ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2019


***


რამდენი ფერია ოქტომბრის ქალაქში,
რამდენი ფერია...
ოპალი, ონიქსი, ქარვა და ბადახში -
ძვირფასი სერია.

ხეების თეატრი შიშველი ნაკვთებით
თამაშობს ვოდევილს...
ციმციმა შუქნიშნებს არაფრად აგდებენ
ყვითელი ფოთლები.

ბოლოს ხომ, ბოლოს ხომ მთელი ეს ნაგრამი
ბარდება სამოთხეს...
ბაღია და ღია ჭრილობა... მაგრამ ეკ-
ლესია გამოკრთა.

გვის მეეზოვე და, რას ფიქრობს ხმამაღლა? -
ჩანს, გული შესტკივა.
„კიევი - თბილისი“ - დავტოვებ ამაღამ
ფოთლების ფესტივალს.

ჩერნიგოვი
ოქტომბერი, 2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები