ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მისანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 ოქტომბერი, 2019


სულის წამება

სულის წამება

შტ. ცვაიგი წერს:
      ბედს უყვარს, ტრაგიკულ ფორმებში გახვიოს დიდი ადამიანების ცხოვრება. ძლიერებზე ცდის ის თავის ძალებს,უპირისპირებს მოვლენების უაზრობას, მსჭვალავს მათ ცხოვრების საიდუმო ალეგორიებით, ავსებს წინააღმდეგობებით, რათა გამოაწრთოს ჭეშმარიტების გზაზე....
            ეს ეხება თვით მსოფლიო ლიტერატურის უმაღლეს ტახტზე ასულ ,,ზევსოლიმპიელ" გოეთესაც,რომელიც აღიარებს,ჩემი სიამოვნებისთვის ერთი დღეც არ მიცხოვრიაო. სხვასაც ბევრს უთქვამს, მხოლოდ ტანჯვა და წამება იყო ჩემი ხვედრიო. ბეთჰოვენზე ამბობენ: ის იყო ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრებამ სიხარული არ გაიმეტა, მაგრამ თვითონ ქმნიდა სიხარულს სხვებისთვის. მისი დევიზი იყო: ,,ტანჯვის გზით სიხარულისკე!"
              თუმცა რაღა ასე შორს მივდივართ, ჩვენი ,,საწყალი ნიკალა'' გავიხსენოთ _ ფიროსმანი, სულიერი წამების ნამდვილი რაინდი, რომელმაც მთელი ცხოვრება ტანჯვაში გაატარა და სანთელივით დაიწვა თავისი საყვარელი საქმის ბოლომდე ერთგული.
                            ერთი ფრანგი მოქანდაკისა არ იყოს, ასეთი  კითხვაც შეგვიძლია დავსვათ:
                _უკეთესი ცხოვრება რომ ჰქონოდა ვითომ სურათებსაც უკეთესს დახატავდა?
                    ვინ იცის?!
          ადამიანის ცხოვრება ხომ ბედისწერაცაა და არჩევანიც.......
    .......... ამიტომ ვამბობ, რომ ტყუილად ეძებენ ამგვარ ტანჯვაში მხოლოდ გარეგნულ იმპულსებს. სინამდვილეში იგი თუ მთლიანად არა, უმთავრესად მაინც შემოქმედებითი ხასიათისაა. ამიტომაა, რომ ზოგს ამგვარი ,,სანეტარო ტანჯვა" ღვთის წყალობადაც მიაჩნია და რილკესავით ამბობს, პოეტს მხოლოდ მაშინ შეუძლია წეროს, როცა ტანჯვითა და შთაბეჭდილებებით აღივსებაო. ბოდლერი ტანჯვისთვის სწირავს ღმერთს მადლობას:
    _კურთხეულ იყოს ღმერთი_ მომნიჭებელი ტანჯვის!
  რემბო კი ასე ამაყობს:
    _მე ვეკუთვნი რასას, რომელიც მღერის წამებისას....
  ,,სულით გვემულსა და წამებულ" პოეტთა ,,რასას" სხვაც ბევრი მიეკუთვნება. მათთვის პარნასისკენ მიმავალი გზა ნამდვილი გოლგოთაა, სადაც ჯვარცმაც ელით და დიდებაც. მათ მიერ გასავლელი მანძილი კი ,,საუკუნეთა შორ გრეხილს " სწვდება და კაცობრიობის მთელ ისტორიას მოიცავს; ისტორია კი მოგეხსენებათ ,  ,,დიდებული ტაძარია, სადაც უწირავს ერთიანს სულს ერისას"
                                                                        ფარულ ტკივილების ბაღი დაბურული
ასეთ გრადაციით მიდის ფრთაზვიადი:
ღამე - მარტოობის მტევნით დახურული,
ფარდა - იდუმალი, სარკე - იშვიათი.

ღამე უცხოეთში უნდა გამეთია,
როცა აზიიდან მოდის განათება -
ათას საუკუნის მთელი ტრაგედია
მოსდევს მოგონებას, როგორც ანათემა.

ხმალში გაწვევაზე ფიქრო უმიზეზო,
შენზე ოცნებასაც ვიცი - რა დავარქვა!
სანთლით იფოთლება ჩვენი ჩუმი ეზო...
გასწი! მიმაქანებს თვალთა გადაკარგვა!
                                                        გალაკტიონი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები