ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მისანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ოქტომბერი, 2019


صوفیانہ دنیا

                ინსპირაცია
მე ახლა ვქარგავ ახალ ქარაგმას
და მტანჯავს აზრთა მწველი თარეში,
სულს ვატან მაღლა ქართა ქარავანს,
იქ,ზეცის კართან, უცხო მხარეში.
                                    ლეგა კორითელი 2014 წ.

                 
                  ზღვარზე
იმ ძველი წლების მწველი ნათება,
ნამეხარ დღეთა ზმანება მძაფრი,
მოდის დარდებად მოიხლართება,
როგორც აშარი თავნება ქარი...
და დღეთა სევდა ისევ მძაფრდება,
ფითრდება მზე და ვარამი შავი,
ქარიან სულზე ამდის ალებად,
როგორც ნახანძრალ მთაწმინდას კვამლი.
                                                        ლეგა კორითელი 2019წ
                                         
                                          იმედი
მანდ მაგ სულში ჩაჟანგული განცდა ხლართავს შავ ფიქრებს,
სიყვარულით გათანგული გული დაგისახიჩრეს,
მაინც მისდევ მზისფერ სხივებს და ალისფერ აისებს,
რადგან გჯერა სულში რწმენა ისევ გაიმაისებს.
                                                              ლეგა კორინთელი 2018წ

                                    აქ     
აქ ამ დარდებით გადაჭედილ შავ სავანეში,
იფრქვევა მზერა_მკრთალი მზერა შენი თვალების,
სულზე მადნები, როგორც კანდელს თაფლის სანთელი,
ნელი წვალებით, ნაზი კდემით და მოკრძალებით.
                                                                  ლეგა კორინთელი  2018წ

                                სარკე 
სინათლე თვალთა კვლავ ისარკავს განცდას ათასგვარს
და სადღაც მაღლა ქარიშხალთან ჰქრიან ფიქრები...
შენც მოხვალ ალბათ  გამოჰყვები სიზმარს ამაღამ
და ჩემ ლექსებთან  ვით სარკის წინ  გაირინდები.
                                                                    ლეგა კორინთელი 2017წ
                                   
                                    როცა
როცა ლექსად ამღერდება სევდა, კდემა, წამება
და მაგ მკერდთან ჩაგეღვრება გზნება ნიაღვარებად,
ათრთოლებულ ველურ რითმებს ვნება დასწვავთ ალური
და ზედ გულზე მოგედება ბგერა ანდამატური.
                                                          ლეგა კორინთელი 2018წ

                              ძველი სევდა
ჩაიღვენთა სულში სევდა ციურ ფერთა მშვენებით,
სიყვარულის მეხოტბეთა ცრემლით განახელები,
ელავს ზეცა მაგ თვალებში ნაწამები ფერებით
და ირხევა წამწამები იდუმალი მშვენებით,
შენს სანუკვარ სასთუმალთან იღვრებიან ბგერები,
როგორც ნაზი სახსოვარი გარდასული დღეების.
                                                            ლეგა კორითელი 2019წ


                                გასვლა
ოდეს ლექსი მიჰქრის რღვევით და ამაყი ჭენებით
და ზედ ჩემი მწველი ცრემლის ამჩნევია ბეჭედი,
ოდეს სევდა თავად ღმერთთან იღვენთება ვედრებით,
რა ვქნა მარტო დასარჩენად მაინც არ მემეტები.
                                                      ლეგა კორინთელი 2019წ
                     
                          სიჩუმე
ირგვლივ სევდაა და ნისლი თეთრი,
სდუმს დედამიწა,სდუმს ჩემი ლექსიც
და დაობლებულს ზედ სულზე მეკვრის,
მაგ შენი თმების სურნელი მწველი.
                                            ლეგა კორინთელი 2017წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები