ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2019


გადაფრენამდე

ნინო დარბაისელი

გადაფრენამდე
- - - -

- ო, რა საყვარლად  პატარა ხარ, ადამიანო,
როცა წვალობ და ვერ გამოგდის,
რომ თუნდაც წამით
საკუთარ თავს ცოტა ზემოდან  გადმოხედო, 
გვერდით დგომაც კი არ შეგიძლია,
მუდამ ქვემოდან შესციცინებ...
-  ყიოდა წერო.
მერე თეთრი ფრთა ფრთას შემოჰკრა,
ცა შემოხაზა და
შორეული,
თბილი ქვეყნისკენ სწრაფმიმფრენთა გუნდს შეუერთდა.
მერე თანდათან დაილია
დაბლა - მიწაზე
ხაზები და მართკუთხედები,
ტყეები  - უკვე მოწითალო ოქროსფერები,
შორს ჰორიზონტზე -
გარდასულთა ძოწისფერი მზე - ჩამავალი
ცაზე - საავდრო,
ტყვიისფერი,
ტყვიისსიმძიმე ღრუბლები  დაწვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები