ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტაბო8
ჟანრი: პროზა
7 ოქტომბერი, 2019


გამორჩეული

უცნაურია შენში ის მოვლენა, რომ ყოველთვის ყველაფერში მიისწრაფვი თავისუფლებისაკენ და ამავდროულად, რაიმესადმი ვინმესადმი დამოკიდებულებისაკენ. შენში ძალიან სწრაფია ემოციური ცვალებადობა, სიმარტოვეში დარჩენილს გსურს გყავდეს გვერდით ვინმე ადამიანი, რომელიც ისე გეყვარება როგორც მას. მაგრამ გარეთ გამოსულს ერთხანს ბრაზი დაგირევს ყველაზე და ყველაფერზე, რამდენადაც სიმარტოვეში გატარებული ფიქრები სხვაგვარია და როდესაც მას გზად რეალობა შემოეფეთება, ის დანახული შენით, ამაზრზენია.
ფიქრები შენში შესაძლებელია სხვა ადამიანებისათვის მანიაკალურიც იყოს, მაგრამ არა შენთვის, თუ ამას მხოლოდ შენს თავს უზიარებ და თუ სხვისთვის გადაწყვეტ მოყოლას ის უთუოდ, მანიაკალური გახდება.
ემოციური ცვალებადობა არ გაძლევს საშუალებას, რომ სწრაფადვე მიიღო გადაწყვეტილებები და ამოფარებული მის უკან სიამაყე, ამჯობინებს შიშმა გაიმარჯვოს შენზე და ეს უკვე იქცა განუყრელ ნაწილად, ვინაიდან როგორ ემოციაზეც არ უნდა იმყოფებოდე, შენი პასუხი შიშის გავლენიდან მომდინარეობს, ყველაფერ იმ ახალზე, რამაც შეიძლება თავისუფლება დაგირღვიოს და გაგაკონტროლოს.
შენი გრძნობები ვინმეს მხრივ, გამოხატულია მის მიმართ უბრალო ყურებით, რაშიც თავისუფალი ხარ და ტკბები იმით, რომ ამას ვერავინ დაგიშლის, ვერავინ გეტყვის რომ შენს ფანტაზიებში მისი განდიდება არ შეიძლება, ან ბედნიერი წუთების განცდა. შენ ამ დროს ბავშვი ხდები, გიბრუნდება ჩვეულებრივობა, დრო და დრო კი იპარება, წარსული მოგონებები და უბრუნდები საწყის განწყობას, სანამ გრძნობით შეხედავდი სხვას. მაგრამ, ის პიროვნება რომ გახდეს შენი სიტყვების ღირსი და რაიმე ურთიერთობის წამყვანი, მან ეს ყველაფერი უნდა გაიგოს, იგრძნოს, შენს ვითომდა უბრალო გამოხედვაში, თუ მას სურს შემოვიდეს შენს რეალობაში. შეეხოს შენს გულს, რომლის მოთხოვნებიც, ესე უბრალოა თუ ჩაწვდები.
მაგრამ, არა აქ იმალება შენში ერთი ბნელი კუთხე კუნჭული, რომელსაც არ სურს მიეცეს ამ სულიდან გამომდინარე ბედნიერებას, რაც მოგანიჭებდა ზღვასავით უდარდელ ცხოვრებას. არა ის ხომ უფრო გავს რომელიმე გარეული ცხოველის მისწრაფებანს, სადაც გინდა ყველაფერ ადამიანურზე მაღლა იდგე და აკონტროლო ყოველგვარი დამოუკიდებლობა შენში, რაც გაძლევს საშუალებას წარმართო ყველაფერი, როგორც მოგესურვება, თუნდაც ეს ტყუილი იყოს და იცი ვერავინ გაიგებს ამას შენში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები