონი ყველაზე ბოლო, მაინც მე ვარ. მადლობა დედას მადლობა მამას, რადგან არცერთი წამით არ დაიხიეს უკან და იმ მძიმე წლებში, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ სამყაროში ჩემი ადგილიც იქნებოდა. ეს რათქმაუნდა ხუმრობით. მე ვამაყობ მამაჩემით და იმ ადამიანებით ვინც მათ გარშემოა. თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიღიძღვით, რომ ახლა ჩვენ მშვიდად შეგვიძლია ცხოვრება. გემშვიდობეით, თუმცა მხოლოდ ამ ისტორიიდან.

ოთხი წლის შემდეგ!
ინტერვიუ: კითხვებს ამჯერად უპასუხებენ: ნია და გაბრიელი
- მოხარული ვარ, რომ გამონახეთ დრო და ინტერვიუზე დაგვთანხმდით.
- გავიგეთ, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს და ამიტომ მზად ვართ ყველა მის დასმულ შეკითხვას გურწფელად ვუპასუხოთ. (გაბრიელი)
- პირველი და ძალიან ხშირი შეკითხვა იყო. ნია, დროის უკან დაბრუნება, რომ შეგეძლოს დედას მიატოვებდით და საცხოვრებლად, მაინც მამასთან  წახვიდოდით?
- მამაჩემი გარდაცვალებიდან გავიდა ოთხი წელი, თუმდა დღემდე აქტუალურია ეს შეკითხვა. დროის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს ალბათ შევეცდებოდი ჩემი მშობლებისთვის, რაღაც კარგი გამეკეთებინა. მათ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ და უბრალოდ არ მიეცათ საშუალება ბედნიერები  ყოფილიყვნენ. მადლობას ვუხდი მამას და იმ წლებს, რაც მასთან ერთად გავატარე, რომ არა ჩემი იმ დროინდელი გადაწყვეტილება, ალბათ მასთან შეხვედრის საშუალება არც არასდროს მექნებოდა. ეს კი უფრო გამანადგურებდა. მამაჩემმა ძალიან ლამაზი დღეები მაჩუქა. მე მასთან ერთად ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, ბევრ სირთულეებს გავუძელით, თუმცა ერთმანეთი გვყავდა და ესაც სავსებით საკმარისი იყო ჩვენთვის.
- დედაზე რას გვეტყვით? შენ ხომ მის გარეშე გაატარე რვა წელი.
- ჩემს ცხოვრებაში იყო სულ სამი ეპოქა. 8 წელი ვიცხოვრე დედასთან და ბებიასთან ერთად. შემდეგი რვა წელი მამასთან ერთად გავატარე, ახლა კი 4 წელია დამოუკიდემლად ვცხოვრობ. დედაჩემი ძალიან ძლიერი ქალია. მან ძალიან ბევრი რამ გადაიტანა. მართალია წლების განმავლობაში მაკლდა მისი სითბო და სიყვარული, თუმცა მასთან შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ არაფერი შეცვლილა და ჩვენ ისევ შევძლებდით ურთიერთობების გაგრძელებას. დღეს მე და დედა იდიალური მეგობრები ვართ.
- ვიცით, რომ თქვენ პირველად ერთმანეთს რესტორანში შეხვდეით.  ხო არ გაიხსენებდით იმ დღეს?
- მე იმდენად დაკავებული გრაფიკი მქონდა რესტორნიდან გასვლას თითქმის ვერც ვახერხებდი. გაბრიელი პირველად, რომ შემოვიდა სამზარეულოში სახეზეც არ შემიხედავ. (ნია)
- პირველი რაც თვალში მომხვდა იყო ნიას გრძელი და წითელი თმა. თავდაპირველად ზურგით იდგა და ძალიან დიდი სისწრაფით მიმტანებს თეფშებს აწვდიდა. ერთი ასეთი მეც აღმოვჩნდი და დამავალა, რომ შეკვეთა მაგიდასთან უნდა მიმეტანა. ვერ ვიტყვი, რომ პირველივე ნახვის შემდეგ მოვიხიბლე, რადგან ძალიან უხეში იყო ყვეელას მიმართ. შინაგანად ვგრძნობდი, რომ ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო, თუმცა წინსაფარზე დაწერილმა სახელმა დამაბნია. მგონი მაშინ მარიამი გეწერა ხო? (გაბო)
- კი მაშინ ასე ვცვლიდით წინსაფრებს, როდესაც სადმე გასვლას ვაპირებდით.
- ყველას აინტერესებს იყო თუ არა სანაძლეო სინამდვილე?
- ეს მხოლოდ პატარა ხუმრობა იყო. მაშინ რესტორანში მხოლოდ თინაიჯერები მუშაობდნენ. ჩვენც  ბიჭებმა ვიფიქრეთ, რომ ასე გავერთობოდით და მე და ილიამ, სწორედ  მაშინ დავდეთ სანაძლეო. მეორე დღეს ამის შესახებ არავის არ ახსოვდა. (გაბრიელი)
- მეორე დღეს მახსოვს გაბრიელი, რესტორანში პერსონალის შესასვლელი კარით შევიდა, რამაც ძალიან გამაღიზიანა. (ნია)
- ხოდა ამის გამო გარტყმაც დავიმსახურე. (იცინის) მეორე დღეს ჩემი იქ, მისვლა ჩემს გეგმაში არანაირად არ შედიოდა. ბატონი გურამი (შეფი) მამაჩემის კლიანტი იყო და მეც იძულებული ვიყავი საოჯახო ვახშამს დავსწრებოდი. (გაბო)
- ნიამ იცოდა, რომ ნარკოტიკზე იყავით დამოკიდებული. ამაზე რას გვეტყვით?
- არა, ის ნარკოტიკი არ იყო ის კამფეტი იყო, რომელიც ჩემს მეგობრებს დავურიგე. მე ნიასთვის არაფერი არ მითქვამს უბრალოდ მან გამოიტანა ასეთი დასკვნა. მე როცა მივხვდი უბრალოდ თავის მოკატუნება გავაგრძელე. (გაბო)
- ეს ხომ სიბოროტეა?
- არა, რატომ? ეს რომ არა ხო ვერ დავუახლოვდებოდი ამ ჭირვეულ გოგოს. (გაბო)
- რომელი დღე გახსენდებათ ყველაზე კარგად?
- გაბრიელი, რო ცდილობდა ჩემთან შემორიგებას. ეგ დღე იყო ჩემთვის ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი. (ნია)
- ეს ამისთვის იყო დასამახსოვრებელი თორე ჩვენ ბიჭებმა, ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ ყველაფერი კარგი გამოსულიყო. მოგეხსენებათ კოშკის სიმაღლე საკმაოდ მაღალი იყო. მახსოვს სახურავზე ასასვლელი კიბეები ძალიან ვიწრო იყო და  ძალიან გვიჭირდა იქამდე იმ ყველაფერის ატანა. ჯერ რო ყველაფერი უნდა აგვეტანა, შემდეგ იქაურობის გაფორმება დაგვეწყო.  ძლიერი ქარის გამო  რამოდენიმე ბუშტიც კი გაგვიფრინდა. ბოლოს როცა გვეგონ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ფრანის გაშვების დროს ცეცხლი იქაურობას წაეკიდა და ყველაფერი დაიწვა. ერთი რისი გადარჩენაც შევძელით ეს იყო ილიას აპარატურა. (გაბო)
- ეს ყველაფერი თქვენს ისტორიაში არ იყო შეტანილი.
- ქალბატონო, ჩვენს ისტორიაში კიდევ ბევრი რამ არაა შეტანილი. (გამო)
- შეგიძლიათ გვითხრათ ის, რაც თქვენზე არ ვიცით?
- სინამდვილეში მე არ ვარ ისეთი, როგორიც მანდ ჩანს. მე ალბათ უფროს სერიოზული ადამიანი ვარ. (გაბო)
- კიდევ გეტყვით, რომ ისე ხშირად არ ვჩხუბობთ, როგორც მანდ. (ნია)
- ბოლოს გვითხარით რას ეტყოდით თქვენს გულშემატკვივრებს, ვინც ასე ძალიან შეგიყვარათ.
- ძალიან კარგი შეგრძნება, როდესაც შენზე დადებითად არიან განწყობილები. გვინდა მადლობა გადაგიხადთ თითოეულ თქვენთაგანს ასეთი სიყვარულისთვის და მადლობა მას,  ვისაც ეყო გამბედაობა და ჩვენზე ისტორია შექმნა. (ნია)
- მგონი საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა არა ძვირფასო? ახლა წავედით ორ კვირაში ქორწილი გვაქვს! (გაბო)
- უი ხო, თქვენც დაპატიჟებულები ხართ. (ნია)

სიმღერა, რომელიც ნიამ და გაბრიელმა, საკუთარ ქორწილსი სეასრულედ.
სიმღერა:



დასასრული!

 
ეს იყო პიესა ,,ჩემი პროფესია,\" რომელზეც წერა დავიწყე ამავე წლის იანვრიდან და დღეს, ზუსტად ცხრა თვეში დავასრულე წერა.
ეს გამოწვევა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან აქ, უმეტესი ნაწილი იყო დეტექტივი. მე კიდევ ერთი, კიდავ რადიკალურად განსხვავებული სამყარო შევქმენი თქვენთვის, სადაც უბრალოს ყველაფერი გამოგონილია. მე ამ ცხრა თვის განმავლობაში, უნდა ითქვას, რომ ჩემს პერსონაჟებთან ერთად ვიცხოვრე და ისევე შევიყვარე, როგორც ჩემი საყვარელი ადამიანები. ჩემთვის დასაწყისი ისეთივე რთული იყო, როგორც დასასრული. აქ, შეტანილი ისტორიების უმეტესი ნაწილი რეალობას ასახავს. აქ, იყო პრობლემები, რომელზეს ხშირად ვსაუბრობთ. აქ, იყო სირთულეები, რისი გადატანაც შეიძლება ნებისმიერს მოუწიოს.  გემშვიდობებით ამ სამყაროდან და ერთმანეთს შევხვდებით  სრულიად სხვაგან, სრულიად განსხვავებულ ჟანრში. პიესაში არ არის შეტანილი სიმღერის ტექსთი, რადგან ვაპირებ, რომ ტექსთი იყოს მთლიანად ჩემი. ამას ძალიან მალე უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ერთგულ მკითხველებს, რომლების დასაწყისიდან დღემდე იყვნენ ჩემს გვერდით.
01.10.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები