ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2019


* * *

წვიმის წვეთები დაიძრნენ ჯარად,
ბინდი ნებდება დილის ციალებს...
ის შემოდგომა, მე რომ მიპოვა,
თითებს უგრეხავს ცინცხალ იარებს...
როგორ დავღლილვარ... სარკეში ვჩანვარ__
გაფერმკრთალებულს ვგავარ სოსანას...
ისე  მაკლიხარ ამ რძისფერ ნისლში,
უაზროდ ვკივი_ღმერთო, ოსანა!
ისევ სარკე და ისევ ხარხარი...
სიბერის ნეშტი მაწვება თრთოლვად...
სველი სამყარო, პეწდაკარგული
მხრებზე მადგება დიდრონ კოლონად...
რა სიყვითლეა, რა სილამაზე,
ეს დაღალული ვნების ხიბლია...
ნუ გამაჩუმებთ, მე მხოლოდ ვმღერი
და ვიბუზები, როგორც ნიბლია...
რაც გინდა,. მთხოვეთ,
დღეს მე ვარ ღმერთი,
ჩემი სიმძიმის მე მეშინია,
მაგრამ რა ვუყოთ, სურვილი მებრძვის
და სიყვარულიც ვერ მომიკვლია...
თუ სათითაოდ უნდა წაიღოთ,
რაც ჩემში ჩადეს გოლიათებად,
მაშინ იჩქარეთ და გამაჩერეთ,
ოღონდ არ დასხდეთ მოტირალებად...
არ დაიტიროთ, ვინც უკვე მოდის,
ან ვინც აქ არის, არ დააქციოთ...
ის ანგელოზი, ჩვენში რომ გალობს,
ცის კვარცხლბეკიდან არ გააქციოთ....
და მე აქ ვარ და ყველაზე მდაბალს
წვიმა ხელს მირტყამს მოსისხარებად...
ვიღაც მიმზერის თეთრი მზერით და
ზღაპრის ბოლოსკენ მოიზლაზნება....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები