ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
2 ოქტომბერი, 2019


Константин Никольский - Ночная птица

https://www.youtube.com/watch?v=4Rly4SJtlOQ&list=RD4Rly4SJtlOQ&start_radio=1


კონსტანტინე ნიკოლსკი - ღამის ფრინველი

ო, რაზე გალობს ღამის ფრინველი,
სთველის სიწყნარის დამრღვევი ზილით?
მასზე, შორიდან რისი მხილველიც
ხვალიდან მხოლოდ იქნება ძილში!

კვლავ სამხრეთისკენ რომ ითარეშებს,
ირაოს შეკრავს ყოველ ცისმარე,
რომ ყოფა არ ღირს რისკის გარეშე
და გაიმარჯვებს მაინც სიმართლე!

გრძნეული ჩიტის ღამეულ ნამღერს
ვიღებდი, როგორც სულიერ საზრდოს
და უცებ მივხვდი უბრალო რამეს -
გამიჭირდება უმისოდ მარტოს!

უკანასკნელად, ცივ დილაბინდში,
მომახლის მკვეთრი ყაშყაშის ბგერას,
ღამის მღერალო, მიდი, გაფრინდი,
დაგიბოლოვებ მემკვიდრე მღერას!

2 ოქტომბერი, 2019 წ.



Константи́н Никола́евич Нико́льский (1 февраля 1951, Москва) — российский и советский рок-музыкант, певец, гитарист, автор песен


Ночная птица

О чём поёт ночная птица,
Одна в осенней тишине?
О том с чем скоро разлучится
И будет видеть лишь во сне.

О том, что завтра в путь неблизкий,
Расправив крылья, полетит.
О том, что жизнь глупа без риска,
И правда всё же победит.

Hочные песни птицы вещей
Мне стали пищей для души.
Я понял вдруг простую вещь -
Мне будет трудно с ней проститься,

Холодным утром крик последний
Лишь бросит в сторону мою
Hочной певец, я твой наследник,
Лети, я песню допою.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები