ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2019


ჯერ ერთად არ გვიტირია

მეხსიერების ფსკერიდან ვიხსენებ:
კივილი გადაუვლიდა უბანს,
ატირდებოდა ქალი და კაცი
ტელევიზორი არ ჩაირთვებოდა წელიწადს,
რადგან მეზობელს  სტკიოდა მეზობლის ტკივილი,
გლოვით დაიღლებოდა ყველა,
ბავშვებსაც კი ეკრძალებოდა სიცილი...
მოხუცები არ გაიხდიდნენ ძაძებს,
ღობეზე გადაიჭიმებოდა სამგლოვიარო არშია,
ზოგჯერ თუ  ახალი სატირალი გაჩნდებოდა,
არ იმჩნევდნენ მეზობლები,
გლოვას გადაებმებოდა გლოვა,
ქორწილები გადაიდებოდა სამერმისოდ,
რადგან ძვირად  ფასობდა ადამიანის სიცოცხლე.
მერე ნელნელა  გაუფასურდა სიკვდილი,
დავიწროვდა ჭირის წრე,
დამოკლდა  გლოვის დრო და,
მხოლოდ შინაურებმა ივიშვიშეს,
მეზობლებმა გასართობები  არ მოიკლეს,
"რას ვუშველით,  ჩვენ მაინც გავიხაროთო".
გასართობად იქცა ქელეხები,
გახალისდნენ გადანახულებებით,
და დრო რომ  არ დაკარგულიყო,
მარებელი  იდგა და არჩევდა...
სარძლოს, სასიძოს, სამძახლოს,
წლების მერე კი...
უსაშველოდ "გაადვილდა" სიკვდილი,
მხოლოდ ოჯახებს უკვდებათ ახლა და
უცებ...
მეგობარი რომ  მოგაკლდება თვალში
თურმე არც გაგიგია,
შესანდობარიც არ აგიწევია,
ისე აწეულა ცისკენ.











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები