ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტაბო888
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2019


მაპატიე

არ მსურდა შევხებოდი შენს ნამუსს უგონოდ,
რამაც გარდამქმნა შენგან დაქნეულ ამაოებად,
უცებ დავკარგე ფიქრის ოპტიმისტური ფერი,
რითიც ვიყავი განთქმული ახლო სამეგობროში.

თურმე ესე იჭრება ადამიანში უბედურება,
ჯერ მთლიან გონებას მოიცავს და შემდეგ,
სხეულს დაჯაბნის თავისი ავადმყოფური იერით,
მერე კი ძნელია ვინმემ სინათლე გიბოძოს.

ის მე ვიყავი ვინც  -  შენს ფიქრებში,
საყრდენად გედგა და მომავლის იმედით დუღდა.
ეს იგივეა ჭვრეტდე წინასწარ მოვლენებს,
და ათავსებდე ათასგვარ, აზრებს მასში.

თუ ვერ გამიგებ, არ გამიბრაზდე გთხოვ!
რადგან ყველაფერს ჰქონდა თავის მიზეზი,
თუნდაც უთქმელად დარჩენილს, მე შენთვის
კარგი მინდოდა, იქნებ მაპატიო ოდესღაც!

ერთი შეხედვით, გამოვჩნდი ნაგავი ბიჭი!
ვინც შენს გრძნობებში ფერფლობდა ბოლოს,
მაგრამ არ დათმე, მისი დანაწევრების უფლება,
და შეაგროვე გულით რომ ძღვენად მიგეცა.

იმ ერთი შანსის მაგიერ გამოჩნდი ნაზად,
და წარმომიდგი სხვა უფრო დიდებულად,
თავიდან ვერ დავუჯერე იმ მოზღვავებულ გრძნობას,
რაც ჩემში შემოიჭრა ესეოდენ დამათრობელად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები