ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2019


ღრუბლის დედა



ღრუბელი დააძინე და მოხვედი.
გადარჩენილ პლანეტას ააფრცქვენი და იშვილე.
კალთაში გამოიკარი და ჩანაცვლებული პლანეტის
ნამსხვრევებს გამოედევნე.
აქ სხვაგვარად როგორ შეძლებდი შემოგეღწია.
ღრუბლის დედა გახდი.
მაგნიტური ქროლვა იავნანად წაუღიღინე.
არტახებად ცისარტყელა გადაუჭირე და შედედდი.
დანარჩენი შვილები კოსმოსის ხვრინვამ გაგიფანტა.
მკვდრებს მწყემსავდი და ცოცხლებს ეშინოდათ,
ცოცხლებს ეძებდი და მკვდრები ბრუნდებოდნენ.
საკუთარი ნერწყვით ჩამობანდი
ერთმანეთთან შეჯახებით გამოწვეულ ჩამუქებებს,
ელვის ნამსხვრევებს გამოკორტნიდი და ისევ აცოცხლებდი.
სად გქონდა თვალები რომ შეგშუპებოდა.
უპეების ნაცვლად მოსკატის წვენის მაგვარი სითხე გისველებდა
მწუხარე განწყობას,
მისგან წყალს დევნიდი და ოხშივარს ქმნიდი,
განუსაზღვრელ უჰაერობას შეაჩეჩებდი,
თითქოს დარდის მოზიარე გსურდა გეპოვნა.
ქარის სიზმარს უყვებოდი სივრცეს.
მის ხმაურიან დუმილს საიდუმლოებებით აკაშკაშებდი
და თავსატეხს უჩენდი ცნობისმოყვარე ადამიანებს.
მიწა იჟღინთებოდა შენი საყვედურებით
და მოუსვენრობა შობდა დროის უსასრულობას.

9 სექტემბერი 2019 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები