ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2019


*ადრე*

ღამის კოშმარები ისევ  მეორდება
როცა შენ წერილებს ქარი შემოიტანს,
სწრაფი მოძრაობით მობილურს მივწვდები ,
იქნებ ტელეფონში დარჩეს  წასაკითხად.

ქარის შემოტანილ ხელუხლებელ წერილს
შენი ხშირი სუნთქვა ოთახში  შემოაქვს,
მერე უძილობა საბანს  შემოახვევს,
მერე  მარწუხები სუნთქვას  შემიმოკლებს.

სივრცე აღარ მყოფნის, ხელების ცეცებით
ვეძებ უსიცოცხლო ყველა  ემოციას.
როცა ერთად ყოფნის დღეები სრულდება,
მერე  ქარი  ერთხანს  სახეს მომარიდებს...

მე სიზმრის და ღამის უკვე მოძულე ვარ
შენს სითბოს  რომ მაცლის  ყველა  უჯრედიდან,
ღია  ფანჯრებიდან ნაცნობ ქარის ქროლვას
დარდს და ტკივილს ვატან, ჩემო სერაფიტა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები