ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გლეხიკაცი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2019


სველი სურათები

***
ცხვება ლავაში,
ლუდხანაში ილევა
ლუდი,
ცვდება ტალახში,
შემცივნული "მათხოვრის"
ქუდი...

***
ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს,
კვლავ ბოშა ქალი გასძახის, "ხურდა"...
ვიღაც პოულობს ნაგავში "ტუფლებს"
და უხარია, (ასეთი სურდა...)

***
წვიმს... მიწისქვეშა გადასასვლელში,
თათარი ბიჭი უკრავს გიტარას
და ჩუმი ნატვრა ობლის თვალებში,
ქარმა ფოთლებით შემოიტანა...

***
ვიღაცას უდგას დღეები რთული,
მძიმე ავადმყოფს სადღაც უვლიან,
და ვამჩნევ ახლა, რომ ჩემი სული,
ჩემი სახლივით გაბზარულია...

***
თოვლია, ნისლი და ცივი ქარი...
ჩვენი შეხვედრაც მალე მოხდება,
სველი სადგური, დგას ბოშა ქალი
ბავშვით ხელში და მზეს ელოდება...

***
ვნების კვირაა... ვეღარ ცნობენ ბრბონი იესოს
და ჩამქრალია სიყვარულის ყველა მნათობი,
უფალო, კაცთა გონება და გული მიეც, რომ
აქ დავამარცხოთ მძიმე სენი გაუტანლობის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები