ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2009


თხოვნა უფლისადმი

იმას,
რასაც ახლა ღმერთო,
შენ მოისმენ,
მუხლზე დაჩოქილის,
შენთვის ღაღადია,
მისთვის ერთადერთი
დიდი იმედი ხარ,
შენი უსაზღვრობა,
სჯერა - მარადია.

ვიცი, რწმენა არის
მხოლოდ ერთი,
რაც კი მე ამ ქვეყნად
მართლა გამაჩნია,
მაგრამ უაზროა
ჩემი დაპირება,
ამან კვალი გულზე,
უკვე დამაჩნია.

ჩემი ცოდვები და
ფუჭი ოცნებები,
ვიცი, რომ ამ რწმენის,
მხოლოდ ღალატია,
ქვეყნად არაფერს გთხოვ,
გარდა პატიების,
წლები სხვა დანარჩენს
თვითონ გადათვლიან...

ლიკა ოხანაშვილი
22.02.2009


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები