ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მათემარიტა
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2019


დაგთმე

“.დაგთმე…
იმიტომ რომ ყველგან მეძებდე და
სადაც წახვალ, გაკლდე ყოველთვის”





































  ეს  ის ღამეა, რომელიც არ უნდა გამითენდეს...
ვიმეორებ და ვხვდები, უფალი ჩემგან წავიდა.

დღე პირველი ...
დღე უსიცოცხლო,უფერული... ვწერ მაშინ როდესაც ძალიან დაღლილი ვარ და გრძნობებისგან დაცლას ვცდილობ... ვცდილობ სიცარიელე დამრჩეს სულში და გრძნობებ დაცლილმა დავიძინო.
      ადვილი არ არის წიგნში სიყვარულის გამოკეტვა . ან როგორ შევძლო ცრემლების,ღიმილის,მზერის,აუსრულებელი და უთქმელი სიტყვების ფურცელზე გადმოტანა?
რომელი ლამაზი სიტყვებით შევძლო იმ ყველაფრის გადმოცემა რასაც არასდროს დავასრულებდი?
          ვიღაცისთვის უბრალო რომანი,ვიღაცისთვის ლამაზი ზღაპარი, საბოლოოდ წიგნების ყველაზე მაღალ თაროზე განისვემებს, მტვერი შეჭამს და დავიწყებას მოეცემა. ზუსტად ასე ექცევიან ადამიანიანები ერთმანეთს. სინანულისთვის და მარტოობისთვის განწირულო ყოველთვის წარსულს ებღაუჭება და აი ვერც მე დავტოვე მოგონებები...





დღე მეორე : მახსენდები.
ისევ დაბრუნდი, შენმა გაყინულმა მზერამ კვლავინდებურად, გამალებით ამიჩქარა გული...

გახსოვს ძვირფასო ზაფხულის ნათელი დღეების მოწურულს... მაშინ ,ჩვენს ფეხებთან პირველი ფოთოლი რომ ჩამოვარდა, დიახ იმ დღეს როცა ცა ჩამოიქცა შენ მითხარი: სიყვარული ჩვენ ორს შორის გავლილი ღმერთია. და მე გაგიღიმე...
მახსოვს ყოველი წამი...
ჩემს სახეზე ბედნიერი ღიმილის ელფერი, სიხარულისგან ფრთებშესხმული ბავშური ქმედებები. შენი მზერად მახსოვს,ხელების თამაშიც ( ნერვიულობისგან) და ის სევდიანი თვალებიც არ მავიწყდება რაღაცას რომ მანიშნებდნენ ...
მაგრამ ამას?


დღე მესამე: ვოცნებობ
ოცნება სადაც მე და შენ ერთად ვართ ყველა რეალურ აზრთა შორის საუკეთესოა.
ყველა ფიქრი ჰორიზონტივით მიუწვდომელია,ოცნება სადაც მე და შენ კესანების ბაღში დავრბივართ ყოველ ზღაპრულ ცხოვრებაზე ლამაზია...
ყოველი ფიქრი მღელვარე ზღვასავით მომტირალი და მოუთოკავია.


დღე მეოთხე: შენ კვლავ არ ჩანხარ.

წვიმა მიყვარს,ის მოგონებებს მიღვიძებს, დეპრესიულ დღეებს სძენს ჩემს ცხოვრებას ...
აი ასე ფანჯრის რაფაზე ხელებდაყრდნობილო ვუმზერ წვიმის დაცემას და ცრემლების მორევში ვიხრჩობი...
      ვარსკვლავებმა ზურგი მაქციეს , უზარმაზარი მთვარეც სადღაც დაიკარგა. ირგვლივ შემზარავი წყვდიადია. ჩემს სულზე უფრო ცეკვავემ წვიმის წვეთები ვიდრე მიწაზე.
წყვდიადში გამოკეტილი კვლავინდებურად ვდუმვარ. დუმილის მიღმა ტივტივებს  ფიქრები შენზე , როგორც სანუკვარზე, ერთადერთზე და შეუხებელ აზრთა შორის საუკეთესოზე.
უსუსური გავხდი...
ძალაც აღარ მაქვს...
სული მეხუთება...
შენ ისევ არ ჩანხარ...











დღე მეხუთე: წუთები რომლებიც არ მიბრუნდებიან.

      არასდროს წაგიკითხავდი ჩემს ჩანახატებს. არ გაგრძნობინებდი რომ უშენოდ გავიყინე. დავრჩი იმ დღეებში სადაც ვცოცხლობდი და ახლა ... ახლა აღარაფერი ხდება...  არ გაგრძნობინებდი რომ უშენოდ სუსტი ვარ... უფრო მეტიც არაფერი ვარ.
     
      ახლა ვხვდები ძვირფასო, რა ახლოს ყოფილა სიყვარული და გარდაცვალება ერთმანეთთან...
მივხოხდები ჩემს გარდერობთან , ჩავიცვამ შენთვის ნაყიდ წითელ კაბას,მოვუსმენ ტანგოს , დავეყრდნობი ფანჯრის რაფას , ქუჩის რაფას ვუმზერ დიდი იმედით... იმედით , რომ დაბრუნდები შავი ვარდებით ხელში და ჩემს პატარა ოთახში მეცეკვები ტანგოს...







აღარ მახსოვს რომელი დღეა, მაგრამ ვიცი ყველაფერი გაუფერულდა.


      მე ვარ ის ვინც შენ შეგიყვარა უ  პ ი რ ო ბ ო დ...
შენი უკანასკნელი შანსი იყო ჩემი ცხოვრების პირველი სამაგალითო ეტაპი...
მე ვარ ის ვინც შენ  დაგანახა სამყარო ვარდისფერი...
შენი უკანასკნელი სიტყვები იყო ჩემთვის უბედურების საწინდარი...
მე ვარ ის ვინც შენ გასწავლა მომავლისთვის ბრძოლა...
შენ მასწავლე შიში ქვეყნიერების,მათ შორის სიყვარულის...
მე ვარ ის ვინც შენთან ერთად გადადგმულ არასწორ ქმედებებს ზეცამდე ასულ სიყვარულს აბრალებდა...
შენ მასწავლე შიში სიყვარულის...
მასწავლე ადამიანების უნდობლობა...
არ გადანაშაულებ...თავიდანვე დამანახე მომავალი სადაც მომენატრებოდი...

მე შენ ჩემი გრძნობები გაგატანე შენ მე დამიტოვე ულევი იმედგაცრუება...
დღეს მე ჩემს პატარა ოცნებებთან ერთად ვიღვიძებ , რომლებიც ოთახშია გაშლილი :კედელზე ჩვენი ნახატი, მის გვერდით მოდილიანის” ჟანა” , სარკესთან ის ყელსაბამი შენ რომ მოგწონდა, ჩემს თითზე ის ბეჭედი , რომელიც ძალიან გიყვარდა...
ის შავი მაისურიც კვლავ გარდერობში მაქვს შენ რომ ვერ იტანდი.ყველაფერს შენი გრძნობები ჰქვია...
ჩემი ოთახი ჩვენი მომავლის მუზეუმია, ნივთებით რომლებსაც სული არ აქვთ მაგრამ გრძნობებს ინახავენ.
ჩემი ოთახი ჩვენი მომავლის მუზეუმია,  უ შ ე ნ ო დ . . .




ცივ ვენეციაში შენთან.
მე არასდროს მითხოვია ეიფელის კოშკთან შენს სიახლოვეს ცეკვა, არც ფრანგული სიმღერის ფონზე მსურდა ყოველ დილით ძვირადღირებულ სასტუმროში , ძვირადღირებული კრუასანების მორთმევა, მაგრამ მსურდა პეტერბურგში თეთრი ღამეების ყურებისას ჩამძინებოდა ან რომანის დასასრულს სიცოცხლით და ერთმანეთით დაღლილებს ვენეციაში ნავით გვესეირნა.

მე უბრალოება მინდოდა სხვებისთვის იაფასიანი საჩუქრებით სავსე მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირადღირებული დღეებით გაჯერებული...
გესმის? მე შენი დრო მჭირდებოდა . ჩემთვის ყველაზე ძვირფასი წუთებია , რომლებსაც ჩემთან გაატარებდი.
მე უბრალოება მინდოდა, შენს გვერდით თუნდაც ქვეყნის დასალიერში, თუნდაც დედამიწის ყველაზე ცივ წერტილში...
მე ყოველთვის ცუდად ყოფნა მერჩივნა სხვასთან ერთად რომანტიკის მწვერვალზე ასვლას .
ხომ იცი ყველაფერი იდეალური დაბლდება,ზეცამდე აყვანილი გრძნობები ისე ენარცხება ისე საშინლად ,რომ ფეხზე წამოდგომის ძალაც აღარ გრჩება...
უბრალოება მინდოდა ... მშვიდი წამები, ბედნიერი სახეები თუნდაც პარიზის ხედის გარეშე მაგრამ შენს გვერდით ნესტიან, ცივ ვენეციაში...



















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები