ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2019


ნაბიჯები

ღამე მშვიდად მთვლემარე მთვარის შუქმა დატეხა.
ლამპიონებს ქუჩაში მწერთა ჯარი ესტუმრა.
მივაბიჯებ ქუჩაში დარდის მცირე ნატეხი,
მხოლოდ ხეთა ლანდები მომყვებიან მეგზურად.

უსაშველოდ ცივია მარტოობის შეგრძნება,
სული მაქვს გაყინული, სხეული რას მიქვია.
სულ არ ვფიქრობ იმაზე, სად მიმიყვანს ეს ძვლები
მერამდენე ღამეს ვკლავ ესეც არ დამითვლია.

მივაბიჯებ.
ტოტები კვირტებზეა ორსულად.
თუ ვსაუბრობ ჩემს თავთან, ეს სიგიჟეს არ ნიშნავს.
მე ვარ წიგნი, რომელიც არსაიდან მოსულა,
და რომელსაც შენ ჰყავხარ გზამკვლევად და სანიშნად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები