ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2019


* * * /ასი სიტყვა 2018–2019/

– სდექ!
– მგონი, მკლავს, – ცაში ძერა დალანდა, ცუდად ენიშნა, სვლა შეანელა.
– სდექ!
– მკლავს, – ისევ გაიფიქრა, მობრუნდა და მუდარის მზერა მიაპყრო.
კაცმა თვალები და თოფის ლულა ერთდროულად დახარა.
– წადი!
მიხვდა, პატრონს აღარ სჭირდებოდა. თავი ჩაქინდრა, მიბრუნდა და წაბაკუნდა.
– სად წავიდე?
მინდორზე გავიდა, ბალახი მოძოვა. მდინარეში წყალი დალია. წყალში თავისი ანარეკლი დაინახა.
– დავბერდი, – სევდიანად გაიფიქრა.
წყურვილი მოიკლა თუ არა, სწრაფად გაშორდა მდინარეს. აღმართს აუყვა და შარაზე გავიდა.

– მამი, აგე ცხენი მიბაკუნობს, ალბათ, დაიკარგა.
– ბებერია, გამოაგდებდნენ.
– მერე რა, რომ ბებერია, ბაბუც ხომ ბებერია. ჩვენ წავიყვანოთ, რა?!  ჩემი და ბაბუს მეგობარი იქნება. პატარა ვარ, ზურგზეც შემისვამს. მდინარეზეც ერთად ვივლით. გეხვეწები, წავიყვანოთ, რა?! მე მოვუვლი ...
– კარგი!



მზია თვალაბეიშვილი
2017 წლის 1 ივლისი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები