ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2019


ნურც მაშინ,როცა მოვკვდები

ჩემზე ნუ დაწერთ გამოსათხოვარს,
და  ნურც ვრცელ წინადადებებს ,
რადგან მაშინაც , როცა მოვკვდები,
მე ვიქნები დაძინებული.
ნუ დაწერთ, რომ გიყვარდით
რადგან როცა გგონიათ, რომ  მოვკვდი,
მე  წავედი სხვაგან,
და  როცა ამ წერილს ნახავთ,
(ჩემს კომპიუტერში)
ნუ იტირებთ,
რომ თითქოს წინასწარ ვგრძნობდი
და ამის გამო  ვიყავი  წინასწარმეტყველი,
რადგან მე მართლა არ ვიცი, როდის მოვკვდები.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები