ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2019


სიყვარულის ტრიოლეტი

მე შენ მიყვარხარ! მიყვარდი და მიყვარხარ  ახლაც.
ვისი ბრალია, თუ არა ვართ ჩვენ უფრო ახლოს?!
ბედისწერაა?  ვის შევჩივლო სულის გადაღლა?!
მე შენ მიყვარხარ! მიყვარდი და მიყვარხარ ახლაც!
მენატრები და მონატრებას ცრემლებიც ახლავს, -
თვალში დამშრალა, მაგრამ ცრემლი ჩემს გულში სახლობს.
მე შენ მიყვარხარ! მიყვარდი და მიყვარხარ  ახლაც.
ვისი ბრალია, თუ არა ვართ ჩვენ უფრო ახლოს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები