ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 ოქტომბერი, 2019


სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობი ტესტი №9

სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობი ტესტი №9 (1993 წლის სექტემბრის თვეში ზვიადისტების ხელმძღვანელების მიერ ჩადენილი ეროვნული ღალატი)



პირადად თქვენ, 1993 წელს არმია რომ გყოლოდათ, ჩრდ. კავკასიელების სოხუმზე შეტევის მომენტში, რას იზამდით?

1) ამ არმიას ომით სოხუმისკენ წაიყვანდით?

თუ

2) ზვიად გამსახურდიასავით, სამტრედიისკენ?


ანუ,

პირადად თქვენ, 1993 წელს არმია რომ გყოლოდათ, ჩრდ. კავკასიელების სოხუმზე შეტევის მომენტში  1993 წლის სექტემბრის თვეში, როცა ათასობით ადამინი იღუპებოდა, როცა აფხაზეთის მიწა იკარგებოდა, შესაძლოა სამუდამოდ, რას იზამდით?

1) თქვენი არმიით სოხუმს დაიცავდით ჩრდ. კავკასიელებისგან, გადაარჩენდით ათასობით ადამიანის სოცოცხლეს,  საქართველოს შეუნარჩუნებდით აფხაზეთის მიწას?

თუ,

2) ჩაიდენდით ეროვნული ღალატის აქტს? ვიმეორებთ, ეროვნული ღალატის, და არა ედუარდ  შევარდნაძის ხელისუფლების ღალატის აქტს? ზვიად გამსახურდიასავით, სოხუმის დასაცავად ფრონტზე მიმავალ ჯარებს უკან მოაბრუნებდით, ფრონტზე თქვენს დაქვემდებარებაში უკვე მყოფ ჯარებს ფრონტიდან მოხსნიდით, სოხუმის დასაცავად მებრძოლ ედუარდ შევარდნაძის ჯარს უკან დასახევ  გზას დაუკეტავდით, მოუსპობდით  დამხმარე ძალებით შევსებისა და სამხედრო აღჭურვილობით მომარაგების შესაძლებლობას, შემდგომ სოხუმიდან გამოქცეულ უკანდახეულ ედუარდ შევარდნაძის ჯარს და მშვიდობიან მოსახლეობას გზას დაუკეტავდით, და იძულებულს გახდიდით გაქცეულიყო არა შედარებით უსაფთხრო მოკლე გზით, არამედ უფრო გრძელი მთის უღელტეხილით, რა დროსაც სიცივის გამო ასობით ადამიანი გაიყინა, ეს ყველაფერი  იმ მიზნით, რომ აფხაზეთის მიწის დაკარგვით განაწყენებულ ხალხს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება დაემხო? და ბოლოს, ყოველივე ამის შემდეგ, იმ მომენტში, როცა სოხუმში ჩრდ. კავკასიელი მებრძოლები ათასობით  მშვიდობიან ქართველს ქუჩებში ხვრეტდა, თქვენ  თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ ჯარებს ომით წაიყვანდით  არა სოხუმისკენ, არამედ ედუარდ შევარდნაძის ჯარებისგან უკვე დაცლილი სოხუმის საწინააღმდეგო მიმართულებით, ფოთი-სამტრედია-ქუთაისი-თბილისის მიმართულებით?


P.S.
აჭარლებო,
1993 წელს ზვიადისტებმა (ხელმძღვანელებმა) საკუთარ სოხუმელ მეგრელებს უღალატეს, მიხვდი,  შენ რას გიზამენ. მიხვდი, დემაგოგი აფერისტები არიან. მათი სიტყვა არის ნოლი. ნუ უსმენ ამ აფერისტების სიტყვებს. ტყუილები მათი ცხოვრების წესია. შეხედე მათ სამარცხვინო საქმეებს. სამშობლოს ღალატში ჩემპიონები არიან.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
05.10.2019


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები