ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პროზა
4 ოქტომბერი, 2019


x და y

x: ამაღამ სადმე ხომ არ გაგვესეირნა?
y: სიმართლე გითხრა, მეზარება, დაღლილი ვარ.
x: კარგი რა, სამსახურის მერე გეუბნები.
y: მეც სამსახურის მერე ვიგულისხმე.
x: შენ სულ დაღლილი ხარ...
---------------------------------------------------------------------
y: სად გავისეირნოთ?
x: სადმე ქალაქში გავიაროთ.
y: ქალაქი ფართე ცნებაა, რამე ვიწრო ლოკაციაზე შევჯერდეთ.
x: აუუუ... სივიწროვე მერეც გვეყოფა, ასი წლის შემდეგ...
y: შორს ნუ წავალთ, მაშინ...
-----------------------------------------------------------------------
რამდენიმე საათი ერთმანეთისთვის აღარაფერი მიუწერიათ. საღამოს მთელი ქალაქი ფეხით მოიარეს. ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა x წერდა y-ს და ეს უკანასკნელი ათას რაიმეს მოიმიზეზებდა ან შესაძლოა, მართლაც დაღლილი იყო და ეზარებოდა.
-------------------------------------------------------------------------
ასი წლის შემდეგ, x-ის სიტყვები გამართლდა და ორივემ სამუდამო სივიწროვეში დაიდო უკანასკნელი სამყოფელი.
სამწუხაროდ, გამართლდა x-ის შიშიც. ორივენი ქალაქის სხვადასხვა სასაფლაოზე დაკრძალეს, ერთმანეთისაგნ შორს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები