ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2019


დავცარიელდი




მაგ თბილ თვალებში ჩასახლებულ ეშმაკებს ვფიცავ,
ვფიცავ ამ ღამის უმთვარო ცას,გიჟურ მოლოდინს,
ვერ გადაგიტან,მე უშენოდ ვიქცევი მიწად,
შენ ჩემთან ერთად უნდა იყო ამ გზის ბოლომდე,

არ ვიცი რატომ,მაგრამ ვიცი მტკივა ძალიან,
წასვლაც არის და შენი წასვლა სხვისას არ ჰგავდა,
წახვაედი-მე ვერ მივატოვე ჩემი გალია,
მე აქ დავრჩი და ყველაფერი თითქოს დამთავრდა,

მაგრამ შენ იცი,ვერ ვისწავლე როგორ დავნებდე,
ყველა წაქცევა ჟინს მმატებს და მერე თან როგორს...
ხომ კარგად იცი სიკვდილთანაც როგორ ვთავნებობ,
ისიც ხომ გახსოვს ვისი გქვია,შენ ჩემო გოგოვ,

მე შენი სუნით,შენი თმებით გონწართმეული,
ამ ღამით მარტო მივუყვები ცარიელ ქუჩას,
ფიქრი გველივით აედევნა სულის ხვეულებს,
და შენით ამ ჩემს გაგიჟებას ბოლო არ უჩანს...

დღეები გავლენ,შეიძლება გავიდნენ წლებიც,
შენ არ გახსოვდეს ვინ იყავი და ვისი გერქვა,
ვერ დაივიწყებ ჩემ თან მოსვლას გაშლილი თმებით,
ვერ დაივიწყებ ორი გულის სინქრონულ ფეთქვას.

და გეხვეწები შეინახე ჩემი თილისმა,
არ გაამხილო თუნდაც გუშინ რატომ ტიროდი,
დაგვიმახსოვროს მხოლოდ ღამემ,მხოლოდ თბილისმა,
და ერთმანეთი მივაცილოთ საიქიომდე.

შენ წახვედი და ჩემი გულიც დაცარიელდა !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები