ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2019


სამყაროს სანაპირზე გასარიყ ბოთლში შესანახი წერილი

წერილს გწერთ,
ვისაც ვერასდროს შეგხვდით.
აცდენილია სივრცეში,
დროში  ეს ჩვენი გზები;
ჩვენ პლანეტათა ორბიტები;
ჩვენი ქვეყნების გეოგრაფია.
გწერთ, ვისაც არც  კი
გიქრიათ, თუ ვარსებობდი.
რას წარმოვადგენ,როგორი ვარ,
რა მომწინს, მხიბლავს
ან რა არ მომწონს;
რა მახარებს,როგორ მაცვია.
არც ერთმა ვიცით,
რომ შევხვედროდით -
ერთმანეთის ვინ ვიქნებოდით
ან მომავალში 
თუ შევხვდებით, რანი ვიქნებით.
იქნება, ჰგავდა  ჩვენი ფიქრები,
ან სურვილებიც
იქნება და... დაემთხვეოდა.
ვინ იცის, იქნებ,
პარალელური ეს ჩვენი გზები
უსასრულობის სულ
სხვა სიბრტყეში იკვეთებოდა.

იქნებ, გვიყვარდა
ერთმანეთი ვინმეს სიზმარში,
სხვა რომ არავინ გვყვარებია ისე ძალიან.
იქნებ, ოდესღაც, ბავშვობაში, შორეულ ზღვაში
ისე, რომ შენ ეს კარგი ამბავი არც გაგიგია,
მე, მარტოსული, დახრჩობასაც  გადამარჩინა
შენი ხელებით აგებულმა პატარა ნავმა.

მადლობას გიხდი ამისათვის
ჩემო უცნობო მეგობარო, დაო თუ ძმაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები