ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: სანშაინ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 ოქტომბერი, 2019


ბავშვები დავმარხეთ

ერთი კვირა.

სამი თვითმკვლელობა
.
ასაკი : 16-20 წელი.

შემდეგ კვირაში სამ ბავშვს დავმარხავთ.
ასე უბრალოდ, ვიტირებთ, შევიცოდებთ, გავბრაზდებით, წავალთ სასაფლაოზე... დავმარხავთ სამ ბავშვს და ერთ დედას.
, ჩამოვიფერთხავთ მიწიან ხელებს და ყველანი ჩვენ-ჩვენ სახლებში დავნაწილდებით, ჩავუსხდებით ტელევიზორებს და ისევ ჩვენ ბუშტში შევიხუთებით.

რაზე ვილაპარაკოთ? ვისი ბრალია? რისი ბრალია? რა გვჭირს?
უსიყვარულობა... სიცივე გულში... მშობლების გარეშე გაზრდილი აღზ არა გაზრდილი თაობა გგვყავს... რომელიც ასე ცივად გვეცლება ხელიდან.
სითბო აკლიათ... გვაკლია.


ამ უბედურების ჯაჭვის პირველი რგოლი მაინც ის არაფრისკეთებისგან საჯდომგასიებული  პოლიტიკოსები მგონია, რომლებიც უყურებენ ახალ ამბებს და შარვლებიდან ხელსაც კი არ იღებენ...
საკუთარ გენიტალიებთან მოთამაშე პოლიტიკოსები... რომელთა მოსაქმებულ ტუალეტებს 16 წლის ბიჭების და გოგონების დედები წმენდენ. მათი შვილები კი თვითმკვლელობას გეგმავენ.

მე მაინც მგონია, რომ ეკონომიკური მდგომარეობაა ყველა უბედურების საწყისი.
ვერ აჭმევ შვილს, რადგან არ გაქვს სამსახური, ან გაქვს და მაინც ვერ აჭმევ..

მიდიხარ სხვა ქვეყანაში... შრომობ. ამ დროს შენ შვილებს  სკოლაში დასცინიან, არასრულფასოვნების კომპლექსები აქვთ,რეალიზებას ვერ ახდენენ... გვერდით მდგომს ვერ ნახულობენ  და რჩება ორი ვარიანტი, ან იყოს მჩაგვრელი, ან ჩაგრული...
ჩაგრულთა ხვედრი უფრო მძიმეა, ვერ უძლებენ და ბოლო ძალით რაც რჩებათ, ჭაღზე თოკს კიდებენ, ან კორპუსის კიბეებზე არბიან, აფთიაქში ჩარბიან და ათას უბედურ ხერხს მიმართავენ ამდენი სიცივის, მარტოობის და ჩაგვრის დასასრულებლად.

ადამიანები, რომლებიც ყველაფრის გამოსასწორებლად დავიქირავეთ, ჩვენ მიერ გადახდილ ხელფასს ტუალეტში უშვებენ. მიდიან მერე აქ დარჩენილი დედები და წმენდენ...
სახლში მისულებს კი იმის ძალაც აღარ აქვთ შვილებს მოუსმინონ.
აქ დარჩენილი მამები რომ დედებს სცემენ, დედები შვილებს და მთელი ბავშვობა ცემა-ტყეპის ნაყურებ შვილებს რომ სითბო არსაიდან მიეწოდებათ, ეგეც ცალკე სალაპარაკო უზარმაზარი პრობლემაა...
ჩვენ, საზოგადოებამ ბავშვები დავმარხეთ ! ბავშვები! რომლებსაც ნათელი ბავშვობა უნდა ჰქონოდათ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები